ამ გამოცემაზე, როგორც არასდროს, პროექტის მთელი გუნდი ვმუშაობდით. ვმუშაობდით სიამოვნებით, ინტერესით - საკუთარ პოზიტიურ შედეგებზე საუბარი ყოველთვის იწვევს ასეთ განცდას. 2013-2016 წლებში ფონდმა „სოხუმმა“ განახორციელა საკმაოდ რთული, მნიშვნელოვანი და ამბიციური პროექტი „გენდერული საკონსულტაციო საბჭოები - ქალთა როლის ამაღლება რეგიონებში სოციალური ცვლილებებისთვის“. პროექტი მოსალოდნელზე უფრო წარმატებული შეიქნა - ქუთაისში, ოზურგეთსა და…
ბავშვთა საერთაშორისო დღეს, ფონდის „სოხუმის“ ორგანიზებით, თანამედროვე ცეკვების მოცეკვავეთა ჯგუფი „Sea2Sea“ და ფონდის წარმომადგენლები ესტუმრნენ ქუთაისის დღის ცენტრს „ხიდი სოციალური ინკლუზიისთვის“.
„Sea2Sea“ მოცეკვავეებმა ბავშვებს წარუდგინეს თანამედროვე ცეკვების მოკლე შოუ, ჩაუტარეს მასტერკლასი და ასე მიულოცეს დღესასწაული.