თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრა სენაკში
სენაკში თვითდახმარების ჯგუფის შეხვედრაზე განხილვის თემა იყო სოციალური აქტივობა. მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია: რას ნიშნავს სოციალური აქტივობა, რა უნდა გაკეთდეს, ვინ არიან მთავარი აქტორები, რატომ არის მნიშვნელოვანი სოციალური აქტივობა თემებში და რა სარგებელს მოიტანს.
მონაწილეების ინფორმირების მაჩვენებელი საკითხზე პრე- და პოსტტესტებით დაფიქსირდა.
ჯგუფის წევრებმა ხელი მოაწერეს წესდებას, რაშიც კონკრეტულად არის გაწერილი ჯგუფის მიზნები, მენეჯმენტი, ჯგუფის წევრთა უფლებები და მოვალეობები. ისინი მზად არიან, წესდების შესაბამისად იმუშაონ სათემო პრობლემების მოსაგვარებლად.
შეხვედრის ბოლო ნაწილი სწორედ პრობლემების განხილვას მიეძღვნა. თვითდახმარების ჯგუფის წევრებმა აღნიშნეს, რომ მიღებული ინფორმაციების საფუძველზე გაძლიერდება სოციალური აქტივობა, რაც ხელს შეუწყობს სათემო პრობლემების იდენტიფიცირებას და მათ მოგვარებას რესურსების გაერთიანებით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
Image Gallery
https://www.fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15787-2025-07-22-17-14-15#sigProIde2167f462b