ფილმების ჩვენება და პრობლემების ადვოკატირება-სოფელ დიდინეძის საინიციატივო ჯგუფები შეხვედრებს აგრძელებენ

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძის ახალგაზრდული კლუბის წევრებს ქალთა  ფონდ „სოხუმის,, ახალგაზრდა მოხალისეების მიერ გადაღებული მოკლემეტრაჟიანი ფილმები უჩვენეს. გაიმართა დისკუსია.მოზარდებმა საკუთარი მოსაზრებები დააფიქსირეს.ფილმების თემატიკა იყო: მიგრაცია, ტოლერანტობა და ოჯახში ძალადობა.

დიდინეძის ქალთა საინიციატივო ჯგუფი ადვოკატირების საკითხებზე მუშაობას აგრძელებს.მნიშვნელოვანი პრობლემაა სოფლის ტერიტორიაზე  სანიაღვრე არხების გაყვანა და გაწმენდა. საკითხის მოგვარების თხოვნით ჯგუფის წევრებმა  ზუგდიდის მერიასა და საკრებულოში  წერილები გააგზავნეს და რეაგირებას ელოდებიან.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები