დიდი ინტერესით შეუდგნენ „მოსწავლეები“ სწავლას.
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის აქტივისტების თხოვნით, დღის ცენტრი ახლა სენაკში გაიხსნა - არიან მსურველები და ქალები ჭრა-კერვას შეისწავლიან.
სწავლება ტარდება სენაკის სათემო განათლების ცენტრში (განთავსებულია დევნილთა კომპაქტურ დასახლებაში - სენაკის ყოფილ სამხედრო ქალაქში).
საბაზისო კურსი ორი თვე გაგრძელდება და შემდეგ ქალებს დასაქმების ახალი პერსპექტივები გაუჩნდებათ.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა საინფორმაციო შეხვედრებზე ექვსი ახალი ქეისის იდენტიფიცირება მოახდინეს.
ყველა შემთხვევაში რისკის და ძალადობის განვითარების ალბათობა მაღალია. პროცესში ჩაერთნენ მობილიზატორები, აქტიურად გამოიყენება პრევენციული ქმედებები.
ფსიქოლოგთან საუბარი პოზიტიურად მოქმედებს ქალებზე. ქალები პრობლემიდან თავის დაღწევის გზებს ეძებენ. მობილიზატორები სამუშაოს მოძიებაში დაეხმარნენ რამდენიმე ბენეფიციარს და ამ ოჯახებში სოციალური ფონით გამოწვეული კონფლიქტების განვითარების რისკებიც შერბილდა.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
- როგორ მიმდინარეობს ოჯახში ძალადობის პრობლემის იდენტიფიცირება, ქალთა საჭიროებების გამოკვეთა და მათი ადვოკატირება, ქეისების იდენტიფიცირება და მართვა - ამ საკითხებზე იმსჯელეს ქალთა მხარდაჭერის ცენტრის მობილიზატორებმა ონლაინ გამართულ შეხვედრაზე.
მონაწილეებმა გამოწვევებსა და პრობლემებზე გაამახვილეს ყურადღება. მათი მოსაზრებით, იდენტიფიცირების პროცესი უფრო გართულებულია, თუმცა ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელების აუცილებლობა იკვეთება. ამიტომ პრევენციული ღონისძიებები, ქალთა ინფორმირება და მიზნობრივი გადამისამართება აქტიურად გაგრძელდება.
შეხვედრის მონაწილეებმა ტექნიკურ საკითხებზეც ისაუბრეს: როგორ აისახოს ანგარიშში თვის განმავლობაში შესრულებული სამუშაოები, მიღწეული შედეგები და გამოწვევები.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ვანის, წყალტუბოს და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის შეხვედრები. ძირითადი თემა იყო „ბრაზის მართვა შვილებთან“.
საკითხი აღმოჩნდა აქტუალური და საინტერესო. დედების თქმით, შვილებთან ურთიერთობისას უჭირთ ბრაზის მართვა. შეთანხმდნენ, რომ ბრაზი, როგორც წესი, ჯანმრთელი, ადამიანური ემოციაა. რაც შეეხება შვილებთან ბრაზის მართვას, რთული პროცესია. შვილები მშობლების ემოციას სწრაფად იჭერენ და თუ ჩვენ ბრაზს სწორად წარვმართავთ, მათაც ვასწავლით თვითკონტროლს. ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობის პროცესში.
ფსიქოლოგმა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მისცა ქალებს: დაიცავით საკუთარი რესურსი, მუდმივად დაღლილ ადამიანს უჭირს ბრაზის კონტროლი, იპოვეთ დრო საკუთარი თავისთვის...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მუშაობა სოციალური მიმართულებით. პარასპეციალისტები სხვადასხვა საჭიროებების მქონე ქალებს ხვდებიან. შეხვედრებზე ქალები საუბრობენ მათთვის ყველაზე აქტუალურ გამოწვევებზე. გამოკვეთილ პრობლემებს შორის პრიორიტეტულია ქალთა მიგრაცია, რადგან შრომითი მიგრაციის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება.
პარასპეციალისტები აწოდებენ ქალებს ინფორმაციას ეკონომიკურ პროგრამებზე, ქალთა გადამზადების კურსებზე, ამისამართებენ საჭიროების შესაბამისად არსებული სერვისების მისაღებად. თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერება ხელს უწყობს ქალთა ინფორმირებას, რაც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, აქტიური მუშაობა მიდის ქალთა გაძლიერებისათვის.
მობილიზატორების და პარასპეციალისტების დახმარებით წყალტუბოს, ვანის, ქუთაისის, ზუგდიდის და ჩოხატაურის ხუთ ქეისზე მოხდა რეაგირება. რეაგირებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი იყო გამოყენებული: ფსიქოლოგის დახმარება, კონსულტირება და გადამისამართება. სამმა ქალმა ფსიქოლოგის სერვისი გამოიყენა და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. პარასპეციალისტების კონსულტაციების შედეგად სოციალური მხარდაჭერა მიიღო სამმა ქალმა.
ცენტრების მუშაობა ქალთა ინფორმირებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის გრძელდება.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში იციან, რამდენად მნიშვნელოვანია ის ინფორმაციები, რომელსაც ისინი მსხვერპლთა დახმარების სერვისებზე ავრცელებენ. შეხვედრები ქალთა ჯგუფებთან აგვისტოშიც გაგრძელდა. ინფორმირების პარალელურად, ბენეფიციარებთან კომუნიკაცია გრძელდება.
მობილიზატორებს უკვე მიმართეს ქალებმა დახმარებისთვის, კონსულტაციისთვის. ქუთაისის, ხონის, ვანის, წალენჯიხის თემებში ექვსი ახალი ქეისი დაფიქსირდა. ახალი ქეისების იდენტიფიცირება ნიშნავს იმას, რომ მათი დახმარების შესაძლებლობები გაზრდილია. თითოეულმა ქალმა უკვე მიიღო ინფორმაცია, ვის მიმართოს და რა სერვისები გამოიყენოს.
იდენტიფიცირების პროცესში აქტიურად არიან ჩართული ცენტრების პარასპეციალისტები. სოციალური მუშაობის წარმატებას აძლიერებს ბენეფიციარების მხრიდან ნდობა და თანამშრომლობის სურვილი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ქალთა მხარდაჭერის ცენტრები აქტიურად მუშაობდნენ სხვადასხვა თემში და ატარებდნენ საინფორმაციო შეხვედრებს. მობილიზატორებმა შეხვედრის მონაწილეებს მიაწოდეს ინფორმაცია მსხვერპლთა დახმარების სერვისებსა და პროგრამებზე.
საინფორმაციო შეხვედრებიდან გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები, რომლებიც აქტუალურია თემებში ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით. სენაკში, ხობში, ჩოხატაურში, თერჯოლაში, წყალტუბოში, ზუგდიდში ჩატარებულ შეხვედრებზე მონაწილე ქალებმა გამოკვეთეს, რომ აუცილებელია ძალადობის მსხვერპლი ქალების მხარდაჭერა, რათა მათ იგრძნონ რომ არ არიან მარტო.
აგვისტოში ხუთი რისკის ჯგუფის ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა - ხუთივე ოჯახი ფონდი „სოხუმის“ სერვისების აქტიური მომხმარებელი გახდა.
შეხვედრის მონაწილეები თვითონაც ავრცელებენ მიღებულ ინფორმაციებს, რაც ახალი ბენეფიციარების მოზიდვას უწყობს ხელს და მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ხუთ მუნიციპალიტეტში, ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში (ხურჩა/ზუგდიდი, წყალტუბო, სენაკი, ვანი, თერჯოლა) გამართა შეხვედრები ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგმა. შეხვედრების ძირითადი თემა იყო „ქალებზე ძალადობა და ურთიერთობების მნიშვნელობა“.
ეს შეხვედრები ნიშნავს მათ მხარდაჭერას და გვერდში დგომას, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათთვის, ვინც ოდესმე ძალადობას გადააწყდა. ძალადობა არ არის მხოლოდ ფიზიკური სახის (დარტყმა, ცემა), ის ხშირად არის სიჩუმე, შიში, შეურაცხმყოფელი სიტყვები და დაკარგული თვითშეფასება. ხშირად ძალადობა ხდება უხმოდ, ოჯახის კედლებში, საიდანაც ხმა გარეთ არ გადის. ფსიქოლოგის აზრით, ამიტომაც არის აუცილებელი შეხვედრები და პირადი კავშირები ასეთ ქალებთან, რათა ვუთხრათ: „შენ მარტო არ ხარ“! ერთ შეხვედრაში შეიძლება დაიბადოს ძალა, ალაპარაკდეს, ითხოვოს დახმარება, ჩვენ კი შევძლებთ მის მხარდაჭერას და გადარჩენას.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
