სოციალური მედია თანამედროვე ცხოვრების განუყოფელი ნაწილი გახდა, თუმცა, უსაფრთხოა კი ის ახალგაზრდებისთვის? კვლევები გვიჩვენებს, რომ ონლაინ სივრცე სავსეა საფრთხეებით, რომლებიც განსაკუთრებით მოზარდებს აზარალებს.

ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის მიხედვით, ყოველი მეოთხე მოსწავლე პირადად გამხდარა კიბერბულინგისა და ონლაინ ძალადობის მსხვერპლი. TikTok-სა და Facebook-ზე გოგონები განსაკუთრებით ხშირად აწყდებიან შევიწროებასა და შეურაცხმყოფელ კომენტარებს, რაც მათ ემოციურ კეთილდღეობაზე უარყოფითად მოქმედებს. ამასთან, ბიჭები ხშირად ხვდებიან ჰაკერული თავდასხმებისა და ფინანსური ზეწოლის მსხვერპლად.

ონლაინ უსაფრთხოება მხოლოდ ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არ არის – ეს მთელი საზოგადოების ამოცანაა. მხოლოდ ერთობლივი ძალისხმევით შევძლებთ, რომ ციფრული სივრცე ახალგაზრდებისთვის უფრო უსაფრთხო და მეგობრული გახდეს.

 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, აქტივისტ ვერო მელუასთან ერთად საუბრობს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს დევნილები ტვ „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „ხალხთან ერთად“.

„ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის წინაშეც დევნილები არიან, საზოგადოების ყურადღების მიღმაა და პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა ან ძალიან იშვიათად, პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ნაწილი,“ - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.

როგორ აისახება ოჯახში ძალადობა ქალების ცხოვრებაზე? რა ბარიერებს აწყდებიან ისინი და როგორია გამოსავალი?

ეს ვიდეო დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და ასახავს ქალთა გამოცდილებებს, გამოწვევებს და გაძლიერების გზებს. ვიდეოს საფუძვლად უდევს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა და მხარდაჭერის სერვისები.

პირდაპირ ეთერში

.be

ტელერადიოკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ნინო ნებიერიძე და გადაცემის სტუმრები, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები:  ემა კამკია და ხათუნა გოგუა.

მათ ისაუბრეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის ანგარიშზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება“. 

ქალთა ფონდი  „სოხუმის“ დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული ინიციატივები განხორციელდა ხუთ მუნიციპალიტეტში: სენაკში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდსა და ქუთაისში.

პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალთა ჯგუფის ლიდერი ქალები, აქტივისტები, თემის მცხოვრებლები. ინიციატივები განხორციელდა ადგილობრივი თემის ადამიანური რესურსით.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

წარმოდგიდგენთ ჩვენს ახალ სიუჟეტს, სადაც ასახულია ქალთა ფონდი „სოხუმის“  მუშაობა ქალთა როლის, ჩართულობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ჩვენ 20 წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ დასავლეთ საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, წყალტუბო,  ხონი, თერჯოლა, სამტრედია,  ჩოხატაური,  ზუგდიდი,  სენაკი,  წალენჯიხა, ხობი.

 წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას "წარმატებული ხელოვანის პროფილი", სადაც გვანცას ისტორიაა მოთხრობილი. გვანცა ჩვენი დღის ცენტრის - პოლიმერული თიხის კურსდამთავრებულია, სადაც მან საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი განავითარა და ახალი - პოლიმერული თიხის ოსტატობის უნარებს წარამტებით დაეუფლა.

მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ - https://www.facebook.com/profile.php?id=61567478503482

ვიდეოში მოცემულია ქალთა ფონდი "სოხუმის" მუშაობა ქალთა გაძლიერების მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.

ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.

მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.

ქუთაისში, იოსელიანის #13-ის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას საცხოვრებელ კორპუსში დანესტიანებული ოთახები და კედლებზე გაჩენილი ობი წარმოადგენს. წვიმის დროს დასახლებაში კორპუსის სახურავიდან და კედლებიდან წყალი ჟონავს. ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელოდებიან და სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები