 
  
 
ფორუმ-თეატრის წარმოდგენები ჩატარდა ხონის მეოთხე საჯარო სკოლასა და სოფელ ნამაშევის საჯარო სკოლაში. ყველაზე აქტიური დისკუსია გაიმართა შეყვარებულების და დედა-შვილის ურთიერთობის ამსახველ სცენებზე.
მაყურებლები საუბრობდნენ ოჯახური ძალადობის, მიგრაციის, ნარკომანიის და ნაადრევი ქორწინების პრობლემების შესახებ. ფორუმ-თეატრის წარმოდგენებმა მათ ყოველდღიური ცხოვრების რეალური სურათი დაანახა და გამოსავლის გზებზე დააფიქრა.
პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 
Entwicklunsdienst მხარდაჭერით (გერმანია)
	  
 
				 
				 
				 
				 
				 
				