ონლაინ ტრენინგი ქალთა მხარდაჭერის ცენტრების წარმომადგენლებისათვის

ონლაინ რეჟიმში ფონდი „სოხუმის“ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებისთვის პრაქტიკული ტრენინგი ჩატარდა. ტრენინგი ეძღვნებოდა თემას: გენდერული ნიშნით ძალადობის პრევენცია და მასზე რეაგირება საომარ და ომის შემდგომ გარემოში. ტრენინგს ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია უძღვებოდა.

ტრენინგზე მონაწილეები გაეცნენ ომისა და კონფლიქტების დროს გენდერული ძალადობის ტიპიურ ფორმებს და იმსჯელეს ქალებსა და გოგონებზე და სხვა მოწყვლად ჯგუფებზე, შეიარაღებული/ძალადობრივი კონფლიქტების პირდაპირ და არაპირდაპირ ზეგავლენაზე.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები