ქალთა ფონდი „სოხუმი“ ძალადობაგამოვლილ ქალებს ეხმარება ძალების აღდგენასა და ცხოვრების თავიდან დაწყებაში. სოციალური მუშაკებისა და სპეციალურად გადამზადებული პარასპეციალისტების მხარდაჭერით, ქალები იღებენ საჭირო რჩევებს, რესურსებს და სოციალური ინტეგრაციის შესაძლებლობებს. ეს პროცესი არა მხოლოდ ხელს უწყობს მათ რეაბილიტაციას, არამედ აძლიერებს მათ, რათა შექმნან საკუთარი უსაფრთხო და ღირსეული მომავალი. ჩვენ ვაშენებთ საზოგადოებას, სადაც თითოეულ ქალს აქვს საჭირო მხარდაჭერა, კიდევ ერთ ნაბიჯს ვდგამთ ძალადობისგან თავისუფალი სამყაროსკენ.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ თბილისის ოფისის ხელმძღვანელი - ეკატერინე გამახარია, აქტივისტ ვერო მელუასთან ერთად საუბრობს, თუ რა გამოწვევების წინაშე დგანან დღეს დევნილები ტვ „ფორმულას“ ეთერში გადაცემაში „ხალხთან ერთად“.
„ძალიან ბევრი გამოწვევა, რომლის წინაშეც დევნილები არიან, საზოგადოების ყურადღების მიღმაა და პრაქტიკულად, არასდროს ყოფილა ან ძალიან იშვიათად, პოლიტიკური და სოციალური დღის წესრიგის ნაწილი,“ - განაცხადა ეკატერინე გამახარიამ.
როგორ აისახება ოჯახში ძალადობა ქალების ცხოვრებაზე? რა ბარიერებს აწყდებიან ისინი და როგორია გამოსავალი?
ეს ვიდეო დაფუძნებულია რეალურ ისტორიებზე და ასახავს ქალთა გამოცდილებებს, გამოწვევებს და გაძლიერების გზებს. ვიდეოს საფუძვლად უდევს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევა და მხარდაჭერის სერვისები.
.be
ტელერადიოკომპანია „რიონის“ პირდაპირ ეთერში გაიმართა გადაცემა, რომელშიც მონაწილეობდნენ წამყვანი ნინო ნებიერიძე და გადაცემის სტუმრები, ჩვენი ორგანიზაციის წარმომადგენლები: ემა კამკია და ხათუნა გოგუა.
მათ ისაუბრეს ქალთა ფონდი „სოხუმის“ კვლევის ანგარიშზე „ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების სახელმწიფო სტანდარტის სასწავლო-აღმზრდელობით პროცესში ოჯახისა და თემის მონაწილეობის კომპონენტის გენდერული ზეგავლენის შეფასება“.
წარმოდგიდგენთ ჩვენს ახალ სიუჟეტს, სადაც ასახულია ქალთა ფონდი „სოხუმის“ მუშაობა ქალთა როლის, ჩართულობის გაძლიერებისა და ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე. ჩვენ 20 წელზე მეტია აქტიურად ვმუშაობთ დასავლეთ საქართველოს ათ მუნიციპალიტეტში: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, თერჯოლა, სამტრედია, ჩოხატაური, ზუგდიდი, სენაკი, წალენჯიხა, ხობი.
ქალთა ფონდი „სოხუმის“ დევნილ ქალთა და გოგონათა საერთო ქსელის „მშვიდობის ელჩი ქალებისა და ახალგაზრდა ქალების ქსელის“ ფარგლებში პროექტით გათვალისწინებული ინიციატივები განხორციელდა ხუთ მუნიციპალიტეტში: სენაკში, წყალტუბოში, ხონში, ზუგდიდსა და ქუთაისში.
პროცესში აქტიურად ჩაერთნენ ქალთა ჯგუფის ლიდერი ქალები, აქტივისტები, თემის მცხოვრებლები. ინიციატივები განხორციელდა ადგილობრივი თემის ადამიანური რესურსით.
პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის
მხარდაჭერით
ვიდეოში მოცემულია ქალთა ფონდი "სოხუმის" მუშაობა ქალთა გაძლიერების მიმართულებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მაგალითზე.
წარმოგიდგენთ ჩვენს რუბრიკას "წარმატებული ხელოვანის პროფილი", სადაც გვანცას ისტორიაა მოთხრობილი. გვანცა ჩვენი დღის ცენტრის - პოლიმერული თიხის კურსდამთავრებულია, სადაც მან საკუთარი შემოქმედებითი ნიჭი განავითარა და ახალი - პოლიმერული თიხის ოსტატობის უნარებს წარამტებით დაეუფლა.
მისი ნამუშევრების ნახვა შეგიძლიათ აქ - https://www.facebook.com/profile.php?id=61567478503482
წარმოგიდგენთ ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალ სოციალურ ვიდეორგოლს, სადაც მსახიობები - ნინო ჭოლაძე და ნანცო ცხვირავაშვილი გოგონების მიმართ ონლაინ ძალადობის და ციფრულ სივრცეში გენდერული დეზინფორმაციის საფრთხეებზე საუბრობენ.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ კლიპს - იმერეთში მოღვაწე ჟურნალისტები გენდერული დეზინფორმაციის წინააღმდეგ და ქალთა მიმართ ძალადობის ფაქტების გაშუქების ეთიკური სტანდარტების დასაცავად.
მიიღე სიმართლე, უარყავი გენდერული დეზინფორმაცია!
