დოკუმენტში წარმოდგენილია, ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ, 2024 წლის მარტი-მაისში, 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში, ჩატარებული რაოდენობრივი კვლევის ცალკეული მიგნებები, რომლებიც ეხება ოჯახში ძალადობას, მისი გამოვლენის ფორმებს და მოძალადის აღქმას. კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 1027 ქალი. მოცემული დოკუმენტის ფოკუსია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის გამოვლინებების შეფასება და ძალადობის საფრთხეებისა და რისკების გამოვლენა/ გაანალიზება. კვლევის შედეგები…
დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ შეხვედრაზე ადგილობრივი მოსახლეობის პრობლემები დაისვა. კლუბის მოდერატორმა ეთერ დიასამიძემ იმის შესახებ ისაუბრა, თუ როგორ მოაგვარა თამარის დასახლებაში 8 აპრილს ქარისგან დაზიანებული შენობის სახურავის პრობლემა. მან განცხადებით მიმართა ადგილობრივ სტრუქტურას, რომელიც მალევე გადაიჭრა და დაკმაყოფილდა.
კლუბის წევრებმა აღნიშნეს რომ მსგავსი მაგალითები მათთვის სტიმულის მომცემია.
პროექტიხორციელდებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტის მხარდაჭერით