7 აპრილს მედიასაშუალებებით გავრცელდა ტრაგიკული ინფორმაცია სოფელ შამგონას მიმდებარედ მდინარე ენგურის მიერ რამდენიმე ადამიანის გამორიყვასთან დაკავშირებით.[1] გავრცელებული ინფორმაციით, გალის რაიონის მცხოვრებლები ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარე ენგურის გავლით ცდილობდნენ.[2] მდინარე ენგურის გადმოკვეთისას ყველა მათგანი დაიღუპა. ხელმომწერი ორგანიზაციები თანავუგრძნობთ გარდაცვლილთა ოჯახებს და შეშფოთებას გამოვთქვამთ სახელმწიფო უწყებების მხრიდან ოკუპირებულ ტერიტორიებზე…