ორი წარმოდგენა ქუთაისში

ფორუმ-თეატრის მსახიობებმა ორი წარმოდგენა გამართეს ქუთაისში -  ახალგაზრდულ ცენტრში და პარკში.

ორივეგან აქტიური დისკუსიები წარიმართა წამოჭრილ პრობლემებზე, მაგრამ სცენებში მაყურებლის განსაკუთრებული ჩართულობა იყო ახალგაზრდებთან ჩატარებულ შეხვედრაზე. მაყურებელმა მაღალი შეფასება მისცა  მსახიობთა თამაშს და რეჟისორის პროფესიონალიზმს.

ფოტოებიც ამბობენ სათქმელს - ეს არის ის, რაც დიდხანს რჩება მაყურებლის მეხსიერებაში...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ვანის, წყალტუბოს და ქუთაისის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გაიმართა ფსიქოლოგის შეხვედრები. ძირითადი თემა იყო „ბრაზის მართვა შვილებთან“. 

საკითხი აღმოჩნდა აქტუალური და საინტერესო. დედების თქმით, შვილებთან ურთიერთობისას უჭირთ ბრაზის მართვა. შეთანხმდნენ, რომ ბრაზი, როგორც წესი, ჯანმრთელი, ადამიანური ემოციაა. რაც შეეხება შვილებთან ბრაზის მართვას, რთული პროცესია. შვილები მშობლების ემოციას სწრაფად იჭერენ და თუ ჩვენ ბრაზს სწორად წარვმართავთ, მათაც ვასწავლით თვითკონტროლს. ქალები აქტიურად იყვნენ ჩართული მუშაობის პროცესში.

ფსიქოლოგმა რამდენიმე პრაქტიკული რჩევა მისცა ქალებს: დაიცავით საკუთარი რესურსი, მუდმივად დაღლილ ადამიანს უჭირს ბრაზის კონტროლი, იპოვეთ დრო საკუთარი თავისთვის...

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

თვითდახმარების ჯგუფი „ქალთა ხმა“

ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფი „ქალთა ხმა“ იწყებს კვლევას - გამოვლინდება დევნილთა თემის პრობლემები და საჭიროებები, შემდეგ კი მათ საფუძველზე შემუშავდება სამოქალაქო ინიციატივები (ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც სახელი დაირქვა - „ქალთა ხმა“).

მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს ანკეტირების პროცესის დეტალები, გამოკითხვის ჩატარების ფორმები და მეთოდები. მათ უკვე იციან ჩატარების ვადები, სამიზნე ჯგუფები. ყოველივე ეს განაპირობებს ანკეტირების წარმატებას. შემდეგ ეტაპზე მოხდება  გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ინიციატივების ფორმირება და მხარდაჭერა - დევნილთა თემის კეთილდღეობისთვის.  

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაციათანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდისოხუმი“.

სექტემბრის შეხვედრა ხონში

სექტემბრის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა თვითდახმარების ჯგუფში. ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ, რომელიც ჩატარდება თემში პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად. ანკეტირების შემდეგ მომზადდება სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც პროექტის ფარგლებში იქნება მხარდაჭერილი. 

მონაწილეები გაეცნენ ანკეტის ფორმას, შევსების ტექნიკას, ვადებს, იმსჯელეს  სამიზნე აუდიტორიაზე.

დაგეგმილია 100 რესპონდენტის გამოკითხვა. ანკეტების შევსებაზე   თვითდახმარების ჯგუფის წევრები იმუშავებენ.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ანკეტირების პროცესი წყალტუბოში

დევნილთა თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა ოთხ დასახლებაში ანკეტირების პროცესი დაიწყო. დაგეგმილია 120 ანკეტის შევსება. 

თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ გამოკითხვის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ტექნიკას, ასევე - რა ვადებში უნდა ჩატარდეს ანკეტირება, რამდენი ადამიანი იქნება ჩართული გამოკითხვაში, როგორ უნდა მოხდეს სქესობრივი და სოციალური გადანაწილება. 

თითოეულ დასახლებაში მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება სამოქალაქო ინიციატივებს, რომლის მხარდაჭერა კონკრეტულ საჭიროებას უზრუნველყოფს. ინიციატივების დაფინანსება დიდ სტიმულს მისცემს დასახლებაში მცხოვრებ ქალებს.  

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება

ქალთა თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - დევნილთა თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემების წამოჩენა და  ინიციატივების ფორმირება. სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ანკეტირების პროცესი, რომელმაც ქალთა საჭიროებები უნდა გამოავლინოს. 

სენაკში, თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ თეორიულ მასალას გამოკითხვის ჩატარების ფორმებზე, მეთოდებსა და ტექნიკაზე. მიიღეს ინსტრუქტაჟი: როგორ და რა ვადებში უნდა ჩატარდეს ანკეტირება, რამდენი ადამიანი იქნება ჩართული, ვინ იქნებიან სამიზნე ჯგუფები

მიღებული უნარების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ანკეტირების პროცესის წარმატებით ჩატარება. გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ იგეგმება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა თემში სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.  

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაციათანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდისოხუმი“.

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებმა 18 ინიციატივა წარმოადგინეს, მათგან 7-მა მიიღო ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა.

სამოქალაქო ინიციატივებზე იყო საუბარი ჯგუფების მორიგ შეხვედრებზე.

შვიდიდან ორი ინიციატივა თერჯოლის ჯგუფის ქალებისაა. წყალტუბოს ჯგუფმა 4 ინიციატივა წარადგინა და მათგანი ერთი დაფინანსდა. ეს დიდი სტიმულია მათთვის. 

ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს ინიციატივების კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ დაფინანსდა ვანის და ქუთაისის ურთიერთდახმარების ჯგუფების ინიციატივები. 

მორიგ შეხვედრებზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარდგენილი განაცხადები, რათა გაითვალისწინონ საკონკურსო კომისიის შენიშვნები და უფრო აქტიურად ჩაერთონ შემდეგ ეტაპზე - შეიმუშავონ  ინიციატივები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

პარასპეციალისტების სოციალური მუშაობა

  • სამშაბათი, 16 სექტემბერი 2025
  • 32 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში სულ უფრო მნიშვნელოვანი ხდება მუშაობა სოციალური მიმართულებით. პარასპეციალისტები სხვადასხვა საჭიროებების მქონე ქალებს ხვდებიან. შეხვედრებზე ქალები საუბრობენ მათთვის ყველაზე აქტუალურ გამოწვევებზე. გამოკვეთილ პრობლემებს შორის პრიორიტეტულია ქალთა მიგრაცია, რადგან შრომითი მიგრაციის მაჩვენებელი ყოველთვიურად იზრდება. 

პარასპეციალისტები აწოდებენ ქალებს ინფორმაციას ეკონომიკურ პროგრამებზე, ქალთა გადამზადების კურსებზე, ამისამართებენ საჭიროების შესაბამისად არსებული სერვისების მისაღებად. თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერება ხელს უწყობს ქალთა ინფორმირებას, რაც მნიშვნელოვანია ძალადობის პრევენციისთვის. 

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის

  • ორშაბათი, 15 სექტემბერი 2025
  • 41 ჯერ

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ინფორმაციის მიწოდების პარალელურად, აქტიური მუშაობა მიდის ქალთა გაძლიერებისათვის.  

მობილიზატორების და პარასპეციალისტების დახმარებით წყალტუბოს, ვანის, ქუთაისის, ზუგდიდის და ჩოხატაურის ხუთ ქეისზე მოხდა რეაგირება. რეაგირებისთვის სხვადასხვა ინსტრუმენტი იყო გამოყენებული: ფსიქოლოგის დახმარება, კონსულტირება და გადამისამართება. სამმა ქალმა ფსიქოლოგის სერვისი გამოიყენა და მათი მდგომარეობა გაუმჯობესდა. პარასპეციალისტების კონსულტაციების შედეგად სოციალური მხარდაჭერა მიიღო სამმა ქალმა.  

ცენტრების მუშაობა ქალთა ინფორმირებისა და ფსიქოსოციალური მხარდაჭერისთვის გრძელდება.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer 

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები