იურისტის შეხვედრა „ხუტოროკში“

კატეგორია: ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ავტორი: Fsokhumi გადასვლები: 2861

ფონდი „სოხუმის“ იურისტის საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლებთან, რომლებიც მუშაობენ ქუთაისში,  უკრაინულ სამზარეულო „ხუტოროკში“. მათ მიეწოდათ ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ მუშაობის და ქუთაისის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს შესახებ. ჰქონდათ სხვადასხვა სახის იურიდიული კითხვები, რომლებზეც გაიცა კონსულტაციები. ასევე წამოიჭრა წყლის, კანალიზაციის და შიდა გზების პრობლემა. 

 

პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის

გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით