თვითდახმარების ჯგუფი „ქალთა ხმა“

ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფი „ქალთა ხმა“ იწყებს კვლევას - გამოვლინდება დევნილთა თემის პრობლემები და საჭიროებები, შემდეგ კი მათ საფუძველზე შემუშავდება სამოქალაქო ინიციატივები (ეს ერთადერთი ჯგუფია, რომელმაც სახელი დაირქვა - „ქალთა ხმა“).

მორიგ შეხვედრაზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს ანკეტირების პროცესის დეტალები, გამოკითხვის ჩატარების ფორმები და მეთოდები. მათ უკვე იციან ჩატარების ვადები, სამიზნე ჯგუფები. ყოველივე ეს განაპირობებს ანკეტირების წარმატებას. შემდეგ ეტაპზე მოხდება  გამოვლენილი საჭიროებების შესაბამისი ინიციატივების ფორმირება და მხარდაჭერა - დევნილთა თემის კეთილდღეობისთვის.  

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაციათანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდისოხუმი“.

სექტემბრის შეხვედრა ხონში

სექტემბრის შეხვედრა ჩატარდა ხონის ქალთა თვითდახმარების ჯგუფში. ჯგუფის წევრებს მიეწოდათ ინფორმაცია გამოკითხვის შესახებ, რომელიც ჩატარდება თემში პრიორიტეტული პრობლემების გამოსავლენად. ანკეტირების შემდეგ მომზადდება სამოქალაქო ინიციატივა, რომელიც პროექტის ფარგლებში იქნება მხარდაჭერილი. 

მონაწილეები გაეცნენ ანკეტის ფორმას, შევსების ტექნიკას, ვადებს, იმსჯელეს  სამიზნე აუდიტორიაზე.

დაგეგმილია 100 რესპონდენტის გამოკითხვა. ანკეტების შევსებაზე   თვითდახმარების ჯგუფის წევრები იმუშავებენ.

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

ანკეტირების პროცესი წყალტუბოში

დევნილთა თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემების გამოვლენის მიზნით წყალტუბოს მუნიციპალიტეტის დევნილთა ოთხ დასახლებაში ანკეტირების პროცესი დაიწყო. დაგეგმილია 120 ანკეტის შევსება. 

თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ გამოკითხვის ჩატარების ფორმებს, მეთოდებსა და ტექნიკას, ასევე - რა ვადებში უნდა ჩატარდეს ანკეტირება, რამდენი ადამიანი იქნება ჩართული გამოკითხვაში, როგორ უნდა მოხდეს სქესობრივი და სოციალური გადანაწილება. 

თითოეულ დასახლებაში მოპოვებული ინფორმაცია საფუძვლად დაედება სამოქალაქო ინიციატივებს, რომლის მხარდაჭერა კონკრეტულ საჭიროებას უზრუნველყოფს. ინიციატივების დაფინანსება დიდ სტიმულს მისცემს დასახლებაში მცხოვრებ ქალებს.  

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაცია „თანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდი „სოხუმი“.

მნიშვნელოვანი ეტაპის დაწყება

ქალთა თვითდახმარების ჯგუფების საქმიანობაში მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - დევნილთა თემში არსებული პრიორიტეტული პრობლემების წამოჩენა და  ინიციატივების ფორმირება. სამიზნე მუნიციპალიტეტებში დაგეგმილია ანკეტირების პროცესი, რომელმაც ქალთა საჭიროებები უნდა გამოავლინოს. 

სენაკში, თვითდახმარების ჯგუფის წევრებთან გამართულ შეხვედრაზე მონაწილეები გაეცნენ თეორიულ მასალას გამოკითხვის ჩატარების ფორმებზე, მეთოდებსა და ტექნიკაზე. მიიღეს ინსტრუქტაჟი: როგორ და რა ვადებში უნდა ჩატარდეს ანკეტირება, რამდენი ადამიანი იქნება ჩართული, ვინ იქნებიან სამიზნე ჯგუფები

მიღებული უნარების გამოყენებით შესაძლებელი იქნება ანკეტირების პროცესის წარმატებით ჩატარება. გამოვლენილი საჭიროებების საპასუხოდ იგეგმება სამოქალაქო ინიციატივების მხარდაჭერა, რაც ხელს შეუწყობს დევნილთა თემში სრულფასოვანი საცხოვრებელი გარემოს შექმნას.  

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაციათანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდისოხუმი“.

ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფებმა 18 ინიციატივა წარმოადგინეს, მათგან 7-მა მიიღო ჩვენი ორგანიზაციის ფინანსური მხარდაჭერა.

სამოქალაქო ინიციატივებზე იყო საუბარი ჯგუფების მორიგ შეხვედრებზე.

შვიდიდან ორი ინიციატივა თერჯოლის ჯგუფის ქალებისაა. წყალტუბოს ჯგუფმა 4 ინიციატივა წარადგინა და მათგანი ერთი დაფინანსდა. ეს დიდი სტიმულია მათთვის. 

ქობულეთის ქალთა ურთიერთდახმარების ჯგუფს ინიციატივების კონკურსში მონაწილეობა არ მიუღია. სამწუხაროდ, ამ ეტაპზე არ დაფინანსდა ვანის და ქუთაისის ურთიერთდახმარების ჯგუფების ინიციატივები. 

მორიგ შეხვედრებზე ჯგუფის წევრებმა განიხილეს წარდგენილი განაცხადები, რათა გაითვალისწინონ საკონკურსო კომისიის შენიშვნები და უფრო აქტიურად ჩაერთონ შემდეგ ეტაპზე - შეიმუშავონ  ინიციატივები და მიიღონ ფინანსური მხარდაჭერა.

 

პროექტი ხორციელდება თანასწორობის ფონდის მხარდაჭერით (კანადა)

გორში, იგპ ქალთა ასოციაციათანხმობისორგანიზებით ჩატარდა ტრენინგი თემაზე ლიდერობა იძულებით გადაადგილებული და სოფლად მცხოვრები ქალებისთვის“. 

მონაწილეობდნენ ქალთა თვითდახმარების ჯგუფების წევრები გორის, ქარელის და კასპის მუნიციპალიტეტებიდან. ტრენინგის მიზანი იყო მათი მომზადება ისეთი ცოდნით და უნარებით, რომლებიც ხელს შეუწყობს დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებულ თემებში სოციალური მუშაობის გაძლიერებას

მონაწილეთა შეფასებით, ტრენინგი იყო აქტიური, საინტერესო, კარგად აღსაქმელი და შთამბეჭდავი. პირველი ნაწილი მოიცავდა ქალთა ლიდერობის არსისა და მისთვის დამახასიათებელი კომპონენტების განხილვას. მეორე ნაწილი გაგრძელდა იმიტაციური სავარჯიშოებითა და თემატური ვიდეორგოლების განხილვით. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო პრეზენტაციის, თვითპრეზენტაციისა და საჯარო გამოსვლის უნარების მნიშვნელობას

მონაწილეთა აზრით, ქალთა ლიდერობის გაძლიერება უმნიშვნელოვანესია თემში არსებული საჭიროებების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარებისთვის

პროექტს ახორციელებს არასამთავრობო ორგანიზაციების კოალიცია: იგპ ქალთა ასოციაციათანხმობა“, ქალთა საინფორმაციო ცენტრი და საქველმოქმედო ჰუმანიტარული ქალთა ფონდისოხუმი“.

აგვისტოს ბოლოს გაიმართა ქუთაისის თვითდახმარების ჯგუფის მორიგი შეხვედრა. ჯგუფის წევრებმა განიხილეს ხაზინის შექმნის საკითხი. ისაუბრეს ფინანსურ შემონატანზე და მის გამოყენებაზე, პასუხისმგებელი პირების უფლებებსა და მოვალეობებზე. 

შეხვედრაზე ერთ-ერთ საკითხად იდგა ჯგუფის წევრთა კომპეტენციების ამაღლება, რაც ტრენინგებზე ხდება. ჯგუფისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობის იყო ტრენინგი ქალთა ლიდერობის თემაზე. 

ჯგუფის წევრები უკვე ლიდერები არიან თემში და მათ აქვთ ცოდნა, გამოავლინონ თემის საჭიროებები, პრიორიტეტული პრობლემები, ასევე - იზრუნონ სოციალურ ცვლილებებზე სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებით. 

 

მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე ხონის თვითდახმარების ჯგუფში განხილვის თემა იყო: სახაზინო ანგარიშის შექმნა, ხაზინადარის არჩევა.  ამ ინიციატივის თანახმად, დევნილთა თემში გაიზრდება პასუხისმგებლობა და საერთო ფინანსების მიზნობრივი, ეფექტური მართვა და განკარგვა.

მონაწილეებმა აქცენტი გააკეთეს ტრენინგებიდან მიღებულ ცოდნასა და უნარებზე - თუ როგორ შეძლებენ მათ გამოყენებას პრაქტიკაში. 

შეხვედრის პროცესში აღინიშნა დასახლებაში არსებული პრობლემები. ჯგუფს  მიეწოდა ინფორმაცია საჭიროებათა კვლევაზე, რომელიც მათ უნდა ჩაატარონ. ბოლოს მონაწილეებმა ისაუბრეს სამომავლო გეგმებზე, თემში სამოქალაქო ინიციატივების განხორციელებაზე. 

 

მორიგი შეხვედრა ფოთში

ფოთის თვითდახმარების ჯგუფი მორიგ საინფორმაციო შეხვედრაზე შეიკრიბა.

ჯგუფის წევრებმა განიხილეს წესდებაში შეტანილი მნიშვნელოვანი ცვლილება - სახაზინო ანგარიშის შექმნა ფორმირება-დანერგვის შესახებ. ინიციატივა მიზნად ისახავს დევნილთა დასახლებაში პასუხისმგებლობის გაზრდას და საერთო ფინანსური რესურსების ეფექტიან მართვა-გამოყენებას.

შეხვედრაზე ისაუბრეს ტრენინგის შედეგად განვითარებულ ლიდერულ კომპეტენციებზე, რაც წევრებს დაეხმარება საჭიროებათა კვლევის პროცესში.

დამსწრეებმა კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი სოციალური აქტივობის მნიშვნელობას. გამოიკვეთა ცალკეული კორპუსების პრობლემები და საერთო საჭიროებები, რომელთა გადაწყვეტა ერთობლივად, სამოქალაქო ინიციატივებით იგეგმება.



სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები