საჭირო დახმარება ფსიქოლოგისგან

1 2 3

100-მდე ადამიანმა დარეკა სტრესული სიტუაციების გამო  ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგთან დეკემბერში. ყველა მათგანმა მიიღო სათანადო პასუხი და მხარდაჭერა. ამას გარდა, დისტანციურად გრძელდება კრიზისული ოჯახების წარმომადგენლების და ცალკეული ბენეფიციარების ფსიქოთერაპიული კონსულტაციები. როგორც ისინი აღნიშნავენ, პანდემიის დროს ეს ფონდი „სოხუმისგან“ შეთავაზებული აქტუალური და საჭირო დახმარებაა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

შეხვედრები ოჯახურ წყვილებთან

პანდემიით შექმნილი პრობლემები რა გავლენას ახდენს ურთიერთობებზე, როგორ უნდა გაუმჯობესდეს კომუნიკაცია ოჯახის წევრებს შორის, რომ კონფლიქტის გამომწვევი რისკები შემცირდეს - ამ საკითხებზე გაიმართა მსჯელობა დისტანციურ შეხვედრებზე ქობულეთის, ქუთაისის, სენაკის, წალენჯიხის მუნიციპლიტეტებში მცხოვრებ ოჯახურ წყვილებთან. 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი - კამპანიის აქტიური მონაწილე

1 2 3 4 5 6

შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობასთან, აქცია, საინფორმაციო შეხვედრები ბენეფიციარებთან, ონლაინ ტრენინგი სამიზნე ბაღების მშობლებთან და აღმზრდელებთან - ეს სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი მცირე პროექტების აქტივობებია. ასე ჩაერთნენ ცენტრის წარმომადგენლები და ახალგაზრდა აქტივისტთა ჯგუფები 16-დღიან კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.

მონაწილეებს მიეწოდა ინფორმაცია კამპანიის შესახებ, აქცენტები დაისვა ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემის აქტუალობაზე, პრევენციაზე, მსხვერპლის დაცვაზე და საზოგადოების გაერთიანებაზე ძალადობის წინააღმდეგ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ღონისძიებების კასკადი ზუგდიდის მუნიციპალიტეტში

1 2 3 4 5 6 

7 8

ხურჩა/კოკის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრი აქტიურად ჩაერთო კამპანიაში „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“. 25 ნოემბრიდან 10 დეკემბრის ჩათვლით იყო ღონისძიებების კასკადი: მრგვალი მაგიდა, აქცია, საინფორმაციო შეხვედრები, იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები, ესეებისა და ნახატების კონკურსი. მოწყვლად ჯგუფებს დაურიგეს ძალადობის მსხვერპლი ქალების მიერ ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში შეკერილი მრავალჯერადი მოხმარების პირბადეები. ასევე სამიზნე სკოლების მოსწავლეებთან, მშობლებთან და პედაგოგებთან ჩატარდა ონლაინ ტრენინგები ძალადობისა და ბულინგის თემატიკაზე. აღინიშნა, რომ პანდემიის დროს იმატა ძალადობის ფაქტებმა და მსგავსი შეხვედრებით ბენეფიციარებს ეძლევათ იმედი, რომ მარტონი არ არიან.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამობილიზაციო შეხვედრები კამპანიის დღეებში

1 2 3 4 6 7

წყალტუბოს, ხონის და ოზურგეთის ქალთა მხარდაჭერის ცენტრები პანდემიასთან დაკავშირებული რეგულაციების დაცვით აქტიურად ჩაერთენ ძალადობის წინააღმდეგ მიმართულ 16-დღიან კამპანიაში. მათ სხვადასხვა ღონისძიებით მოიცვეს ბენეფიციართა დიდი რაოდენობა. ჩატარდა შეხვედრები ადგილობრივ თვითმმართველობებთან, საინფორმაციო შეხვედრები, იურისტის და ფსიქოლოგის კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები, აქციები, მოწყვლად ჯგუფებს დაურიგდა ფონდი „სოხუმის“ დღის სარეაბილიტაციო ცენტრში შეკერილი პირბადეები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები