მორიგი შეხვედრა ფოთში
ფოთის დევნილთა დასახლებაში გაიმართა თვითდახმარების ჯგუფის წევრთა შეხვედრა, რომელზეც განიხილეს სოციალური აქტივობის არსი, გააანალიზეს მისი ძლიერი და სუსტი მხარეები, თემის პრობლემები და ქალთა გაძლიერების სტრატეგიები.
დასაწყისში მონაწილეები გაეცნენ სოციალური აქტივობის კონცეფციას - როგორია, როგორც ინსტრუმენტი ინდივიდუალური თვითდახმარებიდან კოლექტიურ ცვლილებამდე; როგორ უწყობს ხელს აქტიური თანამონაწილეობა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ქალების გაძლიერებას პიროვნულ და თემის დონეზე. აღინიშნა, რომ ჯგუფური მუშაობა, რესურსების გაზიარება და მხარდამჭერი ქსელების შექმნა, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იძულებით გადაადგილებული ქალებისათვის, რომლებიც ხშირ შემთხვევაში სოციალური და ეკონომიკური რისკების წინაშე დგანან.
მონაწილეებთან ერთად შემუშავდა და ხელმოწერით დადასტურდა თვითდახმარების ჯგუფის წესდება, რომელიც განსაზღვრავს შიდა წესებს და სამუშაო პრინციპებს. ასევე შეივსო პრე- და პოსტკითხვარი სოციალური აქტივობის თაობაზე.
შეხვედრაზე ასევე მოხდა პრობლემების იდენტიფიცირება: ჯგუფის წევრებმა დაასახელეს დევნილთა დასახლებაში არსებული გამოწვევები და დაალაგეს პრიორიტეტების მიხედვით.
შეხვედრა მნიშვნელოვანია როგორც ინდივიდუალურ გაძლიერებაში, ისე ქალთა სოლიდარობის და თემზე ზრუნვის კულტურის განვითარებაში - პროცესში, რომელიც სოციალურ ცვლილებებზეა ორიენტირებული.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის მხარდაჭერით
Image Gallery
https://www.fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/15796-2025-07-22-17-52-51#sigProId2792b1ef28