ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.

მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.

ქუთაისში, ახალგაზრდობის №19ა-ში შენობის სახურავები და ჟოლოფები გააკეთეს, თუმცა წვიმის დროს ოთახებში წყალი მაინც შედის და კედლები ზიანდება. მოსახლეობა, ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, ამ პრობლემის მოგვარებას ელოდება.

ქუთაისში, ლესელიძის #3 -ში, მოსახლეობას ჟოლოფებისა და სანიაღვრე მილების პრობლემა აწუხებს. ნალექის დროს წყალი შესდით, ზიანდება კედლები, ოთახებში გაჩნდა ნესტი.

მოქალაქეები ადგილობრივი ბიუჯეტით ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან და იმედოვნებენ, რომ მათი მოთხოვნები დაკმაყოფილდება.

ქუთაისში, გურამ გაბესკირიას ქუჩაზე, დევნილთა დასახლებაში ადგილობრივი ხელისუფლების სპეციალურმა სამსახურებმა წლების მანძილზე შიდა გზა დააგეს, გარე განათებებიც დაამონტაჟეს, მაგრამ დღემდე პრობლემად რჩება შემოსასვლელი და სანიაღვრე სისტემა, რომელიც ნალექის დროს რამდენიმე ოჯახს ტბორავს.

მოსახლეობა თვითმმართველობისგან, ადგილობრივი ბიუჯეტით, ამ საკითხის საბოლოოდ მოგვარებას ელოდება.

პროექტის შეჯამება

  • ოთხშაბათი, 13 დეკემბერი 2023

სიუჟეტში შეჯამდა მუშაობა პროექტში „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა“.

ვიდეოჩანაწერში წარმოდგენილია პროექტში ჩართული ხუთივე მუნიციპალიტეტი - ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი და ზუგდიდი. ამ მუნიციპალიტეტებში აქტიურად მოქმედებდა საინიციატივო ჯგუფები. ამ ჯგუფების წარმომადგენელი ქალები საუბრობენ, თუ რა მისცა მათ პროექტმა და ქსელურმა მუშაობამ. ისინი მაყურებელს უზიარებენ თავიანთ წარმატებებს, იმას, თუ რა შედეგებს მიაღწიეს და  როგორ ჩამოყალიბდნენ ლიდერებად, რომელთაც შეუძლიათ პრობლემების გამოვლენა, ადვოკატირება და მოგვარება თავიანთი თემის უკეთესი საცხოვრებელი პირობებისთვის.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ახალი სოციალური კლიპი ასახავს იმ მნიშვნელოვან სტრატეგიებს და მოქმედებებს, რაც განმსაზღვრელია ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის პრევენციის ეფექტიანობისთვის და ჩვენი ორგანიზაციის მუშაობის უმთავრეს მიმართულებებს წარმოადგენს.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 როგორ უნდა შეძლოს ომითა და დაპირისპირებით გახლეჩილმა საზოგადოებამ, გადალახოს გაუცხოება, აღადგინოს ურთიერთობა და შექმნას ღირსეული და უსაფრთხო მომავალი? - სწორედ ამ საკითხებზე ისაუბრა ჩვენმა წარმომადგენელმა, ეკატერინე გამახარიამ სტუმრად მამუკა ყუფარაძის გადაცემაში აფხაზური ფილმის „მომავლის მოლოდინში“ წარდგენისას.

17 მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები ესწრებოდნენ პირველ ქსელურ სამუშაო შეხვედრას, რომელიც  ქუთაისში გაიმართა.

შეხვედრის მონაწილეები საუბრობენ სამშვიდობო პროცესში ქალების ჩართულობის აუცილებლობაზე, ამ კუთხით არსებულ გამოწვევებზე და მათი გადაწყვეტის შესაძლებლობაზე. სიუჟეტიც სწორედ ამ თემას ეხება.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სიუჟეტში ასახულია ქუთაისში გამართული სამოქალაქო ფორუმი თემაზე: „ქალები, მშვიდობა, უსაფრთხოება, გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ადგილობრივ დონეზე განხორციელების ხელშეწყობა.“

სამიზნე მუნიციპალიტეტების ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები აფასებენ პროექტის დინამიკას და მსჯელობენ გაეროს რეზოლუცია 1325-ის სამოქმედო გეგმის ლოკალიზაციის პერსპექტივებზე ცალკეულ მუნიციპალიტეტებში.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ახალგაზრდებთან მუშაობა

წარმოგიდგენთ ჩვენს მორიგ ვიდეორგოლს ახალგაზრდებთან მუშაობის შესახებ რუბრიკაში „გენდერი და საზოგადოება“.

ქალთა ფონდი „სოხუმი“ აგრძელებს გენდერული სტერეოტიპების ნგრევის კამპანიას - თანასწორობის, ტოლერანტული და არაძალადობრივი კულტურის დასამკვიდრებლად ჩვენს საზოგადოებაში.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები