სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგ სხდომაზე გაიმართა საპარლამენტო არჩევნების შედეგების განხილვა. აღინიშნა ის ფაქტი, რომ არჩევნებზე წარმოდგენილი არ იყო არც ერთი ქალი-კანდიდატი. რაც შეეხება ამომრჩევლების აქტიურობას, აქ ქალთა პროცენტული მაჩვენებელი მეტია - მონაწილეობდა 52,09% ქალი (12 177) და 47,91% მამაკაცი (11 200).

ფონდი „სოხუმის“ და ფონდ „კარიტასის“ საქველმოქმედო აქციის ფარგლებში, ერთ-ერთ სოციალურად დაუცველ ოჯახს გადაეცა საჩუქრები - ჰიგიენის საშუალებები, საბავშვო სათამაშოები, სურსათი და ტანსაცმელი. ოჯახის წევრებმა დიდი მადლიერება გამოხატეს მხარდაჭერისთვის.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით
  
კლუბის თანამშრომლობა მუნიციპალიტეტში მოქმედ პოლიტიკურ პარტიებთან, რეკომენდაციებისა და ინიციატივების შემუშავება პარტიებისთვის წარსადგენად  - ეს იყო ძირითადი თემები სენაკის ამომრჩეველ ქალთა კლუბის  შეხვედრაზე საკრებულოს სხდომათა დარბაზში.
სხდომას ესწრებოდნენ საკრებულოს დეპუტატები - გენდერული საკონსულტაციო საბჭოს თავმჯდომარე ნანა ალანია და საბჭოს წევრი ინგა ქარდავა.
გამოიკვეთა ქალების ეკონომიკური გაძლიერების საკითხები, ანუ სპეციალური სასწავლო კურსების მოწყობის აუცილებლობა მცირე ბიზნესის წარმართვის და პროფესიული გადამზადების კუთხით, აგრეთვე მარტოხელა დედების დახმარების და შინმოვლის პროგრამების განვითარების საკითხები.
რეკომენდაციათა პაკეტი თანდათან შეივსება და ჩასწორდება. საბოლოო ვარიანტი განსახილველად წარედგინება საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს.
ამავე დღეს გაიმართა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენელთა შეხვედრა ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის რაიონული ორგანიზაციის წარმომადგენლებთან.
ფონდის წარმომადგენლებმა პარტიის წევრებს გააცნეს ქალთა ორგანიზაციის საქმიანობა, პროექტის მიზნები და ამოცანები, თანამშრომლობის გეგმები, რაც მიმართულია ქალთა ინიციატივების მხარდაჭერისა და მათი როლის გაზრდისკენ საზოგადოებრივ-პოლიტიკურ სფეროში.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

1სენაკის მე-7 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ისაუბრეს ქალთა სოლიდარობის თემაზე და ფემინიზმის ისტორიაზე.
შეხვედრას მხოლოდ გოგონები ესწრებოდნენ, ამიტომ განსაკუთრებით  გულახდილები იყვნენ,  აქტიურად ჩაერთნენ დისკუსიაში.
 „ასეთი შეხვედრები გვმატებს სითამამეს, რომელიც გვჭირდება საკუთარი უფლებების დასაცავად, როგორც სკოლაში, ისე ოჯახში“.
ახალგაზრდებმა   შეავსეს ანკეტები,  კლუბის წევრებს სადისკუსიო თემები შესთავაზეს და შემდგომი შეხვედრების სურვილი გამოხატეს.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienstმხარდაჭერით (გერმანია)
 
ტრეფიკინგი, როგორც ძალადობის სახე და მისგან დამცავი მექანიზმები - ამ თემას მიეძღვნა ახალგაზრდული კლუბების შეხვედრები წყალტუბოს მე-4 სკოლაში, ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრში და სენაკის 1-ლ საჯარო სკოლაში.
ახალგაზრდებმა ინტერესით მოისმინეს თემა, ინფორმაცია კანონის შესახებ. გაიმართა   დისკუსია, რომელშიც ყველა ჩაერთო.
„საზოგადოება ამ საკითხს თავს არიდებს, თითქოს ჩვენთან მსგავსი რამ არ ხდება, მაგრამ სტატისტიკა სხვას ამბობს. ტრეფიკინგისგან დამცავი მექანიზმების შესახებ უნდა ვიცოდეთ ახალგაზრდებმა და ამისთვის საჭიროა მსგავსი დისკუსიების ჩატარება, რათა არ აღმოვჩნდეთ საშიშროების წინაშე“, - აღნიშნეს შეხვედრების მონაწილეებმა.
 
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

კიდევ სამი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ფონდი „სოხუმის“ ახალგაზრდულ კლუბებში. ქუთაისის კლუბმა შეხვედრა ჩაატარა კერძო სკოლაში „21-ე საუკუნე“, ხურჩა/კოკის კლუბმა - კოკის საჯარო სკოლაში, ხოლო სენაკის კლუბმა - მენჯის საჯარო სკოლაში.

საინფორმაციო შეხვედრები მიეძღვნა ტოლერანტობის თემას. ინფორმირებული ჯგუფები თავიდანვე აქტიურად ჩაერთნენ მუშაობაში. საუბრობდნენ ტოლერანტობის პრობლემაზე ახალგაზრდებში, ეროვნულ და სექსუალურ უმცირესობებზე, რელიგიურ საკითხებზე.

აღინიშნა, რომ განსხვავებული აზრის თუ ადამიანის მიმართ ტოლერანტული დამოკიდებულება საგრძნობლად ამცირებს ძალადობას და პრევენციის ერთ-ერთი ინსტრუმენტია. ამ შეხვედრებს სწორედ ეს მიზანი აქვთ, რაც კარგად აღიქვეს ახალგაზრდებმა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  

 

16 მაისს ხობის გამგეობის სააქტო დარბაზში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეხვედრა მიეძღვნა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რომელთა საჯარო განხილვა ბოლო თვეში საკმაოდ რეზონანსული გახდა საქართველოს ქალაქებში. კლუბის აქტივისტების ზარით, მათ აქვთ უფლება და ვალდებულნიც არიან, ამ საკითხთან დაკავშირებით დააფიქსირონ თავიანთი პოზიცია და წარუდგინონ ხელისუფლების შესაბამის ორგანოებს.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

 

ამომრჩეველ ქალთა კლუბმა მორიგ შეხვედრაზე განიხილა და საბოლოო სახე მისცა პოლიტიკური პარტიებისთვის წარსადგენ რეკომენდაციებს, რათა მათ თავიანთ საარჩევნო პროგრამებში ასახონ ქალთა საჭიროებები  და მათი გააქტიურებისთვის აუცილებელი საკითხები.

წინა სხდომებზე გამოიკვეთა ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებული საკითხები, რომელთა ადვოკატირებაა საჭირო. ამიტომ შეხვედრაზე მოწვეული იყო კომპეტენტური პირი, რომელმაც კლუბის წევრების მიერ წამოჭრილი საკითხები მოისმინა და მათზე რეაგირების გზებზე ისაუბრა.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  

წყალტუბოს 1-ლ საჯარო სკოლაში ჩატარდა ახალგაზრდული კლუბის საინფორმაციო შეხვედრა თემაზე - ოჯახში ძალადობის მიზეზები და პრევენციული მექანიზმები. თემის განხილვა  საინტერესო ვითარებაში განვითარდა, ბევრი შეკითხვა დაისვა - განსაკუთრებით პრობლემის პრევენციის და კანონის ეფექტურობის საკითხებზე.

ფოთის მე-2 სკოლაში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე იმსჯელეს ტრეფიკინგზე, როგორც ძალადობის ერთ-ერთ ფორმაზე,  ისაუბრეს მისი მიზეზები და დამცავი მექანიზმები. დისკუსიის დროს ახალგაზრდებს მოყავდათ მაგალითები, ფიქრობდნენ გამოსავალზე.

განსაკუთრებით საინტერესო იყო შეხვედრა სოფელ თეკლათში (სენაკის მუნიციპალიტეტი) ტრეფიკინგის თემაზე. რადგანაც აქ პირველად ჩატარდა შეხვედრა, მონაწილეებმა მოისმინეს ინფორმაცია ფონდი „სოხუმის“ და ახალგაზრდული კლუბების შესახებ. გამოიკვეთა რამდენიმე მოსწავლე, რომელმაც გამოთქვა სენაკის კლუბში გაერთიანების სურვილი.                                                                          

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt – Evangelischer
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

ზუგდიდის ამომრჩეველ ქალთა კლუბის სხდომაზე მოწვეული იყო ქალაქის საკრებულოს იურისტი, რომელმაც ისაუბრა იმის შესახებ, თუ რა ეტაპზეა გენდერული თანასწორობის საბჭოს შექმნის  საკითხი.

კლუბის მასპინძელ ორგანიზაციაში „იმედი - დევნილ ქალთა მოძრაობა მშვიდობისათვის“ სტუმრად იმყოფებოდნენ უკრაინის – დონეცკისა და ლუგანსკის წარმომადგენელი ქალები. შეკრებილებს მიეწოდათ ინფორმაცია მათი ვიზიტის, შთაბეჭდილებების და  გამოცდილების შესახებ.

კლუბის სხდომაზე ერთი საკითხი ადგილობრივი პრიორიტეტული პრობლემის  წარმოჩენას და მისი მოგვარების გზის ძიებას შეეხო.

პროექტი ხორციელდება აშშ საელჩოს მხარდაჭერით

  
4 აგვისტოს ფონდი „სოხუმის“ ოფისში ჩატარდა ამომრჩეველ ქალთა კლუბის მორიგი სხდომა. შეკრებილებმა ინტერესით მოისმინეს ინფორმაცია გენდერული საკონსულტაციო საბჭოს მუშაობის შესახებ.
შემდეგ, ტრადიციულად, დაისვა ქალაქში არსებული პრობლემები, რომელთა  ადვოკატირება დაისახეს მიზნად. გადაწყვიტეს წერილის გაგზავნა ჯანდაცვის მინისტრის სახელზე საყოველთაო დაზღვევასთან დაკავშირებული პრობლემების თაობაზე.
 
პროექტი ხორციელდება გაეროს  ქალთა  ორგანიზაციის
გენდერული  თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები