დევნილთა თემებში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება და ადვოკატირების გეგმის შემუშავება კვლავ რჩება დღის წესრიგის მთავარ საკითხად წყალტუბოს ქალთა და გოგონათა ქსელის წევრებისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მრავალი პრობლემა გადაიჭრა, შეხვედრაზე კვლავ გამოიკვეთა პრიორიტეტული საკითხები: აფხაზეთის ქუჩაზე სპორტული მოედნის და გაჩერება-მოსაცდელის მოწყობის აუცილებლობა, ასევე - დანესტილი შენობების საკითხი, რისი ადვოკატირებაც წლების განმავლობაში ხდება შესაბამის უწყებებთან.

SWOT ანალიზის მეშვეობით ქსელის წევრებმა შეაფასეს ძლიერი და სუსტი მხარეები, განსაზღვრეს რისკები და შესაძლებლობები.

პროექტის ფარგლებში შესრულებულმა სამუშაოებმა მნიშვნელოვნად გააუმჯობესა ქალთა და გოგონათა უნარ-ჩვევები, უკეთ დაანახა მათ სამოქალაქო ჩართულობის და მტკიცებულებაზე დაფუძნებული ადვოკატირების  მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის საინიციატივო ჯგუფის წევრებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. აქტიური ქალების ანგარიშზე არაერთი მოგვარებული პრობლემაა და ამიტომაც სჯერათ, რომ გუნდურობით, პასუხისმგებლობით, გაუმჯობესებული უნარ-ჩვევებით, კიდევ ბევრ საჭირბოროტო საკითხს მოაგვარებენ თავიანთ დასახლებებში, კერძოდ:

- ჭომა, ლესელიძის №3 პირველი კორპუსი - სახურავიდან წყლის საწრეტების პრობლემა.

- ილიაჭავჭავაძის №58 - საბავშვო ატრაქციონების გაახლება

- გურამ გაბესკირიას ქუჩა, კოტეჯი №2 - სანიაღვრე სისტემის პრობლემა და გზის დაგება

საინიციატივო ჯგუფის წევრები სწორედ ამ  პრობლემების ადვოკატირებისთვის ემზადებიან.

მათ იმსჯელეს თავიანთ ძლიერ და სუსტ მხარეებზე, შესაძლებლობებზე, რისკებზე (SWOT ანალიზის მიხედვით) და კარგად ესმით ადვოკატირების პროცესში სამოქალაქო ჩართულობის მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ზუგდიდის საინიციატივო ჯგუფის წევრი ქალები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და ადვოკატირებისთვის ახალ პრობლემებს არჩევენ.

მიუხედავად არაერთი მოგვარებული პრობლემისა, არის მოსაგვარებელი საკითხები, რომლებზეც მორიგ შეხვედრაზე ისაუბრეს საინიციატივო ჯგუფის წევრებმა.

ინგირის თემში: გარე განათება, მოუწესრიგებელი შიდა გზები, მინიატრაქციონის გაფართოება - ამ პრობლემებზე ჯგუფი ადვოკატირების პროცესს იწყებს. SWOT ანალიზის დროს მონაწილეებმა კიდევ ერთხელ გაიხსენეს თავიანთი ძლიერი და სუსტი მხარეები. ასევე - განსაზღვრეს რისკები და შესაძლებლობები.

ჯგუფის წევრებს ახლა მეტი გამოცდილება და წარმატებული პრაქტიკა აქვთ, ამიტომაც დარწმუნებულები არიან, რომ სხვა პრობლემებსაც მოაგვარებენ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

  • ორშაბათი, 25 ნოემბერი 2024

ძალადობის პრობლემების ადრეული გამოვლენა ქალთა მხარდაჭერის ცენტრების საქმიანობაში მნიშვნელოვან სტრატეგიად რჩება. იდენტიფიცირების კვალდაკვალ მობილიზატორები სთავაზობენ ბენეფიციარებს იმ სერვისებს, რომლებიც ძალადობის პრევენციას ემსახურება.

თვის განმავლობაში საინფორმაციო შეხვედრებში 150-ზე მეტი ქალი იყო ჩართული და 10-ზე მეტი კრიზისული ოჯახის იდენტიფიცირება მოხდა. ფსიქოლოგის ჩართულობა ეხმარება მათ, დაძლიონ პრობლემები და ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალონ. ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრის სერვისით ექვსმა ადამიანმა ისარგებლა, რაც მათ ცხოვრებაში პოზიტიურ ცვლილებებს იწვევს.

 

 პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

  • პარასკევი, 22 ნოემბერი 2024

სამიზნე მუნიციპალიტეტებში ადვოკატირების ჯგუფებმა გამოავლინეს პრობლემები და  მცირე ინიციატივების ფარგლებში მათი მოგვარებაც შეძლეს.

ადვოკატირების ჯგუფების წევრ ქალებს მიეცა შესაძლებლობა, წამყვანი როლი შეასრულონ თემისთვის მნიშვნელოვანი პრობლემის გადაწყვეტაში. ქალების ჩართულობა თემის უსაფრთხოების და კეთილმოწყობის საკითხებში ამაღლებს მათ სოციალურ სტატუსს და გავლენას ოჯახსა და საზოგადოებაში, რაც ძალადობის რისკის შემცირების ძლიერი ფაქტორია.

გამოვლენილი პრობლემები უკავშირდება მოწყვლადი ქალების მხარდაჭერას, მათ ეკონომიკურ გაძლიერებას, ასევე - ქალებისა და ბავშვებისთვის უსაფრთხო გარემოს შექმნას. ინიციატივების განხორციელებით განახლდა მიტოვებული სტადიონები, გამწვანდა სკვერები, მოხდა  ჯანსაღი ფასეულობების ჩამოყალიბება ახალგაზრდებში და მარტოხელა დედების მხარდაჭერა. ეს ყველაფერი გრძელვადიან პერსპექტივაში  დიდი ეფექტიანობით გამოირჩევა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ჩვენს ვებგვერდზე „ძალადობაგამოვლილ ქალთა სერვისების ციფრული რესურსცენტრი“ აქტიურია კატეგორია „ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორების რუკა“ - https://sosfsokhumi.ge/map

რუკა მოიცავს ოფიციალურ  და ქალთა ფონდი „სოხუმის“ სტატისტიკას რეგიონების და მუნიციპალიტეტების მიხედვით. რუკა მკითხველს აცნობს 2023 და 2024 წლების მონაცემებს: აქ განთავსებულია ოჯახში ძალადობის შესახებ მიმართვიანობის სტატისტიკა, დასაქმების თუ მიგრაციის დონე და სხვა მნიშვნელოვანი ინფორმაცია. მსურველებს შეუძლიათ ჩამოტვირთონ ჩვენი ორგანიზაციის მიერ ჩატარებული კვლევა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“, რომელშიც წარმოდგენილია გამოწვევები და რეკომენდაციები.

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

ერთ პატარა სოფელში არის ბიჭუნა, რომელიც მთელი ცხოვრება სტრესში იზრდებოდა. დიდი ოჯახი ჰქონდა, მაგრამ ძმებთანაც ვერ ახერხებდა ურთიერთობას. ჩაკეტილობა მისთვის თითქოს დამცავ კედლად იქცა, რომლის მიღმაც თავის ტკივილს და ემოციებს მალავდა.

ერთ დღეს ბიჭუნა, მისი დედა და ძმები ქალთა ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრში მოხვდნენ.

დედასთან და სხვა ქალებთან მუშაობდნენ ფსიქოლოგი, სოციალური მუშაკი, იურისტი,  ბიჭუნა კი დიდ დროს ატარებდა პედაგოგთან.

არასრულწლოვნებთან მუშაობის ასისტენტი-პედაგოგი ანა ლომიძე იხსენებს: „პირველივე შეხვედრაზე თვალში მომხვდა მისი დუმილი და სევდიანი  თვალები.  პატარა ნაბიჯებით დავიწყეთ, მცირედიდან. ვთამაშობდით, ვმეცადინეობდით, ვხატავდით. სხვადასხვა აქტივობის შედეგად მასში ცნობისმოყვარეობამ გაიღვიძა. ძმებთან კომუნიკაცია დაიწყო. ორკვირიანი სარეაბილიტაციო პროგრამის დასრულების შემდეგ უკვე აქტიური, ძლიერი და თავდაჯერებული იყო. წინ ახალი გამოცდა ელოდა - სასკოლო ოლიმპიადა. ადრე უარს იტყოდა მონაწილეობაზე, ახლა კი  ბიჭი ჩაერთო და  პირველი ადგილიც აიღო. ეს დიდი გამარჯვება იყო მისთვის.

ეს ისტორია ერთ-ერთია მრავალთაგან, რაც ჩვენთან ხდება არასრულწლოვნებთან მუშაობის დროს. ყველა ბავშვი, რომელიც აქ მოდის, გადაწყვეტს, რომ არასდროს დაუბრუნდება წარსულს, სადაც დედასთან ერთად ისიც მსხვერპლი იყო. სარეაბილიტაციო ცენტრში დაბადებული გამარჯვება ახალი წარმატებების საწინდარი ხდება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

საინფორმაციო შეხვედრა ჩატარდა ხონის №1 საბავშვო ბაღში. შეხვედრას ესწრებოდნენ №1 და №3 ბაღების დირექციის წარმომადგენლები და პედაგოგები.  ქალთა ფონდი „სოხუმის“ იურისტმა შეკრებილებთან ისაუბრა ოჯახში ძალადობის პრევენციასა და მსხვერპლის დაცვის საკითხებზე. ხაზგასმით აღინიშნა რეფერირების სუბიექტების როლი და ფუნქცია, განსაკუთრებით - საბავშვო ბაღის და სკოლის პედაგოგების გადამზადების და სერვისების შესახებ ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

გაგრძელდა პროექტი, რომელშიც ჩართულები არიან ბავშვები უკრაინიდან, ასევე სხვა ეროვნების მოსწავლეები 17 წლამდე.

პროექტის მონაწილეთა ნაწილი დიდი ინტერესით სწავლობს ქართულ და ინგლისურ ენებს, ნაწილს ხატვის ნიჭი აქვს და პროფესიონალთან ერთად ცდილობს, დახვეწოს ტექნიკა. ზოგიერთები კი საცურაო აუზზე დადიან და ცურვას სწავლობენ. მსურველებს ასევე აქვთ შესაძლებლობა, გაიარონ ფსიქოთერაპია  ფსიქოლოგთან და მონაწილეობა მიიღონ სპორტულ-გასართობ ღონისძიებაში „მხიარული სტარტები“.

ქართულის, ინგლისურის, ხატვის და ცურვის კურსები ოქტომბრიდან დაიწყო, ნოემბრიდან კი დაემატა შეხვედრები ფსიქოლოგთან. პროექტში უკვე ჩართულია 54 ბავშვი.

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

ჩოხატაურში ქალთა ფონდმა „სოხუმმა“ ჭრა-კერვის შემსწავლელი კურსები გახსნა. სასწავლო კურსს წარუძღვება გამოცდილი პედაგოგი ნანა გოგოლაძე. ის ასწავლის ქალებს, როგორ ააწყონ თარგები და სწორად შეასრულონ სხვადასხვა სირთულის სამუშაო.

კურსები პირველი ნაბიჯების გადადგმაში დაეხმარება ქალებს. საბაზისო ცოდნა საშუალებას მისცემს მათ, ლამაზად შეკერონ თავისთვის და ოჯახისთვის. ზოგი მათგანი უკვე მცირე ბიზნესზეც ფიქრობს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები