წყალტუბოს მუნიციპალიტეტის მერიის სხდომათა დარბაზში ფონდი „სოხუმის„ ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების წევრები შეიკრიბნენ.

მონაწილეებმა სუბგრანტებით განხორცილელებული პროექტების შედეგები შეაჯამეს და საკუთარი შეფასებები ერთმანეთს გაუზიარეს.

„ჩვენმა პატარა პროექტმა წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი. ელექტრონული პეტიცია წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს შესაძლებლობას მისცემს ითანამშრომლონ ხელისუფლებასთან და საკუთარი პრობლემები მიაწოდონ.“- ეს საკრებულოს ბაზაზე არსებული ახალგაზრდული ჯგუფის შეფასებაა.

წყალტუბოს მე-4 სკოლასთან არსებული ახალგაზრდული ჯგუფის წევრებმა პროექტის პრეზენტაციისას ძირითადი მიღწევები გამოკვეთეს.

მათი შეფასებით, ამ პატარა პროექტით შესაძლებელი გახდება პოზიტიური გავლენის მოხდენა ახალგაზრდების ცნობიერებაზე, რაც ხელს შეუწყობს ქალთა მხარდაჭერას და გენდერულად დაბალანსებული საზოგადოების შექმნას მომამავალში.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

პროექტის ფარგლებში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრები,  მრგვალი მაგიდები, დისკუსიები, კვლევა, ნახატებისა და ესსეების კონკურსი, ტრენინგები კონფლიქტოლოგიის თემაზე, ასევე, კოკის საჯარო სკოლის ეზოში ბავშვებმა გააშენეს მეგობრობის ხეივანი...

ეს არასრული ჩამონათვალია იმ აქტივობებისა, რომლები ახალგაზრდებმა განახორციელეს.

პროექტმა ხელი შეუწყო თემში კონფლიქტის შესახებ ცნობიერების ამაღლებას, დაეხმარა ახალგაზრდებს სხვა კუთხით შეხედონ ამ საკითხს და გაიღრმავონ თავიანთი ცოდნა.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფების პროექტები დასასრულს მიუახლოვდა.

30-ზე მეტი საინტერესო და სასარგებლო აქტივობა განახორციელეს ჯგუფების წევრებმა:

დასუფთავებისა და გამწვანების აქციები, საინფორმაციო შეხვედრები, სპორტული შეჯიბრებები და თამაშები, ესსეების კონკურსები, ვორქშოპები და ტრენინგები. ეს ის მცირე ჩამონათვალია, რომელიც ჩვენმა აქტიურმა ბავშვებმა თავისი ინიციატივით განახორციელეს.

აქტივობებში ჩართული იყო 6 სამიზნე მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული კლუბი: სენაკის, ზუგდიდის, წალენჯიხის, წყალტუბოსი, ქუთაისისა და ხონის.

ცალკე მადლობას ფონდი „სოხუმი“ უხდის სკოლების პედაგოგებსა და ადმინისტრაციულ აპარატს, რომლებიც, ასევე, აქტიურად იყვნენ ჩართულები ღონისძიებების განხორციელების პროცესში.

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

ფონდი „სოხუმის“ სუბ-გრანტებით გამოცხადებული მინი-პროექტის განხორციელებით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის საკრებულოსთან არსებულმა ახალგაზრდულმა ჯგუფმა ახალ ინიციატივას დაუდო საფუძველი.

მუნიციპალიტეტის ვებგვერდზე უკვე მოქმედებს ფანჯარა “ონლაინ პეტიცია“.

წყალტუბოში მცხოვრებ მოქალაქეებს 18 წლიდან ონლაინ პეტიციის დახმარებით შეუძლიათ მიაწვდინონ ხმა თვითმმართველობას და საკუთარი საჭიროებები შეახსენონ.

პირველი პეტიცია უკვე დარეგისტრიდა. ინიციატორები ახალგაზრდული ჯგუფის წევრები არიან.

სიმბოლურია, რომ პეტიცია თავისი შინაარსით ახალგაზრდულ ინიციატივას ახმოვანებს და წყალტუბოს მუნიციპალიტეტში მცხოვრები წარმატებული სტუდენტებისათვის 300 ლარიანი დახმარების გაცემას გულისხმობს.

პეტიციას წინ უძღოდა სამუშაო შეხვედრები თვთმმართველობის წარმომადგენლებთან, რომელთა მხარდაჭერით შესაძლებელი გახდა აღნიშნული პლატფორმის გააქტიურება.

პროექტში გათვალისწინებული იყო შეხვედრები მოსახლეობასთან, საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფებთან. ახალგაზრდებმა ონლაინ პეტიციის მნიშვნელობაზე და სარგებელზე ინფორმაცია მიაწოდეს მოსახლეობას.

შეხვედრები წარმატებულ ქალებთან.

საინიციატივო ჯგუფების წევრები ხვდებოდენენ წარმატებულ ქალბატონებს, რომლებიც თავიანთ ისტორიას, გამოცდილებასა თუ ცოდნას უზიარებდნენ მონაწილეებს.

ნანული ცხვედიანი, ნატალია ხუბუა, ხათუნა მაღლაკელიძე - ეს არის იმ ქალბატონების ჩამონათვალი, რომლებმაც წარმატებისკენ გრძელი და რთული გზა გაიარეს და დღეს სურთ სხვასაც დაეხმარონ.

პროექტი მიზნად ისახავს მუნიციპალიტეტებში წარმატებული ქალების წარმოჩენას.

ეკონომიკაში, ბიზნესში, საზოგადებრივ საქმიანობაში აქტიური ქალების პორტრეტის გაცნობამ დადებითი ემოციები გაუღვიძა მონაწილეებს და პოზიტიურად განაწყო, რაც მათი მოტივაციის გაზრდის საფუძველს ქმნის.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის მხარდაჭერით

მეორედ გაიმართა აქცია-პერფორმანსი „სოხუმური ყავის არომატი ქუთაისში“.

თეთრ ხიდთან, რიონის სანაპიროზე შეკრებილებისთვის ბევრი რამ იყო საინტერესო:

ქვიშაზე მოდუღებული ყავა, ტკბილეული საზღვაო ქალაქის სიმბოლიკით, სიმბოლური ფოტოსესია „სოხუმის სანაპიროზე“, პოლიმერულ თიხაზე მუშაობის არტ/მასტერკლასი, ფონდი „სოხუმის“ თოჯინების თეატრის წარმოდგენა „გვრიტი“,   მეწარმე ქალების ნამუშევრების გამოფენა, ქუთაისში მყოფი უკრაინელი ლტოლვილების მობრძანება...

განსაკუთრებული სიახლე იყო სიმბოლური საჩუქრები „მადლობა მეგობრობისთვის“.

ღონისძიება ლტოლვილთა/დევნილთა საერთაშორისო დღეს მიეძღვნა და ფართოდ გააშუქა სხვადასხვა მედიასაშუალებამ.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • საინტერესოა ჩვენთვის ამ პროექტში ჩართვა, ერთმანეთს ვუზიარებთ ჩვენს გამოცდილებას, რაც გვეხმარება პრობლემური საკითხების სწორად წარმოჩენასა და მოგვარების გზების დასახვაში.
  • კარგია, როცა პრაქტიკული სამუშაო და თეორია ერთმანეთთან არის შერწყმული. დღეს მივხვდი, რამდენად მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა, შესაბამისი უნარები და გამოცდილება.

მონაწილეებმა ასე გამოხატეს ინტერესი სატრენინგო თემისადმი.

ტრენინგი წყალტუბოში ჩატარდა დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან.

მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია „ერთი ფანჯრის“ პრინციპით ორგანიზებულ შეხვედრებზე. მათთვის გასაგები გახდა, რატომ არის მნიშვნელოვანი „ერთი ფანჯრის“ პრინციპის გამოყენება, ვინ არის პასუხისმგებელი/საჭირო უწყება, ვინ შეიძლება იყოს  ბენეფიციარი და როგორ წარიმართება შეხვედრა.

სატრენინგო პროცესი ცოცხალი მაგალითების განხილვით წარიმართა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრები აქტიურად მონაწილეობენ ტრენინგების ციკლში, რაც მათი კომპეტენციის ამაღლებას  ემსახურება.

ივნისის გეგმიურ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა უკუკავშირით შეაფასეს, რას აძლევს მათ ტრენინგებში მონაწილეობა და როგორ გამოიყენებენ პრაქტიკაში მიღებულ ცოდნას.

მონაწილეთა შეაფასებით, მათ ჰქონდათ საშუალება, ტრენინგებზე გაეგოთ ბევრი მნიშვნელოვანი რამ სხვადასხვა აქტუალურ თემაზე: მშვიდობისმყოფელობა,  გენდერული ძალადობა, სამოქალაქო ჩართულობის ფორმები, ქსელები, კოალიციები... ტრენინგებში მონაწილეობით მათ ახალი უნარები შეიძინეს და აქტიურად იმუშავებენ, რათა დევნილთა პრობლემები მუნიციპალურ პროგრამებში მოხვდეს და ხელი შეუწყონ გაეროს რეზოლუცია 1325-ის ეროვნული სამოქმედო გეგმის განხორციელებას ადგილობრივ დონეზე.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ხონის დევნილ ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებთან ონლაინ ფორმატში ჩატარებულ საინფორმაციო შეხვედრაზე განხილულ იქნა ივნისში დაგეგმილი ტრენინგების თემები და მათი ჩატარების გრაფიკი.

შეხვედრის დროს მონაწილეებმა ნახეს პროექტის ფარგლებში გადაღებული ვიდეოკლიპი, რომელშიც საინიციატივო ჯგუფის ლიდერები არიან ჩართულები. დაფიქსირდა მოსაზრება, რომ ეს არის სტიმული აქტივისტი ქალებისთვის, რადგან მათი ლიდერული უნარების პრეზენტაციის საშუალებას იძლევა.

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები