მცირე გრანტები და ხუთი ტრენინგი

ხუთმა ახალგაზრდულმა კლუბმა მიიღო ქალთა ფონდი „სოხუმის“ მცირე გრანტი. და ხუთ მუნიციპალიტეტში ჩატარდა ტრენინგები აქტუალურ თემებზე.

საპროექტო განაცხადში თერჯოლის ახალგაზრდული კლუბის წევრები წერდნენ: თანამედროვე მსოფლიოში მშობლებისა და შვილების ურთიერთდამოკიდებულება ხშირად დგას გამოწვევების წინაშე. ამ პრობლემის შესაცნობად და ურთიერთობების გასაჯანსაღებლად შევიმუშავეთ პროექტი „ჰარმონია ოჯახში – ურთიერთგაგება თაობებს  შორის“. ტრენინგზე იყო აქტიური დისკუსია, შთამბეჭდავი ემოციები და სამომავლო გეგმების დასახვა...

ამ თემას მიუძღვნა ტრენინგი წყალტუბოს ახალგაზრდულმა კლუბმა: „მშობლებისა და შვილების ურთიერთობების გავლენა პიროვნულ განვითარებაზე“. მონაწილეებმა „ემოციების ხეზე“ სიმბოლურად გამოხატეს დამოკიდებულება მშობელ-შვილური ურთიერთობების მიმართ. იყო აქტიური ჩართულობა, როლური თამაში „შეცვალე პერსპექტივა“, დისკუსია. ერთ-ერთმა მშობელმა აღნიშნა: „შთამბეჭდავი ტრენინგი იყო. ვისაუბრეთ და მოვუსმინეთ ერთმანეთს. მსგავსი შეხვედრები ხშირად უნდა ტარდებოდეს!“

წალენჯიხის ახალგაზრდულმა კლუბის ტრენინგზე „ტოლერანტობა ახალგაზრდებში“ იმსჯელეს ტოლერანტობის მნიშვნელობაზე, თანასწორობაზე, განსხვავებულობის მიღებასა და ერთმანეთის პატივისცემაზე.

ქობულეთის ახალგაზრდული კლუბმა ტრენინგისთვის შეარჩია აქტუალური თემა „კონფლიქტის გამომწვევი მიზეზები“. ტრენინგი ეფექტიანი, საინტერესო, პრაქტიკული და შედეგიანი გამოვიდა.

ნაადრევი ქორწინების თემაზე ჩაატარა ტრენინგი სენაკის ახალგაზრდულმა კლუბმა. მონაწილეებმა მოისმინეს საინტერესო ინფორმაციები, დაესწრნენ გაეროს ქალთა ორგანიზაციის იმიტირებულ სხდომას, ნახეს ვიდეორგოლი, იმსჯელეს ნაადრევი ქორწინების მიზეზებზე, შედეგებსა და პრევენციის გზებზე.

ტრენინგის ბოლოს ყველა მონაწილეს გადაეცა სერტიფიკატი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები