კიდევ ერთი ექვსთვიანი მუშაობის ციკლი დასრულდა. სამტრედიის, ვანის, სენაკის, წალენჯიხის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ახალი ჯგუფები ჩამოყალიბდა და პირველი შეხვედრებიც გაიმართა. კონფლიქტების მართვა და ძალადობის პრევენცია - ამ თემებს ეცნობოდნენ ახალგაზრდები, მსჯელობდნენ, თავიანთ შეხედულებებს გამოხატავდნენ.
ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში წარმატებით წარიმართა სატრენინგო პროცესი. იყო დისკუსიები, როლური თამაშები, ინტერაქციული მუშაობა.
- მსგავსი ტიპის ტრენინგები ჩვენთვის მნიშვნელოვანია, ვეცნობით აქტიურ თანატოლებს, განვიხილავთ ახალ თემებს, გვაქვს საინტერესო დისკუსიები, რაც გვიყალიბებს არგუმენტირებულ მსჯელობას და გვაძლევს ინფორმირებულობის მეტ შესაძლებლობას, - შეხვედრების ბოლოს აღნიშნავდნენ ახალგაზრდები.
ტრენერებმა ყველა ჯგუფს გაცნეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ შექმნილი ვებგვერდი „ძალადობის მსხვერპლთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ - http://gbvdigitalresourcecenter.ge/ ამის ცოდნა ახალგაზრდებისთვის მნიშვნელოვანია, რათა დროულად მიაწოდონ ინფორმაცია მათ, ვისაც ეს სჭირდება...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)