ქალთა მიგრაცია - საკითხი, რომელიც საქართველოში ყველას ერთნაირად აწუხებს, რადგან არ არსებობს ოჯახი, რომლის წევრი თუ არა, რომელიმე ახლობელი უცხოეთში არ იყოს წასული. ისტორიები ამ საკითხზე უამრავია, ზოგი კარგი ფინალით, ზოგიც - ცუდით. სტატისტიკურად, მიგრაციაში მყოფთა 67% ქალია. თუმცა სტატისტიკის გარეშეც ნათელია, რომ ქალთა დენადობა უცხოეთში ბოლო წლებში კიდევ უფრო…
ფონდი „სოხუმის“ და ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით სენაკში აღინიშნა 6 აპრილი - სპორტის საერთაშორისო დღე განვითარებისა და მშვიდობისათვის. ღონისძიებაში აქტიურად ჩაერთნენ ფონდი „სოხუმის“ სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭო, სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრი და ახალგაზრდული კლუბი.
სპორტის სასახლეში ტურნირის ფინალური მატჩები გაიმართა. გოგონათა შორის გამარჯვება ნოსირის გუნდმა მოიპოვა, ვაჟთა გუნდებს შორის კი მესამე საჯარო სკოლის გუნდმა. ფინალში გასულ გუნდებს ფონდი „სოხუმის“ სიგელები გადაეცა.