დღევანდელ ციფრულ სამყაროში, ქალთა მიმართ ძალადობა ხშირად სცდება ფიზიკურ სივცეს და თავს იჩენს ეკრანს მიღმა, შეტყობინებებსა და სოციალურ ქსელებში.
საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“ იწყებს ახალ პროექტს - „უხილავი აღარ არის: პარტნიორულ ურთიერთობებში ტექნოლოგიური ძალადობის აღიარება და მასზე რეაგირება“, რომელიც ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით.
პროექტის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება და იმ უხილავი ძალადობის ფორმების გამოვლენა, რომლებიც ხორციელდება ციფრული საშუალებების გამოყენებით, არღვევს ქალის პირად სივრცესა და დამოუკიდებლობას და საფრთხეს უქმნის მის უსაფრთხოებას. ტექნოლოგიური ძალადობა პარტნიორულ ურთიერთობებში მოიცავს ციფრულ თვალთვალს, ონლაინ შევიწროებას, პირადი ინფორმაციის უნებართვო გავრცელებას, კომუნიკაციის კონტროლს და სხვა ქცევებს, რომლებიც ზღუდავს ქალის თავისუფლებას.
პროექტის ფარგლებში განხორციელდება ციფრული ძალადობა გამოვლილ ქალთა ისტორიებზე დაფუძნებული ვიდეონარატივების შექმნა, თემატური სემინარები და ონლაინ საინფორმაციო აქტივობები, რომლებიც ხელს შეუწყობს ბევრისთვის ჯერ კიდევ უხილავი ციფრული ძალადობის ფორმების გახილვას, ქალებისა და გოგონების გაფრთხილებას, მათი ციფრული უნარების გაძლიერებას დაცვისა და თავის არიდების მიზნით, ასევე აღნიშნული ძალადობის შემთხვევებზე დროული რეაგირების გზების შესახებ ინფორმირებას.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ფონდმა „სოხუმმა“ დაიწყო პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ განხორციელება. პროექტის ფარგლებში, ხონში ქალთა ჯგუფებს ფსიქოლოგი სტუმრობდა, რომელმაც შეხვედრის მონაწილეებს კონსულტაცია გაუწია. შეხვედრის მიზანი იყო ძალადობის გავლენის ფსიქო-სოციალური მხარეების გააზრება, მონაწილეთა თვითშეფასების ამაღლება. ფსიქოლოგმა ისაუბრა ოჯახში ძალადობის წარმოშობის ფაქტორებზე, მიზეზებსა და შედეგებზე და იმ საზოგადოებრივ დამოკიდებულებებზე, რომლებიც ხშირად ამცირებს ემპათიას. მონაწილეებმა გააზიარეს საკუთარი გამოცდილება. ხაზი გაესვა ჯგუფური მხარდაჭერის მნიშვნელობას, როგორც ძალის აღდგენის და საკუთარი თავის დაბრუნების პროცესს.
პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით
პროექტის „ძალადობის მსხვერპლ ქალთა გაძლიერება და თემზე დაფუძნებული მხარდაჭერის სისტემის განვითარება საქართველოში“ ფარგლებში, სენაკსა და ხონში ქალთა ჯგუფებისთვის იურისტის კონსულტაციები გაიმართა. კონსულტაციების მთავარი მიზანი იყო: ქალებისთვის სამართლებრივი დაცვის არსებული მექანიზმების გაცნობა, იმის ახსნა, რა ნაბიჯები შეიძლება გადაიდგას ძალადობის გამოვლენისას და რა ვალდებულება ეკისრება სახელმწიფოსა და საზოგადოებას რეაგირების პროცესში. იურისტმა ისაუბრა დაცვის მექანიზმებზე, კანონით გათვალისწინებულ პროცედურებზე და იმ პასუხისმგებლობებზე, რომლებიც ძალადობის შემთხვევაში მიმდინარეობს. მონაწილეებმა განიხილეს სხვადასხვა რეალური ქეისი და აღნიშნეს, რომ სამართლებრივი ინფორმირებულობა არის ქალებისთვის უსაფრთხოებისა და არჩევანის თავისუფლების მნიშვნელოვანი საფუძველი.
პროექტი ხორციელდება DANNER - Kvindecenterfonden Dannerhuset-ის მხარდაჭერით
მონაწილეობა ტალინში გამართულ მასტერკლასში ციფრული ინკლუზიის თემაზე
27.05.25
ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელი ლინდა ჩიხლაძე ერთ-ერთი იყო იმ 10 მონაწილეს შორის საქართველოდან, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ორდღიან მასტერკლასში, რომელიც ტალინში (ესტონეთი) ჩატარდა და მიზნად ისახავდა ციფრული ცნობიერებისა და ინკლუზიის ხელშეწყობას საქართველოს რეგიონებში, განსაკუთრებით კი სოფლის თემებში. ღონისძიების ფარგლებში მონაწილეები გაეცნენ სერვის დიზაინის მეთოდოლოგიას და იმუშავეს იმ ბარიერების იდენტიფიცირებაზე, რაც რეგიონებში მცხოვრებ მოწყვლად ჯგუფებს ციფრულ სერვისებზე წვდომაში ხელს უშლის. ლინდასთვის ეს პროფესიული და პიროვნული ზრდის მნიშვნელოვანი გამოცდილება იყო, რომელმაც კიდევ ერთხელ დაადასტურა ფონდი „სოხუმის“ მიდგომის მნიშვნელობა – ტექნოლოგიები უნდა იქმნებოდეს ადამიანების რეალურ საჭიროებებზე დაყრდნობით. მასტერკლასის პარალელურად, ქართველ მონაწილეებს ასევე ჰქონდათ შესაძლებლობა, დასწრებოდნენ მაღალი დონის ელექტრონული მმართველობის კონფერენციას – #eGov2025.
https://www.youtube.com/shorts/JWuS-5O3gUk
ეს არ არის მიზეზი კონფლიქტისთვის – პირიქით, შესაძლოა, სწორედ აქ იწყებოდეს ღირებული დიალოგი.
ნინის გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ შეიძლება რთული თემის განხილვაც კი გახდეს ურთიერთობის გაღრმავების შანსი.
დაუკვირდით, როგორ არგუმენტირებს ნინი და როგორ ცდილობს მამის მოსმენისა და საკუთარი პოზიციის გაზიარების დაბალანსებას.
გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა?
ეწვიე survivefamilydinner.ge – შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.
https://www.youtube.com/shorts/3obOzj4CRts
რთული და კოტრავერსიული თემები არ უნდა ნიშნავდეს კონფლიქტს. უყურე ჩვენს ვიდეოს და გაიგე, როგორ შეინარჩუნო კონსტრუქციული დიალოგი.
ითამაშე აქ - გადაურჩი ოჯახურ ვახშამს -
https://survivefamilydinner.ge/?utm_medium=social&utm_source=youtube&utm_campaign=georgia
სასტუმრო „გელათი რეზიდენსში“ აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ოცდაათზე მეტი სტუდენტი და უფროსკლასელი მოსწავლე შეიკრიბა, რათა ემსჯელათ:
- როგორ ვისაუბროთ რთულ თემებზე ისე, რომ არ დავკარგოთ მოსმენისა და გაგების უნარი?
- როგორ ავიცილოთ თავიდან კონფლიქტი და დაძაბულობა?
ვორკშოპი არ იყო მხოლოდ თეორიული - პირიქით!
მონაწილეებმა გაიზიარეს რეალური ისტორიები და გამოცდილებები, ზოგჯერ - მწვავე და ემოციური დიალოგებიც.
ერთ-ერთმა სტუდენტმა საკუთარი რეფლექსია გაგვიზიარა:
„დღევანდელ რეალობაში, როდესაც საზოგადოებაში თანასწორობის დამკვიდრებას მრავალი გავრცელებული გენდერული სტერეოტიპი და დეზინფორმაცია უშლის ხელს, მნიშვნელოვანია, ვფლობდეთ მათთან სწორი გამკლავების ხერხებს. ადამიანთა უმეტესობისთვის ეს სტერეოტიპები ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია და მათი შეცვლა - სწორი კომუნიკაციის გარეშე - შეუძლებელია. რთული დიალოგების სწორად წარმართვა უმნიშვნელოვანესია. ვფიქრობ, ამგვარი ტრენინგები ნამდვილად უწყობს ხელს ამ უნარების განვითარებასა და გვაძლევს საშუალებას, გენდერულ სტერეოტიპებს ეფექტურად გავუმკლავდეთ.“
რთული და კოტრავერსიული თემები არ უნდა ნიშნავდეს კონფლიქტს.
უყურე ჩვენს ვიდეოს და გაიგე, როგორ შეინარჩუნო კონსტრუქციული დიალოგი.
გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა?
ეწვიე survivefamilydinner.ge - შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.
Zoom პლატფორმაზე, მოსწავლეებმა (67 მონაწილე), დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტიდან (ჩოხატაური, ქობულეთი, წყალტუბო, ქუთაისი, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, სენაკი, ზუგდიდი, წალენჯიხა) მონაწილეობა მიიღეს ვორკშოპში „როგორ ვმართოთ რთული დიალოგი“, რომელიც მიზნად ისახავდა განსხვავებული შეხედულებების მქონე ადამიანებთან კონსტრუქციული საუბრის და კონფლიქტების თავიდან აცილების უნარების განვითარებას. შეხვედრის მთავარი თემები იყო:
- სტერეოტიპების, დეზინფორმაციისა და ინფორმაციის გამიჯვნა
- რთული დიალოგის 5 პრაქტიკული სტრატეგია
- ინტერაქტიური თამაში: „როგორ გადავურჩეთ ოჯახურ ვახშამს“ - https://survivefamilydinner.ge/how-to-play/
ონლაინ ფორმატშიც კი შეხვედრა იყო ცოცხალი და ინტერაქტიული - მოსწავლეები აქტიურად აზიარებდნენ თავიანთ პირად გამოცდილებებს, სვამდნენ კითხვებს და გზადაგზა აჟღერებდნენ საკუთარ რეფლექსიებსაც.
ოჯახური სადილის მაგიდის გარშემო სარისკო საუბარი მიმდინარეობს? გაუმკლავდი საეჭვო შეხედულებებსა და კონსპირაციულ თეორიებს მარტივად და ეცადე დესერტამდე ისე მიხვიდე, რომ მაგიდა არავინ ააყირაოს.
ითამაშე აქ: გადაურჩი ოჯახურ ვახშამს
