ამ ვიდეორგოლში ერთგვარი სამკუთხედია შეკრული: ძალადობის მსხვერპლი ქალი, რომელიც თავის გულისტკივილს გვიზიარებს; სახელმწიფოს კანონი, რომელიც ძალადობისაგან იცავს ქალს და საზოგადოება - რომელიც გმობს ძალადობას.
დამაფიქრებელია: სევდით და სინანულით სავსე მონოლოგი, რომელსაც მსახიობი მაგდანა ჩიხლაძე კითხულობს. საზოგადოება, რომელსაც დათო ლიკლიკაძე წარმოადგენს - ცნობილი ჟურნალისტი და აქტივისტი. ის გამოხატავს პროტესტს ძალადობის მიმართ და სოლიდარობას უცხადებს ძალადობის მსხვერპლ ქალებს!
ჩვენი სათქმელია: ერთად - ძალადობის წინააღმდეგ!
ძალადობის მსხვერპლი ქალის მონოლოგი რეალურია. ამოღებულია ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის მომზადებული პუბლიკაციიდან „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ენდი ძიძავა ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობია. არა - ძალადობას! - ამბობს ის ამ ვიდეორგოლში.
მარიამ რობაქიძე ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის მსახიობია და ვიდეორგოლში ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლი ქალის ისტორიას გვაცნობს. მას არაერთხელ უთამაშია სცენაზე მსხვერპლი ქალის როლი და მსგავსი ამბავიც ბევრჯერ მოუსმენია.
ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს ძალადობის პრევენციისა და მსხვერპლთა დახმარების კუთხით. ძალადობის მსხვერპლი ქალის ეს მონოლოგიც რეალურია. ამოღებულია ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფის მომზადებული პუბლიკაციიდან „მსხვერპლისთვის არსებული სერვისების მონიტორინგი - ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების ფუნქციონირება პრაქტიკაში და არსებული გამოწვევები“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ფონდი „სოხუმი“ აქტიურადაა ჩართული 16-დღიან გლობალურ კამპანიაში ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ.
გთავაზობთ თბილისის წარმომადგენლობის მიერ მომზადებულ ვიდეოს, სადაც ასახულია საზოგადოების დამოკიდებულება ქალთა მიმართ ძალადობის პრობლემისადმი. ასევე მოისმენთ ძალადობის მსხვერპლის რეალურ ისტორიას ფონდი „სოხუმის“ კვლევიდან - „COVID-19-ის გავლენა ოჯახში ძალადობაზე, მსხვერპლი ქალების მდგომარეობასა და სერვისებისადმი ხელმისაწვდომობაზე“.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რა შედეგები მოიტანა ორწლიანმა მუშაობამ 8 სამიზნე მუნიციპალიტეტში? რამდენად გაძლიერდა ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები? რა შეიცვალა თვითმართველობებში ეფექტიანობის, გამჭვირვალობის და ინკლუზიურობის თვალსაზრისით? როგორ აფასებს პროექტის დასასრულს ელექტრონული სერვისების ხელმისაწვდობას იმერეთის, გურისა და რაჭა-ლეჩხუმის მოსახლეობა? ამ კითხვებს პასუხობს შემაჯამებელი, რიგით მე-6 გადაცემა, რომელიც ტელეკომპანია „რიონმა“ გააშუქა.
მუშაობა მიმდინარეობდა პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ხელმძღვანელი - ეკა გამახარია "პოლიტმეტრში" საუბრობს ადამიანურ უსაფრთხოებაზე, პანდემიის ფონზე წარმოქმნილ პრობლემებზე, მათ შორის, გალში ხანძრისგან დაზარალებულ, კონფლიქტის გამყოფ ხაზთან მცხოვრებთა და დევნილთა საჭიროებებზე.