ივნისში, ტრადიციულად, 10 მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრებში გაიმართება ტრენინგები. ამჯერად პირველ ოთხ შეხვედრაზე გიამბობთ: წალენჯიხის, ვანის და ბაღდათის მუნიციპალიტეტების ახალგაზრდებთან მუშაობა ონლაინ წარიმართა, ზუგდიდში კი ცოცხალი, აქტიური, სავარჯიშოებით დატვირთული ტრენინგი ჩატარდა.
ოთხივე შეხვედრის 72 მონაწილე ინტერესით ჩაერთო აქტუალური საკითხების - კონფლიქტის ესკალაცია და გენდერული ძალადობა - განხილვაში. მათი მუმეტესობისთვის „ესკალაცია“ უცხო სიტყვა იყო, თუმცა მაშინვე დაიმახსოვრეს.
გოგონები და ბიჭები მსჯელობდნენ, კამათობდნენ, გამოთქვამდნენ თავიანთ მოსაზრებებს. ტრენინგების შემდეგ კი მათ ე.წ. ინიცირებული ღონისძიებების ჩატარება დაიწყეს თავიანთ სკოლებში - ამით ისინი თანატოლებს უჩვენებენ, რა ისწავლეს, რა იციან და სწორედ ეს არის ახალგაზრდებთან მუშაობის საუკეთესო შედეგი.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
პატარა, თბილი სიუჟეტია - ქართულ სუფრაზე, მეგობრობაზე, თანადგომაზე.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ ერთი განსაკუთრებული დღის ასახვაა. იმ დღის, როცა უკრაინელი ქალები და ბავშვები მივიღეთ ჩვენს ოფისში, ქართული სუფრა გავუშალეთ, ჩვენი ხელით მომზადებული კერძები და სითბო და სიყვარული ვაგრძნობინეთ... ქალებმა რომ დიდი მადლობა გვითხრეს, ცრემლნარევი და გულითადი...
ამ ქალებთან აქტიურად მუშაობს ჩვენი ორგანიზაცია, ეხმარება და ზრუნავს მათზე...
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
ძალადობის შემთხვევების განხილვა, კონკრეტული ქეისების გაანალიზება აქტუალობას სძენს სამობილიზაციო შეხვედრებს. ინფორმაციების გაცვლისას ახალი ქეისების იდენტიფიცირებაც ხდება.
აქტივისტი ქალები ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან ერთად ცდილობენ, დაეხმარონ ყველას, ვისაც ჯერ კიდევ არ ჰყოფნის გაბედულება და ძალადობის გავლენის ქვეშ იმყოფება. ეძებენ გზებს მათთან თანამშრომლობის გასაგრძელებლად. ხოლო მათ, ვინც მობილიზატორებს დასახმარებლადმიმართავს, სხვადასხვა სახის სერვისებს სთავაზობენ.
ასეთი შეხვედრები უკვე ჩაატარეს სენაკის, წალენჯიხის, ხურჩის (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში. იდენტიფიცირებული შემთხვევების საპასუხოდ ფსიქოლოგი სამ ქალთან სისტემატურად მუშაობს. ორი ოჯახი გადამისამართდა ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში, სადაც ქალები რეაბილიტაციას შვილებთან ერთად გაივლიან.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
რატომ ჩავერთე პროექტში? რა გამოცდილების გაზიარება შემიძლია დევნილი ქალებისა და გოგონებისთვის? რას მივიღებ პროექტში მონაწილეობით?
ამ შეკითხვებზე იძლევიან პასუხს სიუჟეტის გმირი ქალები - ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების ლიდერები. ისინი თავად სვამენ აქცენტებს, თუ რატომ არის მნიშვნელოვანი მათი ჩართვა საპროექტო მუშაობაში. ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ აქტივისტი ქალები დაინტერესებულნი არიან დევნილი გოგონების და ქალების პრობლემების მოგვარებით, მათი საცხოვრებელი პირობების გაუმჯობესებით. ტრენინგები, რომლებიც პროექტის ფარგლებში ტარდება, ხელს შეუწყობს მათი ცოდნის და კომპეტენციის ამაღლებას.
პროექტი ხორციელდება
გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
რას მოიაზრებს გაეროს უშიშროების საბჭოს რეზოლუცია 1325? რატომ არის მნიშვნელოვანი ეროვნული სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე ლოკალიზაცია?
ეს საკითხები განიხილეს ონლაინ ფორმატში ორგანიზებულ ტრენინგზე, რომელსაც ესწრებოდნენ ქუთაისის, წყალტუბოს, ხონის, სენაკის და ზუგდიდის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფების წევრები.
მონაწილეები ჩაუღრმავდნენ რეზოლუციის და სამოქმედო გეგმის შინაარსს. ჯგუფური მუშაობის დროს კი იმსჯელეს იმაზე, ამ მიმართულებით ადგილობრივი მუნიციპალიტეტის დონეზე რა ამოცანები და აქტივობები შეიძლება დაიგეგმოს. ტრენინგის შემდეგ მონაწილეები აქტიურად ჩაერთვებიან ეროვნული სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პროცესში.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ტრენინგი გაიმართა „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე, მეთოდოლოგიაზე, გამოყენების შესაძლებლობებსა და პერსპექტივებზე.
მონაწილეებმა პრეზენტაციის მეშვეობით მოისმინეს, რას გულისხმობს „ერთი ფანჯრის პრინციპი“, გაეცნენ ამ მეთოდის უპირატესობებს: ვის რა ინტერესები აქვს ამ პროცესში და რამდენად ეფექტურია პრობლემათა მოსაგვარებლად, რატომ არის ის საინტერესო დევნილებისთვის, სხვადასხვა სტრუქტურისთვის, ვის რა მოტივი ამოძრავებს და ა.შ.
ტრენინგის მსვლელობისას გამოყენებული იყო პრაქტიკული სავარჯიშოები, რამაც უზრუნველყო მონაწილეთა მაქსიმალური ჩართულობა.
დისკუსიამ აჩვენა, რომ მონაწილეები პრაქტიკულად შეძლებენ ამ მეთოდით მუშაობას, აიცილებენ კაბინეტიდან კაბინეტში საბუთებით სიარულს და არ მოუწევთ ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის იმის მტკიცება, რამდენად აქტუალურია მათი პრობლემა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ტრენინგების ციკლში, რაც მათი კომპეტენციის ამაღლებას ემსახურება.
ივნისის გეგმიურ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა უკუკავშირით შეაფასეს, რას აძლევს მათ ტრენინგებში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებენ პრაქტიკაში მიღებულ ცოდნას.
მონაწილეთა შეაფასებით, მათ ჰქონდათ საშუალება, ტრენინგებზე გაეგოთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: მშვიდობისმყოფელობა, გენდერული ძალადობა, სამოქალაქო ჩართულობის ფორმები, ქსელები, კოალიციები... ტრენინგებში მონაწილეობით მათ ახალი უნარები შეიძინეს და აქტიურად იმუშავებენ, რათა დევნილთა პრობლემები მუნიციპალურ პროგრამებში მოხვდეს და ხელი შეუწყონ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
„ერთი ფანჯრის“ პრინციპის მნიშვნელობასა და დანიშნულებაზე ტრენინგი ჩაუტარდა ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებს.
ეს პრინციპი ბიუროკრატიული ბარიერების გამარტივების და პრობლემების მოგვარების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებული შეხვედრების მნიშვნელობაზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის უკეთესი ამ მეთოდის გამოყენება და როგორ უნდა გაიმართოს შეხვედრა, რათა სასურველი შედეგი დადგეს.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა ივნისში დაგეგმილი ტრენინგების თემები და მათი ჩატარების გრაფიკი.
შეხვედრის დროს მონაწილეებმა ნახეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოკლიპი, რომელშიც საინიციატივო ჯგუფის ლიდერები არიან ჩართულები. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ეს არის სტიმული აქტივისტი ქალებისთვის, რადგან მათი ლიდერული უნარების პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ჩვენი რუბრიკის „გენდერი და საზოგადოება“ სტუმარია წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს მდივანი - მზია კიკალიშვილი.
„ქალებს ვურჩევ, იყვნენ თავიანთ თავში დარწმუნებულები, სჯეროდეთ საკუთარი თავის და აუცილებლად მიაღწევენ დასახულ მიზანს“.
ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების მსხვრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურისა და გარემოს დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.
პროექტი ხორციელდება ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer
Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)