სიუჟეტი მშვიდობის ელჩებზე

ქალთა ფონდი „სოხუმის“ ორგანიზებით, პროექტის „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ ფარგლებში ქუთაისში, სასტუმრო West Inn Georgia-ში ორდღიანი ტრენინგი ჩატარდა.

ტრენინგს ესწრებოდნენ ხუთი მუნიციპალიტეტის: ქუთაისის, ხონის წყალტუბოს, ზუგდიდისა და სენაკის ქალთა ქსელის წევრები.

სიუჟეტში პროექტის ასისტენტები ვრცლად საუბრობენ პროექტისა და ტრენინგის შესახებ.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ქუთაისის ახალგაზრდული კლუბის წევრებმა ივლისის თვის ტრადიციული შეხვედრაზე  განხორციელებული პროექტის- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” დეტალები განიხილეს.მათ ერთმანეთს პროექტის ფარგლებში მიღებული გამოცდილება გაუზიარეს,  მიღწეული შედეგები განიხილეს, ასევე პროექტის ფარგლებში არსებული პრობლემებისა და გამოწვევების   გადაჭრის გზებზე იმსჯელეს.  კლუბის ლიდერმა წევრებს პროექტის საბოლოო შედეგები გააცნო. შეხვედრაზე  სამომავლოდ განსახორციელებელ აქტივობებზეც ისაუბრეს. შეგახსენებთ, ქუთაისის ახალგაზრდული კლუბი მიმდინარე წლის მაისი-ივნისის პერიოდში USAID-ის მიერ მცირე საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებულ პროექტს- “ახალგაზრდები მშვიდობისთვის” ახორციელებდა. ქუთაისის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა შეხვედრაზე ადვოკატირების გეგმის  შემუშავებაზე ისაუბრეს. გადაინაწილეს უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები.  ჯგუფის წევრები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრენენ.

21-23 ივლისს სტამბოლში გაიმართა საერთაშორისო ტრენინგი ქალთა ფონდი „სოხუმის“ და პარტნიორი ორგანიზაციის სამუშაო ჯგუფების წევრებისთვის. თემა -  გენდერული ზეგავლენის ანალიზის (GIA) მეთოდოლოგია და პრაქტიკა. ტრენინგს უძღვებოდა  საერთაშორისო ტრენერი  ბლერინა ჰანი.

მონაწილეებმა მიიღეს მათ მიერ არჩეული საკითხების გენდერული ზეგავლენის ანალიზის ჩატარებისთვის საჭირო ცოდნა-უნარები; გაეცნენ სხვადასხვა ქვეყნის, მათ შორის საქართველოს პრაქტიკას პროგრამების/პროექტების გენდერული ზეგავლენის შესწავლის კუთხით.

პროექტის მიხედვით, ტრენინგის შემდგომ დაგეგმილია კვლევა, რომელსაც პარალელურად ჩაატარებენ სამუშაო ჯგუფები. საკვლევი თემა - სკოლამდელი განათლების და დაწყებითი განათლების პროგრამების შერჩეული კომპონენტების გენდერული ზეგავლენის შესწავლა და შესაბამისი ანგარიშების მომზადება.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

 ხონის ახალგაზრდული კლუბის წევრებთან ივლისში ჩატარებულ შეხვედრაზე მონაწილეებმა  დასრულებულ პროექტსა და გამოწვევებზე, ასევე იმ მიღწევებზე ისაუბრეს, რასაც პროექტის განხორციელების დროს წააწყდნენ.

შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

ხონის ქალთა საინიციატივო პირველი ჯგუფის წევრებმა, ადვოკატირების პროცესისთვის შერჩეული პრობლემა განიხილეს და უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ისინი ეკოლოგიის და ფსიქიკური ჯანმრთელობის მიმართულებით იმუშავებენ.

  ხონის ქალთა საინიციატივო  მეორე ჯგუფის წევრებმა  ადვოკატირების გეგმაზე ისაუბრეს და  უფლება- მოვალეობები და პასუხისმგებლობები გადაინაწილეს. ქალბატონები საინფორმაციო შეხვედრებს ჩაატარებენ და ახალგაზრდებთნ ნარკოტიკებისა და ალკოჰოლის მავნებლობაზე ისაუბრებენ.

უკრაინელი ბავშვებისთვის ივლისში ხუთდღიანი სადღეღამისო ბანაკის ორი ნაკადი მოეწყო.  მათთვის დაუვიწყარი იყო ეს დღეები: საინტერესო თავგადასავლები, თამაშები, ახალი ნაცნობობა და მეგობრობა.

გართობის და გახალისების გარდა, ბანაკი დაეხმარა ბავშვებს ახალი უნარების შეძენაში. მათ ისწავლეს გუნდური მუშაობა, ერთმანეთის მხარდაჭერა, დააგროვეს გამოცდილება. ეს დღეები განსაკუთრებულ მოგონებად დარჩება ბანაკელების ცხოვრებაში.

 

პროექტი ხორციელდება ჩეხური ორგანიზაციაადამიანი გაჭირვებაში

PIN მხარდაჭერით

ტრენინგი ქალთა ქსელისთვის

ფონდმა „სოხუმმა“ 18-19 ივლისს ბათუმში, სასტუმრო „რადისონ ბლუ ივერიაში“ ტრენინგი გამართა თემაზე „ადამიანური უსაფრთხოების მონიტორინგი“.

ტრენინგში მონაწილეობდა 40 ქალი ხუთი სამიზნე მუნიციპალიტეტიდან: ქუთაისი, წყალტუბო, ხონი, სენაკი, ზუგდიდი.

ტრენინგი პარალელურად ორ ჯგუფში მიმდინარეობდა. ორგანიზაციის წარმომადგენლებთან ერთად მონაწილეებმა ისაუბრეს ადამიანური უსაფრთხოების არსზე და შეაფასეს მისი მნიშვნელობა კონფლიქტის გადაჭრაში.

მონაწილეებმა ინტერესით განიხილეს კიბერუსაფრთხოების და მედიაწიგნიერების საკითხები.

თემების განხილვას თან ახლდა თემატური და სახალისო სავარჯიშოები. მუშაობა საინტერესოდ წარიმართა, რადგან ყველა მონაწილე აქტიურად იყო ჩართული.

მონაწილეების თქმით, ტრენინგის ორი დღე ინფორმაციით სავსე და პროდუქტიული იყო.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

ონლაინ ჩატარდა შეხვედრა ზუგდიდის ქალთა ქსელის წევრებთან. მუშაობის ახალი ეტაპი მოიაზრებს „ქალთა და ახალგაზრდობის მშვიდობის ელჩების ქსელის“ გაფართოებას, ქსელის წევრების შესაძლებლობების გაძლიერებას და მათი ინიციატივების მხარდაჭერას. ქალებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს პრობლემების იდენტიფიცირება და განიხილეს თავიანთი თემებისთვის  მნიშვნელოვანი საკითხები. მათ, ასევე, მიეწოდათ ინფორმაცია დაგეგმილი ტრენინგის შესახებ, რომელიც ადამიანურ უსაფრთხოებას ეხება და ხუთი მუნიციპალიტეტიდან 40 ქალის ჩართვას გულისხმობს.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

 წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგ სამუშაო შეხვედრაზე იმ საკითხების მოგვარების შესახებ ისაუბრეს,რომლებიც კვლევის შედეგად გამოიკვეთა.აღინიშნა,რომ ადვოკატირების გეგმის მიხედვით დაგეგმილი აქტივობები წარმატებით ხორციელდება,რაც პრობლემების მოგვარების პროცესში მნიშვნელოვანია.

ხონის ქალთა ქსელის წევრებთან ონლიან ფორმატში ჩატარდა საინფორმაციო შეხვედრა. ქსელის წევრებმა გამოკვეთეს ადგილობრივი თემის მნიშვნელოვანი პრობლემები, რომლებსაც ქალთა ფონდი „სოხუმის“ მხარდაჭერით, სამოქალაქო ინიციატივების ფარგლებში გადაჭრიან.

შეხვედრაზე მოხდა პრობლემების რანჟირება პრიორიტეტების მიხედვით. გადაწყდა, რომ ქსელის წევრები თავიანთ გადაწყვეტილებას დევნილთა თემს გააცნობენ, რის შემდგომაც შეიმუშავებენ განაცხადს და წარადგენენ დასაფინანსებლად.

 

პროექტი ხორციელდება გაეროს ქალთა ორგანიზაციის  

მხარდაჭერით

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები