ფორუმ-თეატრი ახალ ეტაპზე გადავიდა. განახლდა გუნდი. დაიდგა ახალი სცენები, სადაც ყველა მსახიობი მთავარ როლს ასრულებს.
ფორუმ-თეატრის ბოლო ორი გამოსვლა განსაკუთრებული იყო. ერთი ქალთა ფონდი „სოხუმის“ ეზოში გაიმართა, დონორი ორგანიზაციის - USAID-ის წარმომადგენლების წინაშე. ჩატარდა ხუთი სცენა. ახალგაზრდა მსახიობების გამოსვლამ მაღალი შეფასება მიიღო. ფორუმ-თეატრის გუნდი USAID-ის დაფინანსებული პროექტის ფარგლებში სხვადასხვა რეგიონში ახალგაზრდებს აცნობს ფორუმ-თეატრის სპეციფიკას და აყალიბებს ახალ გუნდებს.
მეორე გამოსვლა ფორუმ-თეატრს ჰქონდა გეგუთის #14 პენიტენციურ დაწესებულებაში. მსჯავრდებულები აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში. დაწესებულების ხელმძღვანელმა პირებმა, სოციალურმა მუშაკმა და ფსიქოლოგმა ფორუმ-თეატრის წარმოდგენებს აქტუალური და მნიშვნელოვანი აქტივობა უწოდეს.
მსახიობებმა დაათვალიერეს დაწესებულებაში არსებული ეკლესია, ხეხილის ბაღები, მიიღეს მსაჯვრდებულების ხელნაკეთი საჩუქრები. ამ აქტივობამ კეთილი გავლენა იქონია აუდიტორიაზე, ამიტომ მაისში დაიგეგმა ფორუმ-თეატრის წარმოდგენების ჩვენება ქუთაისის პენიტენციურ დაწესებულებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)