ეკონომიკური კონტროლი არის ძალადობის ერთ-ერთი ფორმა, როდესაც ადამიანს თანდათან ართმევენ ფინანსურ დამოუკიდებლობასა და არჩევანის თავისუფლებას. თანამედროვე რეალობაში ეს ხშირად ხორციელდება ტექნოლოგიების გამოყენებით — ციფრული გადახდების კონტროლით, ფინანსურ ანგარიშებზე წვდომით, შეტყობინებების მონიტორინგით.
„იმ დღიდან ჩემი ფული აღარ იყო ჩემი.
არჩევანის უფლება ნელ-ნელა გაქრა და ზრუნვა კონტროლად იქცა.“
ეს არის ეკონომიკური კონტროლი — ტექნოლოგიური ძალადობის ერთ-ერთი ყველაზე შეუმჩნეველი, მაგრამ ყველაზე მტკივნეული ფორმა.
ის არ ტოვებს ხილულ კვალს, თუმცა ღრმად აზიანებს ადამიანის ღირსებას, თავისუფლებასა და უსაფრთხოების განცდას.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ფოტოებით შანტაჟი არის ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის ერთ-ერთი მძიმე ფორმა, რომელიც ხშირად იწყება თითქოს სიყვარულითა და ნდობით.
„თავიდან ყველაფერი თითქოს სიყვარულით დაიწყო. „გამომიგზავნე ფოტო, მხოლოდ ჩემთვის იქნება“... მაგრამ ეს ნდობა გადაიქცა შიშად, მუქარად და ემოციურ ძალადობად,“ — ლიკა, 23 წლის
ფოტოების ან პირადი მასალის უნებართვო გავრცელების მუქარა გამოიყენება კონტროლის, შიშის და ძალაუფლების მოსაპოვებლად.
ნდობა დანაშაული არ არის.
დანაშაულია მისი ბოროტად გამოყენება.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ქეთის ისტორია გვიყვება ტექნოლოგიების გამოყენებით ჩადენილი ძალადობის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ და ხშირად შეუმჩნეველ ფორმაზე — კიბერ თვალთვალზე.
ურთიერთობაში ლოკაციის გაზიარება თითქოს ზრუნვის ნიშნით დაიწყო, თუმცა დროთა განმავლობაში გადაიქცა ქეთის ყოველდღიური ცხოვრების სრულ მონიტორინგად. მისი გადაადგილება მუდმივი დაკვირვების ქვეშ აღმოჩნდა: სად მიდიოდა, ვისთან მიდიოდა, როდის ბრუნდებოდა და რატომ „ქრებოდა“ რუკიდან.
ის, რაც თავდაპირველად უსაფრთხოებისა და მზრუნველობის გამოვლინებად აღიქმებოდა, რეალურად კონტროლის მექანიზმად ჩამოყალიბდა.
ეს არ არის სიყვარული.
ეს არ არის ზრუნვა.
ეს არის კონტროლი — ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობის ფორმა.
თუ მსგავსი გამოცდილება გაქვთ, იცოდეთ: თქვენ არ ხართ მარტო.
ტექნოლოგიებით განხორციელებული ძალადობა რეალურია, ხოლო მისი ამოცნობა — პირველი და მნიშვნელოვანი ნაბიჯია თავისუფლებისა და უსაფრთხოებისკენ.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ტექნოლოგიებით ხელშეწყობილი ქალთა მიმართ ძალადობა (TFVAW) ხშირად შეუმჩნევლად იწყება: ყოველდღიურ ციფრულ კომუნიკაციებში, ურთიერთობაში „ნდობის“ სახელით გაზიარებულ წვდომებსა და კონტროლის ნორმალიზებაში.
ვიდეოში წარმოდგენილია თამარის რეალური ისტორია. მისი მონათხრობი გვიჩვენებს, როგორ შეიძლება პარტნიორულ ურთიერთობაში პაროლების გაზიარება, პირადი სივრცის შეზღუდვა და მუდმივი კითხვები თავდაპირველად სიყვარულად აღიქმებოდეს, თუმცა დროთა განმავლობაში კი - კონტროლისა და თავისუფლების დაკარგვის წყაროდ გადაიქცეს.
„პაროლები მივეცი, რადგან მეგონა, ასე შენდებოდა ნდობა. იმ დღიდან ჩემი ცხოვრება მე აღარ მეკუთვნოდა. კითხვები, აკრძალვები, კონტროლი... ყველაფერი სიყვარულის სახელით. და მე ნელ-ნელა ვკარგავდი საკუთარ თავს,“ — თამარი.
ქალთა და გოგონათა მიმართ ტექნოლოგიებით წახალისებული ძალადობა უხილავია, მაგრამ მისი შედეგები რეალური და მძიმეა. ის ზღუდავს ადამიანის ავტონომიას, უსაფრთხოების განცდას და თვითიდენტობას.
თუ არსებობს განცდა, რომ ვინმე აკონტროლებს თქვენს ციფრულ სივრცეს, ეს არის მნიშვნელოვანი სიგნალი. ურთიერთობა არ უნდა მოითხოვდეს პირადი თავისუფლების დათმობას.
თავისუფლება არასოდეს უნდა იყოს სადავო.
პროექტი ხორციელდება WAVE ქსელის მხარდაჭერით
ტექნოლოგიების გამოყენება კონტროლისთვის, თვალთვალისთვის და ზეწოლისთვის პარტნიორულ ურთიერთობებში წარმოადგენს ციფრულ ძალადობას.
ის ხშირად იწყება შეუმჩნეველი ნიშნებით და შეიძლება გადაიზარდოს სერიოზულ დანაშაულებში - პირადი მონაცემების მოპოვებიდან კიბერმუქარამდე.
პროექტი ხორციელდება ქალთა ფონდი „სოხუმის“ მიერ WAVE ქსელის მხარდაჭერით.
ფონდი „სოხუმის“ ინოვაციური პროექტი დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში უკვე ასობით ქალს ეხმარება.
პარასპეციალისტები არ არიან ფსიქოლოგები ან სოციალური მუშაკები, მაგრამ სწორედ ისინი ქმნიან თემში მხარდაჭერის პირველ რგოლს.
იხილეთ სიუჟეტი და გაიგეთ, როგორ მონაწილეობენ პარასპეციალისტები ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის პრევენციაში.
ქალთა მიგრაციის უკან რეალური გამოცდილება დგას - სიღარიბე, საბანკო ვალდებულებები, ოჯახში ძალადობა და დაუფასებელი შრომა.
ფონდი „სოხუმის“ ახალი კვლევა, რომელიც დასავლეთ საქართველოს 11 მუნიციპალიტეტში ჩატარდა, გვიჩვენებს:
- გამოკითხული ქალების 67%-ს ერთხელ მაინც უფიქრია ქვეყნის დატოვება;
- 30% უკვე აქტიურად ფიქრობს მიგრაციაზე.
ეს ციფრები მხოლოდ სტატისტიკა არ არის. ისინი ქალების რთულ არჩევანს ასახავს.
სრული კვლევა იხილეთ აქ: https://fsokhumi.ge/index.php/ka/publikacia/informatia-zaladobis-tsinaagmdeg/item/15769-2025-07-08-16-30-02
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
https://www.youtube.com/shorts/JWuS-5O3gUk
ეს არ არის მიზეზი კონფლიქტისთვის – პირიქით, შესაძლოა, სწორედ აქ იწყებოდეს ღირებული დიალოგი.
ნინის გამოცდილება გვაჩვენებს, როგორ შეიძლება რთული თემის განხილვაც კი გახდეს ურთიერთობის გაღრმავების შანსი.
დაუკვირდით, როგორ არგუმენტირებს ნინი და როგორ ცდილობს მამის მოსმენისა და საკუთარი პოზიციის გაზიარების დაბალანსებას.
გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა?
ეწვიე survivefamilydinner.ge – შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.
https://www.youtube.com/shorts/3obOzj4CRts
რთული და კოტრავერსიული თემები არ უნდა ნიშნავდეს კონფლიქტს. უყურე ჩვენს ვიდეოს და გაიგე, როგორ შეინარჩუნო კონსტრუქციული დიალოგი.
ითამაშე აქ - გადაურჩი ოჯახურ ვახშამს -
https://survivefamilydinner.ge/?utm_medium=social&utm_source=youtube&utm_campaign=georgia
რთული და კოტრავერსიული თემები არ უნდა ნიშნავდეს კონფლიქტს.
უყურე ჩვენს ვიდეოს და გაიგე, როგორ შეინარჩუნო კონსტრუქციული დიალოგი.
გსურს შენი კომუნიკაციის უნარების დატესტვა?
ეწვიე survivefamilydinner.ge - შეარჩიე ფრაზა და დააკვირდი, როგორ შეიძლება განვითარდეს საუბარი სხვადასხვა სცენარში.
