ივნის-ივლისში ქალთა მხარდაჭერის ცენტრებმა ფონდი „სოხუმის“ ფინანსური მხარდაჭერით დამოუკიდებელი პროექტები განახორციელეს. სწორედ ამ პროექტების არსი და მიღებული შედეგებია დაფიქსირებული საინფორმაციო ბიულეტენის მე-7 ნომერში. ამას გარდა მოთხრობილია საინფორმაციო-საკონსულტაციო შეხვედრებზე, ადვოკატირებულ პრობლემებზე, ძალადობის მსხვერპლთან მუშაობაზე - მოკლედ, ყველაფერზე, რაც ივლისში გაიმართა პროექტის „ქალთა უფლებების გაძლიერება დასავლეთ საქართველოში“ ფარგლებში. გადმოწერა პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია…
გენდერული კვირეულის ფარგლებში ფონდი „სოხუმი“ 8 მარტს, ქუთაისში, შეუერთდა საქართველოს 24 ქალაქში გამართულ აქციას, რომლის ძირითადი სლოგანები იყო:„მეტიქალიპარლამენტში!“, „მეტიქალიპოლიტიკაში!“, „მიეციქალსხმა!“.
აქცია საქართველოს ქალთა მოძრაობის მიერ იყო ორგანიზებული.
აქციაში მონაწილეობით ფონდის წევრებმა დააფიქსირეს თავიანთი პოზიცია - მხარდაჭერილი იქნეს ქალთაპოლიტიკურ იაქტიურობ ასაქართველოში.