ფონდი „სოხუმი“ უერთდება საერთაშორისო კამპანიას „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ!“ და ჩვენი მოწოდებაა „მშვიდობა შინ და მშვიდობა გარეთ“.

კამპანიის ფარგლებში იგეგმება ასამდე ღონისძიება საზოგადოების ყურადღების მოსაპყრობად: საინფორმაციო შეხვედრები, ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაციები, მრგვალი მაგიდები ადგილობრივი თვითმმართველობის და სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლების მონაწილეობით.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში საინფორმაციო შეხვედრები გრძელდება. მოქალაქეთა ინფორმირების გარდა, ამ შეხვედრებზე ოჯახური ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და შემდეგ მათზე რეაგირება ხდება.

ნოემბერში ქობულეთის, წალენჯიხის, ჩოხატაურის, ტყიბულის და სამტრედიის  ცენტრების მობილიზატორებმა იდენტიფიცირებული პრობლემები ფსიქოლოგს და იურისტს  გადასცეს რეაგირებისთვის.

ქალთა მხარდაჭერის ცენტრები სხვადასხვა თემში არსებული პრობლემების ადვოკატირებასაც ახდენენ, პროცესში თემის აქტივისტებიც არიან ჩართულები.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მონიტორინგის ჯგუფმა კიდევ ერთ მნიშვნელოვან თემაზე დაიწყო მუშაობა - ადრეულ ეტაპზე მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამების დანერგვის საკითხზე მოსახლეობის განწყობების და დამოკიდებულებების შესწავლა.

კვლევის შედეგად გამოვლინდება, საზოგადოებაში რამდენად მნიშვნელოვნად მიაჩნიათ მოძალადის ქცევის კორექციის პროგრამა, რაც გულისხმობს მოძალადის მიერ ძალადობრივი ქცევის შეცვლისთვის ფსიქოლოგიურ-სოციალური დახმარების პროგრამას, რომლის მიზანია, აღარ განმეორდეს ძალადობა და დაცული იყოს მსხვერპლის უსაფრთხოება. ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად დასავლეთ საქართველოს 10 მუნიციპალიტეტში ჩატარდება ფოკუს-ჯგუფები, ჩაღრმავებული ინტერვიუები და რაოდენობრივი კვლევა.

ჯგუფის მუშაობა აქტიურ ფაზაში შევიდა, დაიწყო ანკეტირების პროცესი, ჩატარდა ოთხი ფოკუს-ჯგუფი და ორი ინტერვიუ. თვისებრივი კვლევის პირველი მონაცემებით იკვეთება, რომ საზოგადოებას მნიშვნელოვნად მიაჩნია ასეთი პროგრამა.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- პანდემიურმა სიტუაციამ კიდევ უფრო გაართულა ურთიერთობები ოჯახის წევრებს შორის, გაიზარდა კონფლიქტების განვითარების რისკები, ამიტომაც გახშირდა ძალადობა ოჯახში. ასეთ პირობებში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს საინფორმაციო შეხვედრებს  მოსახლეობასთან, ფსიქოლოგის ჩართულობას, - ამგვარი მოსაზრებები ჰქონდათ შეხვედრის მონაწილეებს თერჯოლის, ბაღდათის, ვანის, ზუგდიდის და სენაკის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში.

მობილიზატორების აქტიურობით, თვითმმართველობის სოციალურ სამსახურებთან თანამშრომლობით, ადგილებზე მოხდა ძალადობის ფაქტების იდენტიფიცირება და მიმდინარეობს შესაბამისი რეაგირება მსხვერპლთა დასახმარებლად.  

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

მრგვალ მაგიდას ონლაინ ფორმატში ესწრებოდნენ ბაღდათის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი რეფერირების სუბიექტები: საკრებულოს გენდერული თანასწორობის საბჭოს წევრები, ადგილობრივი თვითმმართველობის,  პოლიციის წარმომადგენლები, პედაგოგები.

გაიმართა ფონდი „სოხუმის“ მიერ ჩატარებული კვლევის „მსხვერპლთათვის არსებული სერვისების მონიტორინგის“ პრეზენტაცია. განიხილეს შემუშავებული რეკომენდაციები და არსებული გამოწვევები.

შეხვედრაზე ისაუბრეს ბაღდათის მუნიციპალიტეტში შემაკავებელი ორდერების სტატისტიკაზე, ძალადობის იდენტიფიკაციაზე და მსხვერპლის დახმარების კუთხით არსებულ სერვისებზე. ასევე - საერთაშორისო კამპანიაზე „16 აქტიური დღე ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ“.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ ფსიქოლოგი და იურისტი აქტიურად მუშაობდნენ ქალთა მხარდაჭერის ცენტრების მობილიზატორებთან ერთად. ორი ონლაინ ჯგუფური შეხვედრა გაიმართა ხურჩაში (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი) მცხოვრებ ქალებთან, ხოლო ინდივიდუალური ონლაინ კონსულტაციები ჩაუტარდა ქობულეთელ, წალენჯიხელ და ჩოხატაურელ ბენეფიციარებს.

ბაღდათის, სენაკის და სამტრედიის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში ცოცხალი შეხვედრები მოეწყო - ესწრებოდა 29 ქალი. 

კიდევ: ფსიქოლოგის და იურისტის ინდივიდუალური კონსულტაციები ქუთაისელი ბენეფიციარებისთვის, ძალადობის მსხვერპლთა ფსიქოთერაპია სარებილიტაციო ცენტრში, მუშაობა კრიზისული ოჯახების წევრებთან - ასეთი აქტიური იყო ოქტომბერი.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა გაძლიერება, სამოქალაქო აქტივიზმის გაფართოება ადგილობრივი სოციალური პრობლემების მოსაგვარებლად, ოჯახური ძალადობის პრევენცია საზოგადოებაში - ეს საკითხები თემებში გამართული საინფორმაციო შეხვედრების შემადგენელი ნაწილია.

იდენტიფიცირებული პრობლემა ბევრია, თუმცა გამოსავალი ყოველთვის არსებობს   ადვოკატირებით, სხვადასხვა სტრუქტურასთან თანამშრომლობით.

ქობულეთის, ჩოხატაურის, ვანის, წალენჯიხის, ტყიბულის ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში უკვე გაჩნდა მოგვარებული პრობლემების ჩამონათვალი და ქალთა ისტორიები პოზიტიური ფინალით, რაც სხვადასხვა ინტერვენციული ჩარევით იქნა მიღწეული.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ფონდი „სოხუმის“ სარეაბილიტაციო ცენტრმა განაახლა პოლიმერულ თიხაზე მუშაობის კურსი. სრულდება სწავლების პირველი თვე. კურსის მონაწილე ქალები სწრაფად და წარმატებით ითვისებენ ახალ უნარებს. მზადდება ერთობლივი ნამუშევრები. მათი თქმით, მუშაობის პროცესი მარტივია, ტექნოლოგიები - ხელმისაწვდომი, ამიტომ ამ საქმის შესწავლა და პოლიმერული თიხისგან ხელნაკეთი პროდუქციის მომზადება ბევრი ქალისთვის გახდება შემოსავლის დამატებითი ან სულაც ძირითადი  წყარო.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

- მოსახლეობამ თითქმის არ იცის, რა სახის მხარდაჭერა არსებობს ძალადობის მსხვერპლთათვის. რაც უფრო მეტად არის ქალი ამ საკითხებზე ინფორმირებული, მით უფრო ძლიერია ის.

- შეხვედრები აზრების და შეხედულებების გაზიარების საშუალებაა ჩვენთვის, ყველას სჭირდება მსგავსი სახის განტვირთვა, ვინ როგორ აგვარებს ოჯახურ კონფლიქტებს, ვის შეიძლება მიმართო - ეს ყველაზე მნიშვნელოვანი ინფორმაციაა.

ასეთი შეფასებები ჰქონდათ მონაწილეებს ქალთა მხარდაჭერის ცენტრებში გამართულ საინფორმაციო შეხვედრებზე, რომლებიც სენაკის, თერჯოლის, ბაღდათის, სამტრედიის და ზუგდიდის მუნიციპალიტეტებში ჩატარდა.

საინფორმაციო შეხვედრების შემდეგ რამდენიმე შემთხვევის იდენტიფიცირება მოხდა და რეაგირებისთვის ფსიქოლოგთან გადამისამართდა.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები