სენაკის თვითდახმარების ჯგუფი მუშაობას აჯამებს
სენაკის თვითდახმარების ჯგუფმა „ქალები მომავლისთვის“ ერთწლიანი მუშაობის შედეგები შეაჯამა. ჯგუფის წევრებმა სპეციალურად შემუშავებული კითხვარის საშუალებით შეაფასეს საკუთარი ჩართულობა, მიღწევები და ცვლილებები, რაც პროექტში მონაწილეობამ მათ ცხოვრებასა და თემზე მოახდინა.
შეფასების პროცესში მონაწილეებმა უპასუხეს კითხვებს: რა მისცა მათ ჯგუფში მუშაობამ, როგორ გაიზარდა მათი კომპეტენცია, რა გავლენა მოახდინეს თემზე და რამდენად ეფექტურად იყენებენ ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნას პრაქტიკაში. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო იმ ინიციატივებს, რომლებიც წლის განმავლობაში განხორციელდა და რომელთა შედეგად კონკრეტული პრობლემები მოგვარდა.
მონაწილეთა შეფასებით, მუშაობა სასარგებლო და პროდუქტიული იყო - ინიციატივები სრულად პასუხობდა თემის საჭიროებებს და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს დასახლებას.
ჯგუფის წევრები აღნიშნავენ, რომ პროექტში ჩართულობამ მათი აქტივიზმი და ინფორმირებულობა მნიშვნელოვნად გაზარდა, გააძლიერა ლიდერული უნარები და მოტივაცია, ჩაერთონ თემის განვითარებისკენ მიმართულ პროცესებში.
პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.
Image Gallery
https://www.fsokhumi.ge/index.php/ka/saqmianoba-ka/mirotvorchestvo/shexvedrebi-info/item/16203-2026-02-24-21-24-21#sigProId71a5230cab
