მრგვალი მაგიდა პედაგოგების მონაწილეობით

1 2

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით მრგვალი მაგიდა გაიმართა თემაზე „ოჯახური ძალადობის შემთხვევებზე რეაგირება და ძალადობის პრევენცია - საგანმანათლებლო სფეროს როლი და პრაქტიკა.“ შეხვედრას ესწრებოდნენ პედაგოგები და სკოლის დირექტორები ქუთაისის, წყალტუბოს, თერჯოლის, ზუგდიდის, წალენჯიხის, ლეჩხუმის, ცაგერის, ხონის, სამტრედიის მუნიციპალიტეტებიდან.

მონაწილეებმა მოისმინეს ფონდი „სოხუმის“ კვლევის შედეგები, რის შემდეგაც აუდიტორია დისკუსიის ფორმატზე გადაერთო. მონაწილეებმა საკუთარი პოზიციები გააჟღერეს: როგორ რეაგირებს სკოლა ძალადობის პრობლემაზე, როგორია არსებული პრაქტიკა და გამოცდილება, რა კეთდება უსაფრთხო სკოლის მოდელის შესაქმნელად, გადამზადების კუთხით რამდენად საჭიროა საგანმანათლებლო ტრენინგები. გამომსვლელებმა კოვიდპანდემიით შექმნილ პრობლემებზეც გაამახვილეს ყურადღება.

- სკოლა,  მშობელი და საზოგადოება არასამთავრობო სექტორთან  თანამშრომლობით შეძლებს არსებული გამოწვევების დაძლევას, - ასეთი იყო მონაწილეთა საერთო განწყობა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა სენაკში

1 2 3 4 5

სენაკის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ფონდმა ,,სოხუმმა“ ჩაატარა მრგვალი მაგიდა თემაზე „ძალადობის პრევენცია და მსხვერპლის დაცვა - სოციალური თანამშრომლობა და რეფერირება“.

შეხვედრას ესწრებოდნენ საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები. მონაწილეებმა სენაკის მუნიციპალიტეტის მაგალითზე ისაუბრეს მსხვერპლის დაცვის კუთხით არსებულ სიტუაციაზე და განსაზღვრეს სოციალური თანამშრომლობის პერსპექტივები. მათ გამოსვლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება რეფერალურ სუბიექტებს შორის თანამშრომლობის და კოორდინაციის  დაბალი ხარისხი.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა ხონში რეფერალური სუბიექტების მონაწილეობით

1  2 3 4 5 6

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მრგვალი მაგიდა გაიმართა რეფერალური სუბიექტების მონაწილეობით. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, რამდენად ეფექტიანია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული სერვისები, რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს რეფერირების სუბიექტების მუშაობა.

მონაწილეთა გამოსვლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება თანამშრომლობის და კოორდინაციის  დაბალი ხარისხი რეფერალურ სუბიექტებს შორის.

საერთო პოზიციით, აუცილებელია ადგილობრივი თვითმმართველობების გაძლიერება, ახალი ინიციატივების დანერგვა ოჯახში ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალი მაგიდა თერჯოლაში

1 2 

3 4

ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში მრგვალი მაგიდა გაიმართა რეფერალური სუბიექტების მონაწილეობით. მონაწილეებმა იმსჯელეს იმაზე, რამდენად ეფექტიანია ძალადობის მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული სერვისები, რა მიმართულებით უნდა გაძლიერდეს რეფერირების სუბიექტების მუშაობა.

მონაწილეთა გამოსვლებში არაერთხელ გაჟღერდა, რომ დღემდე გამოწვევად რჩება თანამშრომლობის და კოორდინაციის დაბალი ხარისხი რეფერალურ სუბიექტებს შორის.
შეხვედრას ესწრებოდნენ რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები: ადგილობრივი თვითმმართველობის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების პირველი პირები და სხვადასხვა სამსახურის წარმომადგენლები, კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, სკოლის პედაგოგები და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

წყალტუბო - რეფერალური სუბიექტები მრგვალ მაგიდაზე

1 2 3 4 5 6 7 8

წყალტუბოს მუნიციპალიტის საკრებულოში ფონდმა „სოხუმმა“  მოაწყო მრგვალი მაგიდა თემაზე „რეფერალური სუბიექტების გაძლიერება ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების საქმეში.“

შეხვედრას ესწრებოდნენ  რეფერირების ადგილობრივი სუბიექტები: კრიმინალური და საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, სკოლის დირექტორები, პედაგოგები, ექიმები, სოციალური მომსახურების სააგენტოს და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

ჯგუფური მუშაობით განისაზღვრა მსხვერპლთა დახმარების კუთხით არსებული  რესურსები, გამოწვევები, სამომავლო პერსპექტივები და შეიქმნა ერთობლივი, კოორდინირებული მუშაობის ერთიანი სტრატეგია ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები