ფონდი „სოხუმი“ 2001 წლიდან აქტიურად მუშაობს ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის საკითხებზე, მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების, ოჯახში ძალადობის მიმართ ნულოვანი ტოლერანტობის დამკვიდრების და ძალადობის მსხვერპლთათვის შესაბამისი მხარდაჭერის სერვისების განვითარების ხელშეწყობის გზით. ფონდი „სოხუმის“ ბაზაზე ფუნქციონირებს „ძალადობის მსხვერპლთა რეაბილიტაციის დღის ცენტრი“, სადაც ძალადობის მსხვერპლებს შესაძლებლობა აქვთ, მიიღონ ფსიქოლოგიური და იურიდიული კონსულტაცია, გაიარონ პროფესიული კურსები დასაქმებაში ხელშეწყობის პერსპექტივით.
ორგანიზაცია სისტემატური მონიტორინგის გზით სწავლობს და აანალიზებს ოჯახში ძალადობისგან დაცვის სამართლებრივი მექანიზმების ეფექტიანობას, აფასებს რეფერირების სისტემის აქტორების მიერ გაწეული მომსახურების ხარისხს და მათი კოორდინაციის დონეს. ფონდი „სოხუმი“ ასევე აფასებს მსხვერპლთა მხარდაჭერის სერვისების შესაბამისობას ბენეფიციართა საჭიროებებთან და პრიორიტეტებთნ. ყველა მიგნება, დასკვნა და რეკომენდაცია ასახულია ორგანიზაციის მიერ მომზადებულ ანგარიშებსა და პოლიტიკის დოკუმენტებში, რომლებიც ვრცელდება შესაბამის უწყებებთან, თანამდებობის პირებთან და დაინტერესებულ პირებთან ადგილობრივ და ეროვნულ დონეზე.
ფონდმა „სოხუმმა“ შეისწავლა მის სამუშაო არეალში COVID-19 ვირუსით გამოწვეული პრობლემები და საჭიროებები. შემდეგ დაგეგმა შესაბამისი სტრატეგია მათი დროული გადაჭრისათვის და მონაცემები გაეგზავნა მუნიციპალიტეტებს.
ფონდის ფეისბუქგვერდზე მაისში განთავსდა მუნიციპალიტეტების წარმომადგენლების გამოხმაურებები. წარმოდგენილია ვიდეომიმართვები - ქუთაისის, ხონის, სენაკის და ზუგდიდის ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელთა მონაწილეობით. ისინი საუბრობენ შესრულებულ სამუშაოზე - მათ შორის, COVID-19 ვირუსის შედეგად წარმოქმნილი საჭიროებების ფონზე.
https://www.facebook.com/fsokhumi/photos/a.1420370111528637/2661623037403332/?type=3&theater
https://www.facebook.com/watch/?v=273960523635207
https://www.facebook.com/watch/?v=236795314276282
https://www.facebook.com/watch/?v=921422101611260
https://www.facebook.com/watch/?v=637125786882275