წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის ანგარიშს: „გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე არსებული მუნიციპალური უწყებათაშორისი კომისიები: საუკეთესო პრაქტიკა და არსებული გამოწვევები“. დოკუმენტის მიზანია ქალთა მიმართ ძალადობის/ოჯახში ძალადობასთან ბრძოლის საკითხებზე სახელმწიფო უწყებების თანამშრომლობის და კოორდინაციის გასაძლიერებლად უწყებათაშორისი კომისიების ინსტიტუციონალიზაციის მიზანშეწონილობის საკითხის შესწავლა და დღეს არსებული კომისიების ინსტიტუციური…
წყალტუბოს, სენაკის, ფოთისა და ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ჩატარდა იურიდიული კონსულტაციები, რომელთაც ესწრებოდნენ დევნილი და ადგილობრივი ქალბატონები. შეხვედრებზე განხილულ იქნა სხვადასხვა თემა: მსხვერპლის სტატუსის მინიჭების პროცედურები, განქორწინება, ალიმენტის დანიშვნის წესები. ხურჩის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში იურიდიული კონსულტაცია მიეძღვნა საზღვრის უკანონო გადაკვეთის პრობლემებს. ქალთა მხარდაჭერის ცენტრების იურისტებმა დეტალური განმარტებები მისცეს შეხვედრის მონაწილეებს მათთვის საინტერესო საკითხებზე. ჩატარდა ინდივიდუალური კონსულტაციებიც.