 
  
  
  
 
წყალტუბოს მე-3 საჯარო სკოლაში, სოფელ ხაჯალიაში (ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი) და სოფელ დიდი ნეძში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ახალგაზრდული კლუბების საინფორმაციო შეხვედრები ჩატარდა.
თემების არჩევა, ინტერვიუები პედაგოგებთან და დირექტორებთან, პრეზენტაციები, ინიცირებული სცენების ჩვენება, დისკუსიები - ყველაფერ ამას დამოუკიდებლად გაართვეს თავი კლუბების აქტიურმა წევრებმა.
ამ შეხვედრებმა დაგვანახეს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სათემო სკოლებში თავისუფალი სივრცეების შექმნა. ეს პოზიტიურად მოქმედებს მოზარდებზე - ისინი მიზანდასახულები ხდებიან, შეუძლიათ კომპლექსების დაძლევა.
მუშაობის კიდევ ერთი კარგი შედეგის სკოლის დირექტორებისა და პედაგოგების ჩართვა და მშობლების დადებითი დამოკიდებულება შეხვედრების მიმართ.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
	   
				