იურიდიული შეხვედრა ქუთაისში - საუბარი სამეზობლო ურთიერთობებზე

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Fsokhumi გადასვლები: 2714
ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში ჩატარდა იურიდიული საინფორმაციო შეხვედრა, სადაც მთავარ თემას წარმოადგენდა სამეზობლო ურთიერთობები და მათი სამართლებრივი რეგულაციები. საუბარი იყო სამეზობლო ურთიერთპატივისცემის, ზემოქმედებათა თმენის ვალდებულებებზე. აღმოჩნდა, რომ  შეხვედრის მონაწილეების თითქმის უმეტესობას აწუხებს სამეზობლო ურთიერთობის პრობლემები. ასევე გაიცა სხვადასხვა სამართლებრივ საკითხებზე კონსულტაციები.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)