15-16 აპრილს გაიმართა ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლების საკოორდინაციო შეხვედრა პარტნიორი ორგანიზაციის წარმომადგენლებთან პროექტის „ნაადრევი კონფლიქტების პრევენცია - თეორია და პრაქტიკა“ ფარგლებში.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღო დონორი ორგანიზაციის - Kvinna till Kvinna წარმომადგენელმა. განხილულ იქნა პროექტის შესრულებასთან დაკავშირებული საკითხები.




„კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორიგის ფარგლებში აპრილში ჩატარდა შეხვედრები სხვადასხვა არასამეწარმეო იურიდიული პირების წარმომადგენლებთან ლანჩხუთში, წყალტუბოში, ფოთსა და თერჯოლაში. შეხვედრების მიზანია - ადგილობრივი ხელისუფლების ჩართულობის გარკვევა კანონის იმპლემენტაციაში (ძალადობის აღკვეთა, მსხვერპლის დახმარება, პრევენცია). გამოიკვეთა ამ სეგმენტის კონკრეტული საჭიროებები პრობლემაზე რეაგირებისთვის.
17 აპრილს ხონის სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭოს ბოლო სხდომა გაიმართა. სხდომა შეეხო მრჩეველთა საბჭოს სიცოცხლისუნარიანობის, სოციალური სტრატეგიის 2018 წლის სამოქმედო გეგმის შესრულებას და სოციალური ბიუჯეტის მონიტორინგის შედეგების შეჯამებას.
მიუხედავად იმისა, რომ პროექტი დამთავრდა, სოციალურ საკითხებში მრჩეველთა საბჭო განაგრძობს ფუნქციონირებას და მისი საქმიანობის ფასილიტაცია მერიის მიერ განხორციელდება.
მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელებმა მადლობა გადაუხადეს საბჭოს მუშაობაში ჩართულ ყველა ადამიანს. მათი თქმით, პროექტის დასრულების შემდეგაც გაგრძელდება დინამიკა გრძელვადიან შედეგებზე ორიენტირებული სოციალური პოლიტიკის განხორციელებისათვის.
საერთაშორისო ორგანიზაცია PIN („ადამიანი გაჭირვებაში“) პროექტის ხელმძღვანელების აღნიშვნით, ისინი მოხარული არიან, რომ პროექტის პოზიტიური შედეგები სახეზეა და მზად არიან ხონის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობის გაგრძელებისთვის.
ფონდ „სოხუმს“ სტუმრობდა შევედეთის ქალთა ფონდის Kvinna till Kvinna-ს დამოუკიდებელი შემფასებელი დაიონ ბეთერსბაი.
- რა აკავშირებს ორგანიზაციას Kvinna till Kvinna-თან - სამშვიდობო საქმიანობით დაწყებული ისტორია, რომელიც ბოლო წლებამდე აქტუალურია. მნიშვნელოვანი მიღწევები, რომლებიც ფონდ „სოხუმს“ დაუგროვდა სხვადასხვა მიმართულებით - ფონდი „სოხუმის“ თავმჯდომარემ ალლა გამახარიამ, ძირითადად, ამ საკითხებზე ისუბრა.
- თანამშრომლობა პარტნიორ ორგანიზაციებთან, ქსელური მუშაობა, პროექტის აქტივობები და მიღწეული შედეგები - პროექტის კოორდინატორმა მერი გელაშვილმა ამ შეკითხვებს გასცა პასუხი.
ვიზიტის მეორე ნაწილში დაიონ ბეთერსბაი ფონდი „სოხუმის“ აქტივისტებს და პროექტის ბენეფიციარებს შეხვდა. მონაწილეებმა კონკრეტულ ქეისებზე ისაუბრეს.
კიდევ ერთი საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა ქუთაისში, პროფესიულ სასწავლებელში პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.
შეკრებილთა შორის იყვნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასწავლებლის მასწავლებლები და სტუდენტები.
მათთვის საინტერესო აღმოჩნდა ინფორმაცია პროექტის შესახებ და წარმოდგენილი თემები: დეცენტრალიზაცია და ადგილობრივი გენდერული პოლიტიკა, გენდერული მეინსტრიმინგის დანერგვა მუნიციპალიტეტებში, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილება. დისკუსიის დროს დაკონკრეტდა და გამოიკვეთა აქტულური საკითხები. გამოჩნდა, რა მნიშვნელობა აქვს სამართლიან ბიუჯეტირებას - ყველა გენდერული ჯგუფის საჭიროებების გათვალისწინებას.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
ქუთაისში, პროფესიული სასწავლებლის სააქტო დარბაზში გაიმართა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა ისაუბრეს პროექტის მიმდინარეობაზე, ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილებაზე, ფონდი „სოხუმის“ გენდერული საკონსულტაციო საბჭოების მუშაობით მიღებულ შედეგებზე.
შეხვედრას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის, მასმედიის, საზოგადოების წარმომადგენლები. დისკუსიისას მონაწილეებმა ხაზი გაუსვეს ადგილობრივი გენდერული პოლიტიკის ფორმირებაში სამოქალაქო სექტორის ჩართულობის აუცილებლობას.
შეხვედრა ჩატარდა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
27 მარტს ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა თერჯოლის მუნიციპალიტეტის საკრებულოში საინფორმაციო შეხვედრა გამართეს ადგილობრივი აქტიური სამოქალაქო ჯგუფების და ტყიბულისა და ბაღდათის გენდერულ პოლიტიკაზე პასუხისმგებელი პირების მონაწილეობით.
შეხვედრის მთავარი საკითხი იყო ფონდი „სოხუმის“ ადგილობრივი გენდერული სტრატეგიის დოკუმენტის ორიენტირები, რომელიც პროექტის დასასრულს წარედგინება საზოგადოებას, ადგილობრივ თვითმმართველობებს. შეხვედრის მონაწილეებმა ფონდი „სოხუმის“ დაკვეთით ჩატარებული კვლევებისა და პროექტის ფარგლებში ჩატარებული საქმიანობის შესახებაც მოისმინეს ინფორმაცია. ისაუბრეს ადგილობრივ გენდერულ პოლიტიკაზე, პერსპექტივებსა და გამოწვევებზე. ყურადღება გამახვილდა მუნიციპალიტეტების გენდერულ პოლიტიკასა და გამოცდილებაზე, გენდერული თანასწორობის საბჭოების როლსა და ადგილობრივი თვითმმართველობის ჩართულობაზე.
„მოხარული ვარ, რომ თერჯოლა ადგილობრივ გენდერულ სტრატეგიაზე დისკუსიას მასპინძლობს. მზად ვართ, აქტიურად ვიმუშაოთ გენდერული თანასწორობის საბჭოს ჩამოყალიბებისთვის,“ - აღნიშნა საკრებულოს თავმჯდომარემ ნინო ჯანელიძემ.
შეხვედრა გაიმართა პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე თანაბარი, ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით
მარტში „კანონის ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ მონიტორიგის მიზნით ჩატარდა შეხვედრები შსს მხარდაჭერით და თანადგომით: ფოკუს ჯგუფები შსს წარმომადგენლების მონაწილეობით - ოზურგეთისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში, ჩაღრმავებული ინტერვიუები - ხონისა და სენაკის მუნიციპალიტეტების უბნის ინსპექტორ გამომძიებლებთან. შეხვედრებზე მიღებული რეკომენდაციები შემდგომი რეაგირებისათვის გადაეგზავნება შესაბამის სტრუქტურებს.




ფოთის მერიის დარბაზში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა თემაზე „დეცენტრალიზაცია - ადგილობრივი თვითმმართველობა - გენდერული პოლიტიკა, საქართველო“. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა შეკრებილებს გააცნეს ამ კუთხით არსებული სიტუაცია და ფონდის გამოცდილება.
შეხვედრის მონაწილეთა შორის იყვნენ საზოგადოების აქტიური წევრები, ფოთის მუნიციპალიტეტის და მასმედიის წარმომადგენლები. ისინი აქტიურად ჩაერთნენ გენდერულ პოლიტიკასთან დაკავშირებული საკითხების განხილვაში.
შეხვედრა ჩატარდა ფონდი „სოხუმის“ პროექტის „ვიშეგრადის ქვეყნების გამოცდილების შესწავლა ადგილობრივ დონეზე, თანაბარი ინკლუზიური და დემოკრატიული მმართველობის ადვოკატირებისათვის“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ვიშეგრადის ფონდის მხარდაჭერით