შეხვედრები (646)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

გაეროს რეზოლუცია 1325-ის ლოკალიზების ზუგდიდის სამუშაო ჯგუფის წევრებმა 6 საინფორმაციო შეხვედრა ჩაატარეს ოთხ სოფელში - განმუხური, ორსანტია, ახალკახათი, კახათი. მონაწილეები გაეცნენ გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ს „ქალი, მშვიდობა და უსაფრთხოება“. აგრეთვე სამუშაო ჯგუფის მიერ შემუშავებულ სამოქმედო გეგმას, რომელიც რეზოლუციის ლოკალიზებას ემსახურება.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
პროექტს ახორციელებს ქალთა არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიციური გაერთიანება - იძულებით გადაადგილებულ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“ (თბილისი), ქალთა საინფორმაციო ცენტრი (თბილისი) და კულტურულ-ჰუმანიტარული ფონდი „სოხუმი“ (ქუთაისი).

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში დაიწყო საინფორმაციო შეხვედრები პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში.
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის თანაშემწე, გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი მზია კიკალიშვილი და საბჭოს წევრი, საკრებულოს უფროსი სპეციალისტი ლელა ბერძენიშვილი პირველ საჯარო სკოლაში შეხვდნენ დევნილებს - მშობლებს და პედაგოგებს - და მიაწოდეს ინფორმაცია გაეროს რეზოლუცია 1325–ის შესახებ. შეხვედრაზე მოწვეულმა ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენელმა ინფორმაცია გააკეთა არსებულ სერვისებზე. შეხვედრის ბოლოს გაიმართა დისკუსია.
პროექტი ხორციელდება აშშ სახელმწიფო დეპარტამენტის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით


პროექტის „გაეროს რეზოლუცია 1325-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში წყალტუბოში შედგა შეხვედრა სამუშაო ჯგუფთან. დამტკიცდა ჯგუფის მიერ შემუშავებული გეგმა და მის ფარგლებში დაიგეგმა ღონისძიებები.
ჯგუფის წევრებმა ასევე შეიმუშავეს გრაფიკი - ისინი საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ დევნილი თემის წარმომადგენლებთან და მიაწოდებენ ინფორმაციას რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის შესახებ.

მარტში კანონის „ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორინგის ფარგლებში კვლევის ობიექტები სამართალდამცავი სტრუქტურები გახდნენ.
- რამდენად აქვთ სპეციალიზაცია ძალადობის საკითხებზე, არის თუ არა გათვალისწინებული გენდერული მიდგომები მუშაობის პროცესში, ვინ არის ინფორმაციის პირველწყარო, რა ხარვეზებს ხედავენ და რა უნდა გაკეთდეს კანონის ეფექტურობის თვალსაზრისით - ამ შინაარსის შეკითხვებით ინფორმაციის შეგროვება მოხდა ფოკუს-ჯგუფისა და ჩაღრმავებული ინტერვიუს მეთოდებით.
კვლევის ლოკაციის ადგილს წარმოადგენდა თერჯოლის, სენაკის, ქუთაისის და ლანჩხუთის მუნიციპალიტეტები. დაფიქსირდა წინადადებები ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების თვალსაზრისით.

22 მარტს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 1325-ის ლოკალიზაციის სამუშაო ჯგუფის გაფართოებული შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას საბჭოს წევრების გარდა მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს თავმჯდომარის მოადგილე და წევრები დაესწრნენ.
შეხვედრის მონაწილეებმა განიხილეს გენდერული თანასწორობის პროგრამა, რომელიც სამუშაო ჯგუფმა შეიმუშავა, შეჯერდნენ პროგრამის მიმართულებებზე. პროგრამა მუნიციპალიტეტს წარედგინება განსახილველად. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს იმედი, რომ მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელობის მიერ გამოვლენილი პოლიტიკური ნება - მოხდეს საბიუჯეტო რესურსების გამოყოფა გენდერული პროგრამების მხარდასაჭერად, სასარგებლო იქნება ქალთა, ახალგაზრდების და მოქალაქეთა სხვა ჯგუფებისთვის.
დაიგეგმა შეხვედრები, რომლებიც დევნილი ქალების და გოგონების, კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის, ახალგაზრდების ჯგუფებთან დიალოგს დაუდებს სათავეს და გამოავლენს მათ საჭიროებებს.

15 მარტს სამხრეთ კავკასიაში ეუთოს სპეციალური წარმომადგენელი ბატონი რუდოლფ მიჩალკა და მისი თანმხლები პირები - ზიგფრიდ ვუბერი და პეტრო გვასიამაჩია ქუთაისში შეხვდნენ ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს.
ფონდი „სოხუმის“ ოფისში გამართულ შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო ცამეტმა არასამთავრობო ორგანიზაციამ, რომლებიც მუშაობენ დევნილთა საკითხებზე იმერეთის რეგიონში.
ყველა მონაწილეს მიეცა საშუალება, გაეზიარებინა თავისი ხედვა დევნილთა პრობლემებზე, ასევე ესაუბრა სამშვიდობო პროცესების პოზიტიურ დინამიკასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და შესაძლებლობების შესახებ.

რა ჩატარდა? რა გამოწვევებია? რისი გაკეთება შეიძლება სამომავლოდ?
ამ კითხვებზე გაიცა პასუხი კოალიციურ შეხვედრაზე ზუგდიდში, ასოციაცია „მერკურის“ ოფისში.
შეხვედრა გაიმართა კოალიციის „ქალი და მშვიდობა“ აქტივობების ფარგლებში. მშვიდობა“. კოალიციაში შევიდა დასავლეთ საქართველოს 4 რეგიონის (იმერეთი, სამეგრელო, გურია, აჭარა) ქალთა 10 არასამთავრობო ორგანიზაცია.
შარშან თითოეულმა ორგანიზაციამ საინტერესო ღონისძიება ჩაატარა თავის ქალაქში: საინფორმაციო შეხვედრები, ტრენინგები, ვიდეორგოლები სამშვიდობო თემაზე. გაჩნდა თანამოაზრეთა ახალი წრეები, ახალი იდეები და ერთობლივი საქმიანობის გაგრძელების დიდი სურვილი.

წყალტუბოს მუნიციპალიტეტში პროექტის „გაეროს რეზოლუცია 13/25-ის, ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროცესში ადგილობრივი და რეგიონალური ადმინისტრაციების პოტენციალის გაძლიერება და ამ პროცესში ქალთა, მათ შორის მარგინალური ჯგუფების ჩართვა და დიალოგის გააქტიურება“ ფარგლებში ჩატარებული მუშაობის შესახებ ინფორმაცია მიეწოდა საზოგადოების ფართო სპექტრს. შეხვედრას ესწრებოდნენ პარლამენტის დეპუტატები ცოტნე ზურაბიანი და გენადი მარგველაშვილი, ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი და დევნილი ქალბატონები, ახალგაზრდები. შეხვედრაზე აღინიშნა არასამთავრობო სექტორის დიდი როლი საკითხის აქტუალიზაციაში. გამოიკვეთა მოსაზრება, რომ ადგილზე „საგზაო რუკის“ იმპლემენტაციის შემთხვევაში ადგილობრივი თვითმმართველობა გაითვალისწინებს დევნილ ქალთა და გოგონათა საჭიროებებს.


მხოლოდ ქუთაისში ხორციელდება ფონდი „სოხუმის“ პროექტი „სამედიცინო პერსონალის გაძლიერება ოჯახში ძალადობის მსხვერპლის დაცვისათვის“. მის ფარგლებში მომზადდა გამოცემა „სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის პრევენციაში.“ პუბლიკაციამ დიდი ინტერესი გამოიწვია პროექტის მონაწილეებს შორის, ამიტომაც გადაწყდა მისი გავრცელება იმ რეგიონებშიც, სადაც ფონდი „სოხუმი“ მუშაობს. იანვარსა და თებერვალში ბროშურები დაურიგდა ჯანდაცვის დაწესებულებების სამედიცინო პერსონალს დასავლეთ საქართველოს ცხრა მუნიციპალიტეტში (ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სენაკი, ფოთი, ზუგდიდი, ლანჩხუთი, ოზურგეთი).
პუბლიკაციის მიზანია, დაეხმაროს სამედიცინო სფეროს მუშაკებს ძალადობის შემთხვევებში სათანადო რეაგირების კუთხით.

წყალტუბოს გენდერული თანასწორობის საბჭოს სხდომაზე განიხილეს საბჭოს 2019 წლის სამოქმედო გეგმა. გეგმის შემუშავებაში აქტიურად იყვნენ ჩართული გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325-ის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზების პროექტის ფარგლებში შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრები. ამიტომაც გენდერული თანასწორობის საბჭოს გეგმაში აისახა საკითხები სამუშაო ჯგუფის მიერ მომზადებული „საგზაო რუკიდან“. შეხვედრაზე ხაზგასმით აღინიშნა საბჭოს მნიშვნელობა 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზების პროცესში. განსახილველად გამოტანილი გეგმა ერთხმად დამტკიცდა საკრებულოს სხდომაზე გასატანად.
