ამ გვერდის ამობედვა

თვითდახმარების ჯგუფის პირველი შეხვედრა ფოთში

ფოთში პროექტის „ქალები მოქმედებენ მშვიდობისა და ადგილობრივი თემის გაძლიერებისთვის“ ფარგლებში გაიმართა პირველი შეხვედრა - ოფიციალურად ჩამოყალიბდა თვითდახმარების ჯგუფი. შეხვედრას ესწრებოდნენ დევნილი  ქალები და გოგონები, რომლებიც მომავალში პროექტის ძირითადი ბენეფიციარები და თანამონაწილეები იქნებიან.

მათ მიიღეს დეტალური ინფორმაცია პროექტის მიზნებზე, ამოცანებზე და იმ აქტივობებზე, რომელთა ჩატარებაც დაგეგმილია მომდევნო თვეებში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პროექტით გათვალისწინებულ შესაძლებლობებს ჯგუფის წევრებისთვის: ტრენინგების ციკლს მათი კომპეტენციებისა და პროფესიული უნარების განვითარებისთვის.

თვითდახმარების ჯგუფის წევრებს განესაზღვრათ ძირითადი როლები, მოვალეობები და პასუხისმგებლობები, რაც ხელს შეუწყობს ორგანიზებული და შედეგზე ორიენტირებული მუშაობის პროცესს. მონაწილეებს მიეცემათ საშუალება, დევნილთა თემებში გამოავლინონ პრობლემები, გამოყონ პრიორიტეტული საკითხები და იმუშაონ მათ გადაწყვეტაზე თემზე დაფუძნებული ინიციატივების მეშვეობით.

გარდა ამისა, პროექტი მიზნად ისახავს „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდების ქსელის“ მხარდაჭერას და მისი პოტენციალის გაძლიერებას. 

ფოთი ახალი მუნიციპალიტეტია პროექტის გეოგრაფიისთვის, რაც კიდევ უფრო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს მოტივაციის ამაღლებას და ხელს უწყობს თემში დიალოგის და თანამშრომლობის ახალი სივრცეების შექმნას.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით 

Related items