შეხვედრები (642)
შეხვედრები – ამ კატეგორიაში განთავსებულია ცნობები საინფორმაციო შეხვედრების შესახებ ფონდი „სოხუმის“ პროექტების ფარგლებში - შეხვედრები ბენეფიციარებთან, სახელმწიფო სტრუქტურების, ადგილობრივი და საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.
ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს სხდომა დაეთმო ადგილობრივი გენდერული საჭიროებების შეფასებას, რომელიც ამჯერად მუნიციპალიტეტის სოფლებში ჩატარდება (გასულ წელს კვლევის არეალი იყო ქალაქი ოზურგეთი).

გენდერულ საკონსულტაციო საბჭოსთან სამწლიანი თანამშრომლობა ნაყოფიერი და შედეგზე ორიენტირებული იყო - ასეთი შეფასება გაკეთდა ოზურგეთის ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან კონფერენციაზე, რომელიც 21 ივლისს ჩატარდა ოზურგეთში საბჭოს მუშაობის შედეგების შეფასების მიზნით.
შეხვედრას ესწრებოდნენ გუბერნიის, ადგილობრივი თვითმმართველობის, ოზურგეთის, ქუთაისისა და სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოების წარმომადგენლები, გურიის (ლანჩხუთისა და ჩოხატაურის) და აჭარის (შუახევის, ხულოს, ქედის, ხელვაჩაურის, ქობულეთის) მუნიციპალიტეტების წარმომადგენლები.
შეხვედრაზე მთავარი აქცენტი გაკეთდა იმ საკანონმდებლო ცვლილებაზე, რომელიც შევიდა კანონში გენდერული თანასწორობის შესახებ და მოიაზრებს მუნიციპალიტეტებში გენდერული საბჭოების შექმნას. ეს პროექტის მთავარი მიზანს წარმოადგენდა. პროექტის ფარგლებში შექმნილი საპილოტე საბჭოების მუშაობა და შედეგები კი სამაგალითო უნდა იყოს სხვა მუნიციპალიტეტებისათვის.
ფონდი „სოხუმისა“ და ადგილობრივი თვითმმართველობის ხელშეწყობით, ოზურგეთის გენდერული საკონსულტაციო საბჭო 8 პროექტს ითვლის. შეხვედრაზე გაანალიზდა პროექტების ფარგლებში მიღებული შედეგები.
ადგილობრივი თვითმმართველობის მხრიდან ხაზგასმულ იქნა საბჭოს მიერ ადგილობრივი საჭიროებების კვლევის ჩატარება და რეკომენდაციების შემუშავება, როგორც საყრდენი დოკუმენტი ადგილობრივი თვითმმართველობისათვის და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის გეგმა.



მუჰაჯირობა - ასე ერქვა თბილისში, პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში გამართულ ღონისძიებას, რომელზეც მიწვეული იყო ფონდი „სოხუმი“ (ერთ-ერთი ორგანიზატორი - ნდობის აღდგენისა და შერიგების საკითხებში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მინისტრის აპარატი).

წყალტუბოს ქალთა საინიციატივო ჯგუფმა ექვსთვიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. საანგარიშო პერიოდში ჯგუფმა ხუთი პრობლემის ადვოკატირება მოახერხა. პარალელურად მიმდინარეობს მუშაობა გრძელვადიანი პრობლემების მოსაგვარებლად.
ჯგუფის წევრები სისტემატიურად ატარებენ შეხვედრებს სხვადასხვა ლოკალურ თემში, ადგილზე ხდება პრობლემის იდენტიფიცირება. ადვოკატირების პროცესი ადგილობრივი ხელისუფლების სხვადასხვა სტრუქტურის ჩართულობით ხორციელდება.
საინიციატივო ჯგუფი ორიენტირებულია დამატებითი ფინანსების მოძიებისკენ. ახალი დონორების პოვნა, ახალ პროექტებზე მუშაობა ადვოკატირების პროცესს უფრო ეფექტურს გახდის.
სენაკის გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მორიგ სხდომაზე ისაუბრეს გენდერული საჭიროებების შეფასებასთან დაკავშირებულ სამზადისზე. შეფასება მაისშია დაგეგმილი. გენდერული საკონსულტაციო საბჭოს წევრებისთვის ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელმა ჩაატარა სპეციალური ვორკშოპი კვლევის მეთოდებსა და ტექნიკაზე.

ახალი წლიდან მუშაობა განაახლა ფონდი „სოხუმის“ მონიტორინგის ჯგუფმა, რომელიც „ოჯახში/ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის, ოჯახში ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის განხორციელებას ადევნებს თვალ-ყურს. ჯგუფმა შეისწავლა ეროვნული სამოქმედო გეგმის სამუშაო ვარიანტი. შეირჩა პრიორიტეტები, შესაბამისი უწყებები მონიტორინგის თემებისა და მიზნების მიხედვით. შემუშავდა მუშაობის კონცეფცია და 2018 წლის გეგმა.
კანონის მონიტორინგის ჯგუფი რეფერალური მექანიზმის სუბიექტებთან ჩატარებული ფოკუს-ჯგუფების, ჩაღრმავებული ინტერვიუების და ანკეტირების მეშვეობით მოამზადებს რეკომენდაციათა პაკეტს.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ხონის მრჩეველთა საბჭოს რიგით მე-10 სხდომაზე საბჭოს წევრებმა მოისმინეს ინფორმაცია ორგანიზაცია PIN-ის სოციალური პროექტების შესახებ. აღინიშნა, რომ ხონის მუნიციპალიტეტში ამოქმედდება ახალი სოციალური სერვისები, რომლებიც ორიენტირებული იქნება მოქალაქეთა სოციალური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე და ამავდროულად ხელს შეუწყობს მუნიციპალიტეტში გრძელვადიანი სოციალური სერვისების პრაქტიკის დანერგვას. პროექტების სიცოცხლისუნარიანობისთვის თანხა ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყოფა.
პროექტი დაფინანსებულია ევროკავშირის და ჩეხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ და ხორციელდება ხონის, ტყიბულის, ზუგდიდის და გორის მუნიციპალიტეტებში.

5 სექტემბერს ხონის საკრებულოს დარბაზში მრჩეველთა საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა.
სხდომის მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია მიმდინარე სოციალურ პროექტებზე, ადგილობრივი სოციალური მომსახურების მიმწოდებელი ორგანიზაციის, ხონის ქალთა მხარდაჭერის ცენტრის საქმიანობის შესახებ; გაეცნენ სოციალური ბიუჯეტის გენდერული მარკერებით განხორციელებული მონიტორინგის შედეგებს.
საბჭოს წევრებმა გამოთქვეს იმედი, რომ 2018 წლის პრიორიტეტების დოკუმენტში აისახება ხონის სოციალური ჩართულობის სტრატეგიითა და სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული საკითხები, რომლითაც მომავალ წელს ადგილობრივი ხელისუფლება იღებს ვალდებულებას, გაგრძელდეს ორგანიზაცია PIN-ის სოციალური ჩართულობის პროექტის დახმარებით დანერგილი სერვისები.
პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაცია „ადამიანი გაჭირვებაში“ PIN მხარდაჭერით
