11 მარტს ქუთაისის ერთ-ერთ კოლექტიურ ცენტრში (ნიკეას ქუჩაზე მდებარე ყოფილი ბაგა-ბაღი) ჩატარდა იურიდიულ-საკონსულტაციო შეხვედრა.
გარეთა ფასადის გარემონტების, კანალიზაციის გამოცვლის და ფანჯრების ჩასმის შემდეგ დევნილებს საკუთრებაში გადაეცათ ფართები. ამ კოლექტიურ ცენტრში მცხოვრებთ მიიღეს სხვადასხვა სახის ინდივიდუალური იურიდიული კონსულტაციები. საერთო პრობლემა კი ის არის, რომ ეზოში შემოდის მსხვილფეხა საქონელი და ანადგურებს ხეებსა და ყვავილებს.შეხვედრის მონაწილეთა სურვილით დაიწერა განცხადება მერიაში, რათა მათთვის გაიცეს თანხა ან გამოიყოს შემოღობისათვის საჭირო მასალა.

ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღეს სენაკის მე-2 საბავშვო ბაღში გაიმართა გამოფენა „ქალები მშვიდობის, სილამაზისა და ჰარმონიისათვის“, სადაც წარმოდგენილი იყო თვითნასწავლი ქალბატონებისა და საბავშვო ბაღების თანამშრომლების ნამუშევრები. ღონისძიება მუსიკალური ნომრებით გაფორმდა.

პროექტის „სინერგია - დევნილთა გაძლიერება მონაწილეობისა და თანამშრომლობის გზით“ ფარგლებში საინფორმაციო შეხვედრები ჩაატარა ფონდი „სოხუმის“ აქტივისტმა, ახალგაზრდა ლიდერთა სკოლის კურსდამთავრებულმა ასმათ დვალიშვილმა. 