ამ გვერდის ამობედვა

საინფორმაციო შეხვედრები 16-დღიანი კამპანიის ფარგლებში — „არა, ძალადობას!“

„არა, ქალთა მიმართ ძალადობას!“ – ამ ერთხმად გაჟღერებული გზავნილით სენაკსა და ზუგდიდში ადგილობრივები მსოფლიო მოძრაობას შეუერთდნენ და საზოგადოებას კიდევ ერთხელ შეახსენეს, რომ ქალებზე ძალადობა არც ერთი თემისთვის არ არის ჩვეულებრივი და არც ერთი ქალი არაა მარტო.

შეხვედრები, რომლებიც თემის ლიდერებმა მცირე ჯგუფებთან და ინდივიდუალურ ფორმატში გამართეს, ერთ მნიშვნელოვან რეალობას გვაჩვენებს:
👉 საზოგადოებას სჭირდება მეტი პასუხისმგებლობა, მეტი სოლიდარობა და ნაკლები დუმილი.
👉 ძალადობა არ არის პირადი საქმე, ეს საერთო პრობლემაა, რომელსაც ერთიანი წინააღმდეგობა სჭირდება.

ერთად ვქმნით სივრცეს, სადაც ძალადობა აღარ იქნება ნორმა და სადაც თითოეული ქალი დაცულად, აღიარებულად და მხარდაჭერილად იგრძნობს თავს.

#16აქტიურიდღე #არაძალადობას #WomenFundSukhumi #Danner #StopGBV #გენდერულიძალადობა #ქალთაუფლებები #SupportSurvivors #Solidarity #EndViolence

 

პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით

 

განახლდა პარასკევი, 12 დეკემბერი 2025 15:42
Davit

Latest from Davit

Related items