როგორ აფასებენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრები ფონდი „სოხუმის“ საქმიანობას? რა შედეგებს იძლევა და რამდენად მნიშვნელოვანია ყოველთვიური საინფორმაციო შეხვედრები? რა ტიპის მხარდაჭერა სჭირდებათ ქალებს?
ამ კითხვებზე პასუხების მისაღებად შიდა მონიტორინგი ჩატარდა.
შეხვედრის მონაწილეები ღიად გამოხატავენ საკუთარ განწყობებს და ახალ იდეებსაც გვკარნახობენ:
- ჩვენთვის ეს შეხვედრები არის ახალი ინფორმაციების მიღების წყარო. ქალებზე ძალადობა არ დამთავრებულა, უნდა გავძლიერდეთ ამ პრობლემის წინააღმდეგ.
- ქალებს იშვიათად გვაქვს შეკრების და საკუთარი აზრების გამოთქმის შესაძლებლობა, ყოველდღიური რუტინისგან გადაღლილებს სხვა განწყობა გვხვდება და ეს ძალიან გვჭირდება.
- მიხარია, რომ ქალებზე ფიქრობთ, ჩვენს გაძლიერებაზე. ჩვენი თვითშეფასება იზრდება. ახალი იდეები გვიჩნდება. კარგი იქნება, თუ ჩვენი იდეების განხორციელების შესაძლებლობა მოგვეცემა.
შეხვედრები ჩატარდა ზუგდიდი/ხურჩის, სენაკის, ხონის, ხობის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებით სხვადასხვა თემა მოიცვეს. ოჯახური ძალადობის პრობლემები და პრევენციული გზები ყველგან აქტიურად განიხილება. ხონის, ჩოხატაურის, წყალტუბოს ქალთა მხარდაჭერის ცენტრების შეხვედრაზე გამოიკვეთა, რომ იდენტიფიცირების კუთხით ბევრი სამუშაოა.
წარმატებული პრაქტიკა და შედეგები მაპროვოცირებელი გახდა დანარჩენ ცენტრებში შეკრებილი ქალებისთვის. ინფორმაციის გაზიარების პროცესში ახალი შემთხვევების გამოვლენა ხდება ხობის, ვანის, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.
მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ფონდის პარასპეციალისტები. სწავლობენ ქალთა საჭიროებებს, ქალებს აცნობენ სერვისებს და პროგრამებს.
„ბევრი ისეთი სერვისი არსებობს, რომლის არსებობის შესახებ ქალებმა არ იციან, ამიტომ ამ სერვისებზე ინფორმაციის მიწოდება უნდა გაგრძელდეს, ყველას უნდა ვუთხრათ, ვინც შეხვედრებზე ვერ მოდის,“- აღნიშნეს ბენეფიციარებმა.
ივნისში სენაკის, წყალტუბოს, თერჯოლის და ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში შიდა მონიტორინგი ჩატარდა. მონიტორინგმა გამოკვეთა, რომ ინფორმირების საკითხი უნდა გაგრძელდეს. ასევე გამოიკვეთა ქალებისთვის პროფესიული კურსების აუცილებლობა. მონიტორინგით გამოვლენილი საკითხები მომდევნო თვიდან დაინერგება და ქალთა მხარდაჭერის მუშაობას უფრო ეფექტიანს გახდის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საინფორმაციო შეხვედრაზე შეკრებილებმა ქალთა საჭიროებები განიხილეს. დევნილთა დასახლებაში სოციალური და ინფრასტრუქტურული პრობლემები კვლავაც პრიორიტეტულია.
ქალები ინფორმაციებს ცვლიან, საკუთარ მოსაზრებებს უზიარებენ ერთმანეთს, რა რესურსებით, რა საშუალებებით შეიძლება პრობლემები მოგვარდეს.
ჩვენი ორგანიზაცია მათთან ერთად გეგმავს და ეძებს რესურსებს ქალთა მხარდასაჭერად.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
სასარგებლო და საჭირო ინფორმაციებს განიხილავენ ქალები ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრში. სიახლეებს შემდეგ ისინი აზიარებენ სხვა თემებში, რათა რაც შეიძლება მეტი ქალი იყოს ინფორმირებული. შეხვედრებს ხშირად მამაკაცებიც ესწრებიან.
ინფორმაციები ეხება ქალთა გაძლიერების საკითხებს, რაც ბენეფიციარების დაინტერესებას იწვევს. დახმარების შემთხვევევიც დაფიქსირდა. ინფორმაცია მიაწოდეს აფხაზეთში მცხოვრებ ქალს, რომელმაც ჯანდაცვის პროგრამით ისარგებლა. ერთმანეთის მხარდაჭერა და გაძლიერება თითოეული მათგანისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
მაისში ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა შეხვედრები გამართა სენაკის, ხურჩის, ქუთაისის, თერჯოლის, ვანის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებთან.
შეხვედრის თემა იყო „ემოციები და სტრესი“. შეხვედრების პროცესში ფსიქოლოგმა გამოიყენა ე.წ. „ემოციების ამანათები“, სადაც ჩამოწერილი იყო ემოციების სახელები. მონაწილეები სხეულის ენით მინიშნებულ ემოციებს ასახიერებდნენ, რაც იყო სახალისოც და საინტერესოც.
„ემოცია ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და მისი გამოხატვის ინდივიდუალური განსხვავებები დამოკიდებულია ასაკზე, წარსულ გამოცდილებაზე, ადამიანის ფიზიკურ მდგომარეობაზე, მის ინტერესებსა და აქტივობებზე, ხასიათზე, სოციალურ გარემოზე და ა.შ. ქალებმა სავარჯიშოებით ბევრი რამ გაიგეს და ჩემს რჩევებსაც აუცილებლად გამოიყენებენ პრაქტიკაში“, - აღნიშნა ფსიქოლოგმა ეკა ქვაჩაკიძემ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში მობილიზატორებთან ერთად აქტიურად მუშაობენ ჩვენი ორგანიზაციის მომზადებული პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის გაძლიერება ცალკეულ თემში ხელს უწყობს ძალადობის რისკების შემცირებას ოჯახებში.
პარასპეციალიტები თანამშრომლობენ განსაკუთრებული მოწყვლადობით გამორჩეულ ოჯახებთან (დევნილები, სოციალურად დაუცველები, კრიზისული ოჯახები). მათი აღჭურვა ინფორმაციით და სწორი გადამისამართება მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია სოციალურ საქმიანობაში.
მაისში ქალთა მხარდაჭერის ათივე ცენტრში მოხდა ოცი ქეისის იდენტიფიცირება და გადამისამართება საჭირო სერვისებსა და პროგრამებზე. პარალელურად, ტარდება მონიტორინგი და მოწმდება წინა თვეებში იდენტიფიცირებული ქეისების მიმდინარეობა.
მუშაობისას „პარასპეციალისტები აქტიურად იყენებენ ფონდი „სოხუმის“ მიერ გამოცემულ სახელმძღვანელოს „პარასპეციალისტის სოციალური მუშაობის გზამკვლევი თემის ლიდერებისთვის: ოჯახში ძალადობის რისკის ქვეშ მყოფიდა ძალადობაგამოვლილი ქალების მხარდასაჭერად.“
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
უმუშევრობა, დაბალი ფინანსური შემოსავალი ოჯახებში თითქმის ყველა თემის აქტუალური საკითხებია.
ეს პრობლემები განსაკუთრებით სენსიტიურია ხურჩის თემში, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი). საინფორმაციო შეხვედრებზე მსგავსი თემები აქტიურად განიხილება. შეკრებილები მსჯელობენ, გამოსავალს ერთობლივად ეძებენ. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორი ახალ ინფორმაციებს აცნობს მოსახლეობას და ცდილობს, ამ გზით ხელი შეუწყოს სრულფასოვანი გარემოს შექმნას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული მონიტორინგი ადასტურებს, რომ ქალთა საჭიროებების ჩამონათვალში პროფესიული გადამზადების კურსები ყველაზე მოთხოვნადია.
საკითხის განხილვამ დაადასტურა, რომ ასეთი კურსები ქალებისთვის კარგი შესაძლებლობაა, შეცვალონ და საინტერესო გახადონ ცხოვრება.
ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსების გახსნა ქალთა საჭიროებებს ნაწილობრივ დააკმაყოფილებს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარებული შეხვედრები ახალი ინფორმაციის წყაროა მონაწილეებისთვის. გარდა ინფორმირებისა, შეხვედრებს ურთიერთობის და აზრთა გაზიარების მისიაც გააჩნია.
ქალები ხმამაღლა საუბრობენ საკუთარ და საერთო პრობლემებზე, შემდეგ პრობლემების მოგვარების გზებზე მსჯელობენ, გამოსავალს ეძებენ, გეგმავენ...
ამ პროცესში ფონდი „სოხუმი“ ყოველთვის მათთან ერთად არის და ცდილობს, ქალების საჭიროებებს უპასუხოს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer