გოგი რევია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი

გოგი რევიას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ თვითმმართველობაში მუშაობის დიდი გამოცდილება აქვს. ბოლო ათი წელია კი სოციალური დაცვის მიმართულებას ემსახურება, სადაც, სხვა საკითხებთან ერთად, მნიშვნელოვანი ყურადღება გენდერულ თანასწორობასაც ექცევა. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი იყო პირველი, სადაც 2015 წელს ოფიციალურად გაჩნდა ძალადობის მსხვერპლთა დაფინანსების პროგრამა.

„ძალადობის მსხვერპლი ქალის მიერ, რომელიც საზოგადოებისგან შეშინებულია, თავისი პირველი ემოცია გადასცეს მამაკაცს, რომელსაც იცნობს ან საერთოდ არ იცნობს, უხერხული პრობლემაა [ზოგადად], მაგრამ ჩემი დამოკიდებულების გამო, რამდენიმე წუთში ეს ქალები ჩემთან გულღია ხდებიან. მათ იციან, რასაც მე მიყვებიან, ეს ჩვენ შორის რჩება. მე მათ ყოველთვის ვთავაზობდი შედეგიან გამოსავალს და რწმუნდებოდნენ. როცა ერთი, ორი, ათი და მრავალია ასეთი შემთხვევა, უკვე ეს ნდობა ნამდვილად მაქვს მათგან,“ - გვიყვება გოგი რევია, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური დაცვისა და გენდერული თანასწორობის განყოფილების უფროსი რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები