გენდერული სტერეოტიპები - გაბატონებული შეხედულება ქალისა და მამაკაცის მახასიათებლების და როლების შესახებ - ერთ-ერთი აქტუალური საკითხია ფონდი „სოხუმის“ შეხვედრებზე. ამიტომაც მიეძღვნა ამ თემას საინფორმაციო ბიულეტენის თებერვლის ნომერი. ბიულეტენში ახსნილია, რატომ დავინტერესდით ამ თემით, მოყვანილია მაგალითები და მოცემულია რჩევები, როგორ ვებრძოლოთ სტერეოტიპებს. როგორც ფსიქოლოგები ამბობენ, ნელ-ნელა, ნაბიჯ-ნაბიჯ... ბიულეტენის ელექტრონული ვერსია გამოდის…
სენაკის რეგიონალური არქივის წარმომადგენლებთან შეხვედრას გაცნობითი ხასიათი ჰქონდა. არქივში 6 თანამშრომელია. როგორც აღინიშნა, აქ ინახება 1921 წლიდან დღემდე არსებული რაიონული მნიშვნელობის დოკუმენტები. სამომავლოდ არქივის გადატანა იგეგმება ქალაქ ზუგდიდში. როგორც არქივის თანამშრომლები ამბობენ, მათ უმუშევრად დარჩენის საფრთხე არ ემუქრებათ, რადგან გამოცხადებულ ვაკანსიებსა და ტესტირებებში მიიღებენ მონაწილეობას.სენაკის არქივის წარმომადგენლებმა ფონდ „სოხუმთან“ თანამშრომლობის სურვილი გამოხატეს. დაინტერესდნენ გენდერული საკონსულტაციო საბჭოსა და ამომრჩეველ ქალთა კლუბის მუშაობით, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის სერვისებით.