ახალგაზრდული განწყობა იგრძნობოდა იმ დღეს ფონდი „სოხუმის“ ოფისში. ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტებიდან მოწვეულმა უფროსკლასელებმა მონაწილეობა მიიღეს ტრენინგზე „კონფლიქტის მართვა, პოზიტიური კომუნიკაცია, ტოლერანტობა, ემპათია, ლიდერობა სამოქალაქო აქტივიზმი“. 

ახალგაზრდებს მოეწონათ კომფორტული ატმოსფერო, თემები, დამოკიდებულება მონაწილეებს შორის, თამამად ირგებდნენ როლებს სხვადასხვა აქტივობაში.

ტრენინგის ბოლოს მონაწილეებმა შთაბეჭდილებებიც გაგვიზიარეს. აი, მოკლე ფრაზები მათი ჩანაწერებიდან:

ელენე შენგელია (ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კოკის საჯარო სკოლა): - ტრენინგმა გაამყარა ჩემში არაფორმალური განათლების ფესვები... ჩემმა ცოდნამ და ტრენინგზე მიღებულმა ცოდნამ შეავსო ერთმანეთი და შექმნა მყარი ჯაჭვი.

მარიამ ქართველიშვილი (ქუთაისი): - იმას, რაც ვისწავლე,  ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოვიყენებ და  თანატოლებსაც გავუზიარებ.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მცხეთის რეგიონალური ოფისის ადამიანთა უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე ჯგუფის ორგანიზებით 11 მარტს ონლაინ გაიმართა ინფორმაციის გაცვლის შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც EUMM-ის, ასევე საქართველოში აკრედიტებული სხვა საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენელმა - ეკატერინე გამახარიამ - შეხვედრაზე ხაზი გაუსვა იმ გამოწვევებს, რაც ხელს უშლის ქალებს გადაწყვეტილების მიღების პროცესში ქმედით და ეფექტიან მონაწილეობას. მათ შორის, კონფლიქტით დაზარალებულ და დევნილ ქალებს საკუთარი პრობლემების ადვოკატირების პროცესში უფრო აქტიურად ჩართვაში. მან ყურადღება გაამახვილა კონფლიქტის გამყოფ ზოლში მცხოვრები დევნილი და კონფლიქტით დაზარალებული ქალების გაძლიერების, მათი ინფორმირებულობის გაზრდის და ადგილებზე ძლიერი სამოქალაქო საზოგადოების განვითარების აუცილებლობაზე. ასევე გაუსვა ხაზი საერთაშორიsო ორგანიზაციების, თემების ლიდერების და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კომუნიკაციის, ინფორმაციის გაცვლის და თანამშრომლობის გაძლიერების საჭიროებაზე, რაც ხელს შეუწყობს კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის პრობლემების ადვოკატირების ეფექტიანობას.

ფონდი „სოხუმის“ თბილისის წარმომადგენლობის ოფისის ხელმძღვანელი  ეკატერინე გამახარია ჩართული იყო ასოციაცია „მშვიდობიანი და საქმიანი კავკასიის“ მიერ ორგანიზებულ შეხვედრაზე, რომელიც მიეძღვნა გალის რაიონში ხანძრის შედეგად დაზარალებულ პირთა მდგომარეობას და მათ გადაუდებელ საჭიროებებს. ეკატერინე გამახარიამ გააცნო შეხვედრის მონაწილეებს ფონდი „სოხუმის“ სწრაფი მოკვლევის შედეგად გამოკვეთილი ის ძირითადი გამოწვევები და პრობლემები, რომლებიც დღეს მწვავედ დგას ხანძრის შედეგად დაზარალებული მოსახლეობის წინაშე.

შეხვედრაში მონაწილეობდნენ დევნილთა და კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის საკითხებზე მომუშავე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის დე იურე ხელისუფლების წარმომადგენლები და ასევე თავად ხანძრის შედეგად დაზარალებული ადამიანები.

ფონდი „სოხუმი“ ასოციაცია „მშვიდობიან და საქმიან კავკასიასთან“ პარტნიორობით და USAID-ის მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „განხეთქილების დაძლევა - ხალხთაშორისი ინიციატივები კონფლიქტის მოგვარებისთვის“. 

პროექტი აქტიურად დაიწყო თებერვლიდან და მოიცავს საგანმანათლებლო, სამედიცინო და ეკონომიკის მიმართულებებს.

დაგეგმილია უამრავი აქტივობა, რომელიც ორი წლის განმავლობაში განხორციელდება კონფლიქტის გამყოფი ხაზის ორივე მხარეს. 11 მუნიციპალიტეტში შეიქმნება ახალგაზრდული კლუბები და საბჭოები, ჩატარდება ტრენინგები და შეხვედრები, მოეწყობა გაცვლითი პროგრამები, მოხდება მცირე გრანტების დაფინანსება და ა.შ.

„ახალგაზრდა მშვიდობის ელჩები მშვიდობის, ტოლერანტობისა და არაძალადობრივი კულტურის ხელშეწყობისთვის“  - ასე ჰქვია ფონდი „სოხუმის“ ახალ პროექტს.

პირველ რიგში, შეირჩა სკოლები და მონაწილეები, რომლებიც პროექტით გათვალისწინებულ ასაკობრივ ჯგუფს აკმაყოფილებენ - მერვე-მეთერთმეტე კლასების მოსწავლეები.

პროექტში ჩართულია ქუთაისის, ზუგდიდის და წალენჯიხის მუნიციპალიტეტების 8 სკოლა.

მუშაობის პირველ ეტაპზე ჩატარდა გამოკითხვა: რამდენად ტოლერანტულები, კომუნიკაბელურები, მშვიდობისმოსურნეები არიან მოზარდები და როგორ უწყობენ ხელს არაძალადობრივი კულტურის ჩამოყალიბებას. 

უკვე შევსებულია 50 კითხვარი, მიმდინარეობს მათი დამუშავება და პარალელურად -  მზადება პროექტის შემდეგი აქტივობებისთვის.

ფონდი „სოხუმი“ დაარსებიდან დღემდე უწყვეტად არის ჩართული კონფლიქტით გაყოფილ საზოგადოებებს შორის ნდობის აღდგენის და მშვიდობის მშენებლობის პროცესში. აფხაზეთში მოქმედ პარტნიორ ორგანიზაციებთან გრძელვადიანმა თანამშრომლობამ და სხვადასხვა ქვეყნის სამშვიდობო გამოცდილების ერთობლივად შესწავლამ საფუძველი ჩაუყარა არაერთ  პარტნიორულ პროექტს, რომლებიც მიმართულია მშვიდობის მშენებლობის და კონფლიქტების ტრანსფორმაციის პროცესში ქალთა როლის გაზრდისა და ნდობის აღდგენისკენ. ერთობლივი პროექტების ფარგლებში ჩატარდა არაერთი კვლევა, გამოიცა და ფართოდ გავრცელდა მრავალი დოკუმენტი, ანალიტიკური ნაშრომი,  მეთოდური სახელმძღვანელოები მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე.

 ტრენინგების, საინფორმაციო შეხვედრებისა და დისკუსიების გზით ფონდი „სოხუმი“ აქტიურად მუშაობს მოსახლეობასთან (ქალები, იძულებით გადაადგილებული პირები, ახალგაზრდები) წარსულის გადაფასების, კონფლიქტით გამოწვეული მტრის ხატის და დაძაბულობის შემცირების და მშვიდობის კულტურის გავრცელების მიმართულებით.

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები