შეხვედრები (650)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ხონის დევნილთა საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები შეხვდნენ მუნიციპალიტეტის მერს ლადო ჯურხაძეს და მიაწოდეს ინფორმაცია პროექტზე „მეტი ჩართულობის უზრუნველსაყოფად ხელმისაწვდომობის გაზრდა მოქალაქეებისთვის“. პროექტი ითვალისწინებს მუნიციპალიტეტის ვებგვერდის განახლებას, რათა მოსახლეობამ აქტიურად ისარგებლოს თვითმმართველობის ელექტრონული პლატფორმით და მოაგვაროს თავისი პრობლემები.
მცირე პროექტი მომზადდა პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით


იმერეთის მხარის მეცნიერთა კავშირი „სპექტრის“ მონაწილეობით ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში პროექტის განმახორციელებელი გუნდი („საქართველოს სასოფლო დარბაზი“ და „ლანჩხუთის საინფორმაციო ცენტრი“) შეხვდა ადგილობრივი სამუშაო ჯგუფის წევრებს.
ვორკშოპის თემა იყო „ეფექტური სტრატეგიული გეგმის შემუშავების მექანიზმი ლანჩხუთის მუნიციპალიტეტში საჯარო მმართველობის გაუმჯობესებისათვის“. განხილულ იქნა შემდეგი საკითხები: სტრატეგიული დაგეგმვის არსი და მეთოდები, ეფექტური სტრატეგიული გეგმის შემუშავების პირობები, სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების განსაზღვრა და SWOT ანალიზი.
სამუშაო ჯგუფი (ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები) აქტიურად ჩაერთო მუშაობაში. მონაწილეებმა შეიმუშავეს და წარმოადგინეს სტრატეგიული ხედვა და გამოკვეთეს სტრატეგიული პრიორიტეტები.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „ქალები საქართველოს მომავლისათვის“ ახორციელებს პროექტს „გზა ცვლილებებისაკენ“. პროექტის მონაწილეები შეხვდნენ მერიის ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა სამსახურის ხელმძღვანელს, შეისწავლეს სოციალური პროგრამების შესახებ არსებული საჯარო ინფორმაცია და დოკუმენტები, შექმნეს ბენეფიციარების მონაცემთა ბაზა, დაამუშავეს კვლევის კითხვარი და დაგეგმეს კვლევის ჩატარება.
პროექტი სოციალური და ჯანმრთელობის დაცვის სფეროს განეკუთვნება და ბენეფიციართა კეთილდღეობის გაუმჯობესებაზეა გათვლილი. ეს მუშაობა არის ნაწილი პარტნიორული პროექტისა „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზო რუკის მონიტორინგისათვის“, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
განათლებისა და თანასწორობის ცენტრი ოზურგეთის მუნიციპალიტეტში აქტიურად ახორციელებს პროექტს „იყავი ინფორმირებული - იქნები ძლიერი“.
გაიმართა პროექტის პრეზენტაცია და სამი ონლაინ ტრენინგი. ტრენინგი ჩატარდა ასევე სასტუმრო „ოზურგეთი პლაზაში“.
ტრენინგებზე მონაწილეებმა გაიგეს ბევრი საინტერესო ინფორმაცია, მათ შორის: როგორ ისარგებლონ მუნიციპალიტეტის ელექტრონული სერვისებით, როგორ მოიპოვონ საჯარო ინფორმაცია და გამოიყენონ თავიან სასარგებლოდ. ეს ყოველივე ხელს უწყობს მათ ჩართვას ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია „თანადგომა - 2020“ ვანში ახორციელებს პროექტს „მოსახლეობის ინფორმირება ადგილობრივ დონეზე საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მათი მონაწილეობის მნიშვნელობის შესახებ“. პროექტის შესაბამისად, შუამთის ადმინისტრაციულ ერთეულში მოქალაქეებთან მოეწყო საინფორმაციო შეხვედრა. შეკრებილთ მიეწოდა ინფორმაცია საჯარო მმართველობის ძირითად მიმართულებებზე, მოქალაქეთა ჩართულობის მნიშვნელობაზე და ა.შ. შეხვედრის მონაწილეებმა გამოთქვეს კმაყოფილება ხელისუფლებასთან კომუნიკაციის გააქტიურების გამო.
პროექტის ფარგლებში ასევე ჩატარდა ტრენინგი „საჯარო მმართველობის რეფორმის დანერგვის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობისა და ამ საქმეში მოხალისე აქტივისტთა უნარ-ჩვევების დახვეწისა და გააქტიურების შესახებ“. ტრენინგში მონაწილეობდა 5 სამიზნე ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენელი - მოხალისე აქტივისტთა ახალგაზრდული შემადგენლობა.
საპროექტო მუშაობა გრძელდება. მცირე პროექტი მომზადდა პარტნიორული პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში, რომელსაც ახორციელებს სამი ორგანიზაცია: ფონდი „სოხუმი“, მეწარმე ქალთა ფონდი და იმერეთის მეცნიერთა კავშირი „სპექტრი“.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ბაღდათის მუნიციპალიტეტში გაიმართა სამუშაო ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფის წევრები გაეცნენ ადვოკატირების გეგმას და სამოქმედო გეგმის პროექტს. სამუშაო ჯგუფის სამოქმედო გეგმაში აისახება მონიტორინგისა და კვლევის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები. შეხვედრაზე ასევე მოხდა იმ პუნქტების განხილვა, რომლებიც ადვოკატირების შედეგად უკვე შესრულებულია. ჯგუფის წევრებმა დეტალურად განიხილეს ის ნაბიჯები, რომელთა დახმარებით გეგმას საკრებულოში გაიტანენ დასამტკიცებლად.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

„სამოქალაქო სპექტრი თანასწორობა“ არის ბაღდათის ადგილობრივი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაცია, რომელიც ახორციელებს პროექტს „მოქალაქეთა ინფორმირება საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკაზე“. ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა ცალკეულ ჯგუფებთან. შეხვედრაზე წარმოდგენილნი იყვნენ შშმ პირები და მათი ოჯახის წევრები.
განხილულ იქნა საჯარო მმართველობის პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ფორმები.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ვანში, სამუშაო ჯგუფის მეორე შეხვედრაზე განხილულ იქნა სამოქმედო გეგმის პროექტი, რომელშიც აისახება მუნიციპალიტეტში ჩატარებული მონიტორინგისა და საჭიროებების კვლევის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები. ასევე იმსჯელეს იმ ნაბიჯებზე, რომლებიც ამ გეგმის შესასრულებლად უკვე გადადგმულია.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

მეწარმე ქალთა ფონდის პარტნიორმა ადგილობრივმა ორგანიზაციამ „აქტიური მოქალაქე - ანგარიშვალდებული ხელისუფლება“ ცაგერის მუნიციპალიტეტში ქვეგრანტით მხარდაჭერილი პროექტის „ცაგერის მუნიციპალიტეტის თანამშრომელთა კომპეტენციის ამაღლება საჯარო მმართველობის რეფორმის ეფექტურად განხორციელებისათვის“ ფარგლებში ტრენინგი ჩაატარა თემაზე „საჯარო მმართველობის რეფორმის (PAR) დოკუმენტის მიხედვით ადგილობრივი თვითმმართველობის ელექტრონული სერვისების ეფექტიანობის გაუმჯობესების, მოქალაქეთა ჩართულობის გაზრდის მექანიზმების განსაზღვრა“.
ტრენინგს ესწრებოდნენ მუნიციპალიტეტის აღმასრულებული და საკანონმდებლო ორგანოების წარმომადგენლები - 29 ადამიანი.
ტრენინგი მიზნად ისახავდა ადგილობრივ საჯარო მოხელეთა კვალიფიკაციის ამაღლებას საჯარო მმართველობის რეფორმაზე, რომელიც ეფექტიანი, გამჭვირვალე, ინკლუზიური მმართველობის დამკვიდრებას შეუწყობს ხელს.
საპროექტო განაცხადი მომზადდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმის სახელმწიფო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგისთვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით

ხონის საკრებულოს სააქტო დარბაზში ჩატარდა სამუშაო ჯგუფის შეხვედრა, რომელზეც შემუშავდა სამოქმედო გეგმა. გეგმას საფუძვლად დაედო მონიტორინგის და საჭიროებათა კვლევის შედეგად გამოვლენილი რეკომენდაციები.
სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელმა ალექსანდრე აკობიძემ გააკეთა პრობლემების მონახაზი. ჯგუფის წევრებმა განიხილეს ხონის მუნიციპალიტეტისთვის მნიშვნელოვანი საკითხები და ისაუბრეს გადაჭრის გზებზე. აღინიშნა, რომ პროექტი ხელს უწყობს საკრებულოს, მერიის და სამოქალაქო საზოგადოების მჭიდრო კომუნიკაციას, მუნიციპალიტეტის განვითარებას. სწორედ ეს დაინახეს საჯარო მოხელეებმა და საზოგადოების წარმომადგენლებმა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
