სასიხარულო ამბავია, რომ ხონის მუნიციპალიტეტი მონაწილეობს მუნიციპალიტეტების რესპუბლიკურ კონკურსში, სადაც ცხელი ხაზის ეფექტიან მუშაობას წარადგენს.
სამუშაო ჯგუფის მორიგ შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად სწორედ ცხელი ხაზის მუშაობა იყო წარმოდგენილი: როგორია შემოსული ზარების სტატისტიკა, რა თემებს ეხება განაცხადები. ისაუბრეს ასევე ვებგვერდის განახლებაზე.
მეორე თემად მონაწილეებმა პანდუსების საკითხი განიხილეს. სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელს ალექსანდრე აკობიძეს ამის თაობაზე ჰქონდა შეხვედრები ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან.
ონლაინ ფორმატის მიუხედავად, სამუშაო ჯგუფის შეხვედრა აქტიურად წარიმართა.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირებაზე იყო საუბარი ონლაინ შეხვედრაზე ბაღდათის პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. განხილულ იქნა კითხვარი, რომელიც დაინტერესებულმა ჯგუფებმა უნდა შეავსონ. მუნიციპალიტეტში სამოქალაქო სექტორის მობილიზებული ჯგუფების ნაკლებობაა, ამიტომ ეს კომპონენტიც ძალიან მნიშვნელოვანია და გააქტიურების სტიმულს მისცემს ინერტულად განწყობილ ჯგუფებს.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“ - ეს არის საერთაშორისო საინფორმაციო კამპანიის მოწოდება.
კამპანია „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“ იწყება 25 ნოემბერს და სრულდება 10 დეკემბერს.
ფონდმა „სოხუმმა“ ამ კამპანიისთვის საგანგებოდ შექმნა ჩარჩო ფეისბუქმეგობრებისთვის.
ჩატარდება ასზე მეტი აქტივობა დასავლეთ საქართველოს ქალაქებსა და სოფლებში...
შემოგვიერთდით!
ერთად - ძალადობის წინააღმდეგ!
„ქალები საქართველოს მომავლისთვის“ და ბავშვთა უფლებების დაცვისა და მოქალაქეობრივი აღზრდის კავშირი „ბავშვები - საქართველოს მომავალი“ - თერჯოლის ამ ორი ორგანიზაციის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ ონლაინ ჩართვის დროს.
საუბარი გაიმართა ახალი ორგანიზაციების დარეგისტრირების თაობაზე. წარმოდგენილია ორი ვარიანტი - ქალთა ორგანიზაცია და ახალგაზრდული ორგანიზაცია. მათ შესავსებად გაეგზავნა კითხვარები, რომელთა განხილვის საფუძველზე მოხდება სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების დარეგისტრირება.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
ახალი ორგანიზაციის დარეგისტრირებასთან დაკავშირებული საკითხები განიხილეს ონლაინ ჩართვის დროს. შეხვედრა გაიმართა ხონის მუნიციპალიტეტის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებთან და ახალგაზრდული საინიციატივო ჯგუფის თავმჯდომარესთან. ისაუბრეს პროექტის აქტუალობაზე, გაწეული სამუშაოს შედეგებსა და პოზიტიურ ცვლილებებზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის ევროკავშირის პროექტის ფარგლებში, საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
29 და 30 ოქტომბერს მეწარმე ქალთა ფონდმა ონლაინ ფორმატში ჩაატარა შეხვედრა ცაგერისა და ამბროლაურის მუნიციპალიტეტებში მომუშავე პარტნიორ ორგანიზაციებთან.
მონაწილეებმა ისაუბრეს ორივე მუნიციპალიტეტში შექმნილი სამუშაო ჯგუფების სამოქმედო გეგმის შესახებ, რომელთაც ნოემბერში განიხილავს და დაამტკიცებს საკრებულო. შეხვედრაზე განხილულ იქნა ახალი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შექმნის ინიციატივა. მონაწილეებმა ასევე ისაუბრეს თავიანთ მუნიციპალიტეტებში კოვიდ-19-ის მაღალი გავრცელების რისკებზე და დასაძლევ გამოწვევებზე.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
9 ოქტომბერს ამბროლაურის მუნიციპალიტეტში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა სამედიცინო პერსონალთან. შეხვედრას ესწრებოდნენ ოჯახის ექიმები, სასწრაფო დახმარების ექიმები, პოლიკლინიკებსა და სოფლის ამბულატორიებში მომუშავე მედპერსონალი.
ისაუბრეს აქტუალურ საკითხებზე: კანონი ქალთა მიმართ/ოჯახში ძალადობის აღკვეთის შესახებ, რეფერირება და კონკრეტულად - სამედიცინო პერსონალის როლი ძალადობის მსხვერპლთა იდენტიფიკაციისა და დახმარების კუთხით.
ასევე გაიმართა ამ საკითხებზე სპეციალურად მედპერსონალისთვის გამოცემული პუბლიკაციის პრეზენტაცია. შეკრებილებმა გამოხატეს თავიანთი მოსაზრებები და მზადყოფნა, უფრო აქტიურად ჩაერთონ ძალადობის პრევენციის პროცესში.
კარგი შედეგი გამოიღო ხონის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მუშაობამ. ხონის საკრებულომ მუნიციპალიტეტში ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამოქალაქო საზოგადოების 2020-2021 წლების ერთობლივი სამოქმედო გეგმა დაამტკიცა და სახელმძღვანელოდ მიიღო.
სამოქმედო გეგმა მიზნად ისახავს ადგილობრივი ხელისუფლების უფლებამოსილებების გაფართოებას და მუნიციპალიტეტში ელექტრონული სერვისების გაუმჯობესებას.
მუშაობა მიმდინარეობს პროექტის „გურიის, იმერეთისა და რაჭა-ლეჩხუმის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საერთო ფორუმი საჯარო მმართველობის რეფორმის
საგზაო რუკის მონიტორინგის მიზნით“ ფარგლებში.
პროექტი ხორციელდება ევროკავშირის მხარდაჭერით
იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან პარტნიორობით 12 მუნიციპალიტეტის წარმომადგენელებთან ონლაინ შეხვედრა ჩატარდა. შეხვედრას ესწრებოდნენ სამხარეო ადმინისტრაციის გენდერზე პასუხისმგებელი პირი, მუნიციპალიტეტების გენდერული საბჭოს წევრები, მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის უფროსები, გენდერული მრჩევლები. განხილული იყო მუნიციპალიტეტებში გენდერული პოლიტიკის დანერგვის, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობის გამოვლენის, ძალადობის პრევენციის და მსხვერპლთა დაცვის მიმართულებით განხორციელებული საქმიანობა. საუბარი შეეხო კოვიდ-19-ის პირობებში შექმნილი ახალი რეალობის ფონზე გენდერული ბიუჯეტირების, პროგრამების შეფასების კუთხით არსებულ გამოწვევებს. ფონდი „სოხუმის“ წარმომადგენლებმა მონაწილეებს წარუდგინეს ჩატარებული კვლევებით გამოვლენილი პრობლემები, კოვიდ-19-ის პირობებში ძალადობის მსხვერპლების და რისკ-ჯგუფების მდგომარეობა, სხვადასხვა სტრუქტურისთვის შემუშავებული რეკომენდაციები. ისაუბრეს სამხარეო ადმინისტრაციების როლსა და ფუნქციებზე მუნიციპალიტეტებში გენდერული თანასწორობის პოლიტიკის კოორდინაციაში; გენდერული საბჭოების საქმიანობის, მათ წინაშე არსებული გამოწვევების შესახებ, ეროვნულ დონეზე შესაბამისი სტრუქტურებისთვის ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე; მეთოდოლოგიური დახმარების, სათანადო რესურსების აუცილებლობის საკითხზე.
ერთი შეხვედრა საგანგებოდ მოეწყო ჟურნალისტებისთვის. საქართველოს სხვადასხვა მედიასაშუალების წარმომადგენლების შეხვედრა Zoom-ის ონლაინ პლატფორმაზე გახდა შესაძლებელი. ისინი დიდი ინტერესით გაეცნენ ონლაინ მრიცხველს, ნახეს ვიდეორგოლი, დაინტერესდნენ დეტალებით, გამოყენების წესით და მიიღეს სათანადო პასუხები.
შეხვედრის ბოლოს მათ აღნიშნეს, რომ არა მარტო თვითონ შეავსებენ კითხვარს, არამედ ამ ინოვაციას გააცნობენ კოლეგებს, მეგობრებს...