ქალთა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა განაგრძო საინფორმაციო შეხვედრების ციკლი მოწყვლად ჯგუფებთან. შეხვედრები ჩატარდა ხონის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებში.

შეხვედრის მონაწილეებს გავაცანით მექანიზმები, რომლებიც არსებობს ქვეყანაში ძალადობის მსხვერპლთა დახმარების და გაძლიერების კუთხით.

მათთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ინფორმაცია მუნიციპალურ და ცენტრალურ დონეზე არსებული პროგრამების, განსაკუთრებით კი ოჯახების გაძლიერების პროგრამის შესახებ, ასევე ძალადობის მსხვერპლთა იმ სერვისების შესახებ, რომელთაც არასამთავრობო ორგანიზაციები სთავაზობენ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სატრენინგო კურსის შეჯამება

ქალთა ფონდ „სოხუმი“  დასავლეთ საქართველოს 10 სამიზნე მუნიციპალიტეტში 6 თვის მანძილზე წარმატებით ახორციელებდა სატრენინგო კურსს: „კონფლიქტის მართვა და ძალადობის პრევენცია“. პროექტი ახალგაზრდებს თანასწორობის და ტოლერანტობის საკითხებს, კონფლიქტის მოგვარების და ძალადობის პრევენციის გზებს ასწავლიდა.

მეექვსე თვე დაეთმო შეჯამებას. ახალგაზრდა ლიდერებმა პრეზენტაციების საშუალებით წარმოაჩინეს პოზიტიური ცვლილებები:

  • ამ გარემოში ყველაზე კომფორტულად ვგრძნობდი თავს. ვუსმენდი, მისმენდნენ და თავდაჯერებულობა მემატებოდა;
  • დავძლიე კომპლექსები;
  • თანატოლებს ვურჩევ, მიიღონ არაფორმალური განათლება, რაც ხელს შეუწყობს სამოქალაქო პასუხისმგებლობის ამაღლებას და წარმატებების მიღწევას;
  • ვისწავლეთ, როგორ გავხადოთ საზოგადოება ემპათიური ძალადობისა და კონფლიქტის საკითხების მიმართ.

შემაჯამებელი ღონისძიებები ჩატარდა წალენჯიხის, წყალტუბოს, სენაკის, სამტრედიის, ვანის მუნიციპალიტეტებში და სხვა მუნიციპალიტეტებშიც გაგრძელდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სამუშაო შეხვედრა

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ოფისში მესამე და მეოთხე საინიციატივო ჯგუფების წევრ ქალებთან და გოგონებთან სამუშაო შეხვედრა ჩატარდა.

მონაწილეებმა ადვოკატირების პროცესის დინამიკაზე ისაუბრეს, შესრულებული და ჯერ კიდევ შეუსრულებელი სამუშაოების შესახებ და დაასახელეს ახალი პრობლემები, რომელთა მოგვარებასაც ამ პროექტის ფარგლებში გეგმავენ.

საინიციატივო ჯგუფის წევრებმა ასევე აღნიშნეს ის ცვლილებები და უნარ-ჩვევები, რომლებიც პროექტის მიმდინარეობისას გამოიმუშავეს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

  მშვიდობის საერთაშორისო თარიღთან დაკავშირებით ფონდ "სოხუმის" ინიციატივით ,საზღვრისპირა სოფელ ხურჩაში ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.მსგავსი სახის ღონისძიება ხელს უწყობს კონფლიქტის დარეგულირებას და ურთიერთობების დათბობას.არაფორმალურმა გარემომ აჩვენა,რომ,კულინარიული თვალსაზრისითაც ბევრი საერთო გაგვაჩნია. მნიშვნელოვანია თითოეული კუთხისთვის დამახასიათებელი ტრადიციების შენარჩუნება .      აქტივობა ფონდის "სოხუმი" მიერ შემუშავებული სტრატეგიის ფარგლებში გაიმართა .

ღონისძიებაში აქტიური მონაწილეობა კოკის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მიიღეს.მოწვეული იყვნენ,როგორც ადგილობრივი,ასევე დევნილი თემის წარმომადგენლები.

განსხვავებული ფორმატით აღნიშნეს მშვიდობის საერთაშორისო დღე საინიციატივო ჯგუფის წევრებმა წყალტუბოში. სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ქართული, აფხაზური და ოსური კერძების გამოფენა გაიმართა.  ღონისძიებაში ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებიც იყვნენ ჩართული. სპეციალურად ამ დღისთვის, ახალგაზრდებმა, შეკრებილებს ის კერძები წარუდგინეს, რომელიც ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოსთვის იყო დამახასიათებელი.  ღონისძიების მონაწილეებმა მოისმინეს პრეზენტაცია მშვიდობის მიმართულებით შესრულებული აქტივობების შესახებ.  მონაწილეთა მხრიდან სულ უფრო მეტად ისმოდა მშვიდობის, ნდობის აღდგენის აუცილებლობა და მნიშვნელობა.   

    ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ,შეხვედრა განსხვავებული ფორმატით გამართეს.სამშვიდობო სტრატეგიიდან გამომდინარე ,ახალგაზრდების მიერ შესრულებული ნახატების გამოფენა გაიმართა.მომზადდა ბანერები,სადაც დატანილი იყო მესიჯები  თემასთან დაკავშირებით.აღინიშნა,რომ მსგავსი ინიციატივები ხელს უწყობს სამშვიდობო პროცესების დარეგულირებას და ურთიერთობების აღდგენას.

12 სექტემბერს, ხონის მუნიციპალიტეტში,  ქალთა და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების საერთო ინიციატივების ფარგლებში, ქართულ-აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.

 ღონისძიება მშვიდობის საერთაშორისო დღის ფარგლებში ჩატარდა და მისი მიზანია მშვიდობიანი ურთიერთობების დამკვიდრების ხელშეწყობა სახალხო დიპლომატიის ფარგლებში.

მონაწილეებმა წარადგინეს კერძები, აღწერეს შემადგენლობა და  ბოლოს დააგემოვნეს კიდეც.

ღონისძიების პარალელურად , ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პატრიოტული თემატიკის ლექსები წაიკითხეს , მოაწყევს თემატური ნახატებისა და ფოტოების გამოფენა.

ქალთა ჯგუფის წევრმა საზოგადოებას საკუთარი ლექსები გააცნო.

ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ჩაუტარდათ ტრენინგი თემაზე “მედიაცია და შუამავლობა, როგორც შერიგების რიტუალი"

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მედიაციის, მედიატორობის სხვადასხვა ტიპების და შუამავლობის მნიშვნელობის შესახებ.

 კონფლიქტების მართვასა და პროცესის მედიატორობის შესახებ პრაქტიკული სავარჯიშოებიც ჩატარდა.

შეხვედრას სსიპ ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის” ახალი კვლევის ანგარიშს "ადა­მი­ა­ნუ­რი უსაფრთხო­ე­ბის გან­ზო­მი­ლე­ბე­ბი: უსაფ­რთხო­ე­ბი­სა და კე­თილ­დღე­ო­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს თე­მებ­ში“, რომლის მთავარ მიზანს ორგანიზაციის ექვს სამიზნე მუნიციპალიტეტში (ზუგდიდის, წალენჯიხის, სენაკის, ქუთაისის, წყალტუბოსა და ხონის მუნიციპალიტეტები) მოსახლეობის ადამიანური უსაფრთხოების სხვადასხვა განზომილების, მათ შორის ეკონომიკური, საზოგადოებრივი, სასურსათო, პირადი, ჯანმრთელობისა და ეკოლოგიური უსაფრთხოების ხარისხის შეფასება და მოსახლეობის წინაშე არსებული უნიკალური გამოწვევების შესწავლა წარმოადგენდა.

სამიზნე მუნიციპალიტეტებში, ადამიანური უსაფრთხოების სხვადასხვა კატეგორიისა და პარამეტრის თვალსაზრისით, მოსახლეობაში უსაფრთხოების განცდა საშუალო მაჩვენებელს უტოლდება. მონაწილეთა უმეტესობამ საკუთარი უსაფრთხოების განცდა 5-ქულიან სკალაზე 3 ქულით შეაფასა, რაც  უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის ზომიერ, საშუალო აღქმაზე მიუთითებს. ანგარიშში წარმოდგენილია დეტალური რეკომენდაციები, რაც ხელს შეუწყობს მოსახლეობის წინაშე არსებული გამოწვევების გადაჭრას და საზოგადოების კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გაუმჯობესებას.
 
 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ქართული  English  Русский

მშვიდობის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ფონდი „სოხუმის“ ინიციატივით სენაკში ქართული, აფხაზური და ოსური სამზარეულოს დღე აღინიშნა.  ღონისძიება მრავალფეროვანი და საინტერესო გამოვიდა. არაფორმალური ურთიერთობის ფონზე, კერძების დაგემოვნებასთან ერთად მონაწილეები იხსენებდნენ პოზიტიურ ისტორიებსა და საერთო ტრადიციულ ელემენტებს ქართულ-აფხაზური ურთიერთობებიდან.  ჯგუფის წევრებმა კერძების ისტორიასა  და შემადგენლობაზეც ისაუბრეს. ღონისძიებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ქართველებს, აფხაზებსა და ოსებს სხვა ყველაფერთან ერთად სამზარეულოც საერთო გვქონდა.  შეხვედრას ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები, ახალგაზრდები, დევნილი ქალები და სამოქალაქო აქტივისტები ესწრებოდნენ.  ღონისძიება რომელიც ფონდი „სოხუმის“ მიერ შემუშავებული სამშვიდობო სტრატეგიის ფარგლებში ჩატარდა,  მიზნად ისახავს ქართულ-აფხაზურ-ოსურ საზოგადოებას შორის ნდობის აღდგენას.  

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები