ხონის ქალთა საინიციატივო ორივე ჯგუფის წევრები  გაეცნენ კვლევის შედეგებს, რომელიც გენდერული ასპექტების გათვალისწინებით, „ადამიანური უსაფრთხოების ხარისხის შეფასებას“ ისახავდა მიზნად, გაეცნენ დასკვნებს და რეკომენდაციებს, რომლის ადვოკატირებასაც ადგილობრივ ხელისუფლებასთან თანამშრომლობით შეეცდებიან. ხონის ახალგაზრდულმა კლუბმა კი  საგრანტო კონკურსის ფარგლებში შემუშავებულ ორ საპროექტო იდეაზე იმსჯელა . შეხვედრაზე განსაზღვრეს პროექტის ფარგლებში განსახორციელებელი აქტივობები. ახალგაზრდული კლუბი უახლოეს მომავალში USAID-ის საგრანტო კონკურსის ფარგლებში დაფინანსებული პროექტს და სხვადასხვა ტიპის აქტივობების განხორციელებას შეუდგება. შეხვედრას ხონის N 3 საჯარო სკოლა მასპინძლობდა.

აპრილიდან დაიწყო ახალგაზრდული ჯგუფების ფორმირება. დასაწყისში მუშაობამ მოიცვა 6 მუნიციპალიტეტი: ზუგდიდი, წალენჯიხა, სენაკი,  ჩოხატაური, თერჯოლა, სამტრედია.

ამ მუნიციპალიტეტებში ქალთა ფონდი „სოხუმის“ ტრენერებმა ჩაატარეს 4 ტრენინგი. ტრენინგებს აქტიური,  მოტივირებული მოსწავლეები ესწრებოდნენ. კურსდამთავრებულებისგან მათ იციან ჩვენი ორგანიზაციის შესახებ და უნდათ, თავადაც ჩაერთონ ახალგაზრდობის გაძლიერების ცენტრების მუშაობაში - ბევრი ისწავლონ და ახალი უნარ-ჩვევები შეიძინონ.

 

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობა წარმოადგენს საკითხს, რომელიც პირდაპირ უკავშირდება უსაფრთხოების რისკებს და საზოგადოებაში არსებული ნებისმიერი  სექტორის/სფეროს ფუნქციონირებაზე ზემოქმედებს... და სწორი ინდიკატორების შემუშავება უზრუნველყოფს ძალადობის შემთხვევების ადრეულ ეტაპზე იდენტიფიცირებას და ძალადობის პრევენციას, - აღნიშნულია ახალი პუბლიკაციის შესავალში.

პუბლიკაციის სახელწოდებაა „ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის რისკების ინდიკატორები (ოფიციალური სტატისტიკის მიმოხილვა)“. აქ წარმოდგენილია გამოწვევები, რეკომენდაციები და ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიმოხილვა.  ეს პუბლიკაცია განთავსდა ვებგვერდზე  https://sosfsokhumi.ge/

 

პროექტი ხორციელდება  გენდერული თანასწორობის ფონდის

მხარდაჭერით (კანადა)

ქუთაისში, იოსელიანის #13-ის მოსახლეობის უმთავრეს პრობლემას საცხოვრებელ კორპუსში დანესტიანებული ოთახები და კედლებზე გაჩენილი ობი წარმოადგენს. წვიმის დროს დასახლებაში კორპუსის სახურავიდან და კედლებიდან წყალი ჟონავს. ადგილობრივი ბიუჯეტით, რომელიც ახლა განხილვის ფაზაშია, მოქალაქეები პრობლემების გადაჭრას ელოდებიან და სჯერათ, რომ სასურველ შედეგს მიაღწევენ.

„ოჯახში ძალადობის ფენომენი“ - ეს იყო ფსიქოლოგ ეკატერინე ქვაჩაკიძის შეხვედრების ძირითადი თემა. ოჯახში ძალადობა ძალადობის ყველაზე გავრცელებული ფორმაა. მკვლევართა ნაწილი ამტკიცებს, რომ მოძალადე ბავშვობაში თავად იყო ძალადობის მოწმე. ეს არის „შესწავლილი ქცევის“ თეორია. ძალადობას ხელს უწყობს მავნე ჩვევები, ნარკოტიკები, ალკოჰოლი და ა.შ. სწორედ ეს საკითხები განვიხილეთ ჯგუფური შეხვედრის დროს პედაგოგებთან, სადაც თითოეულმა დააფიქსირა საკუთარი შეხედულება.

ბოლო დროს ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მრავალი მოძალადე უკეთესად აკონტროლებს თავს, ხოლო ქალები ურიგდებიან ბედს, პასიურები ხდებიან და არ ეძებენ გამოსავალს.

ფსიქოლოგთან შეხვედრის მიზანია, ქალებმა დაამარცხონ საკუთარ თავში „სუსტი ქალი“ და გააგრძელონ ცხოვრება ახალი ხედვით და ძალით.

ინდივიდუალური და ჯგუფური შეხვედრები გაიმართა ქობულეთის, ვანის, ზუგდიდის (კოკი, დიდინეძი) წალენჯიხის (ფახულანი) ქალთა მხარდაჭერის  ცენტრებში.

პროექტი ხორციელდება  ორგანიზაცია Brot für die Welt - Evangelischer

Entwicklungsdienst მხარდაჭერით (გერმანია)

ქუთაისში, ოცხელის #2 დასახლებაში სანიაღვრე გაყვანილობების და საკანალიზაციო არხების გაწმენდას ითხოვენ. ნალექის დროს საცხოვრებელ ოთახებში წყალი აღწევს, რაც პრობლემებს წარმოშობს.

მოსახლეობამ ადგილობრივ თვითმმართველობას დახმარების თხოვნით უკვე მიმართა. ბიუჯეტი ახლა განხილვის ფაზაშია და მოქალაქეები რეაგირებას და ამ პრობლემის მოგვარებას ელოდებიან.

 სოფელ ფახულანის ქალთა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა მორიგი შეხვედრა გამართეს.საუბარი შეეხო ქალთა პრობლემებს,საჭიროებებსა და სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული საინიციატივო ჯგუფების გამოცდილების გაზიარების მნიშვნელობას.განხილვის პროცესში გამოიკვეთა,რომ პრობლემები ყველგან იდენტურია.ჯგუფის წევრებმა იმსჯელეს სამომავლო გეგმებზე,აღინიშნა,რომ მსგავსი შეხვედრები მნიშვნელოვანია პრობლემების იდენტიფიცირებისა და მათი მოგვარების გზების ძიების პროცესში.

ინფორმაციის გაცვლა-გაზიარებისა და საერთო პრობლემების განხილვის მიზნით ,ქალთა საინიციატივო ჯგუფებს შორის გაცვლითი შეხვედრები ჩატარდა. წყალტუბოს ქალთა ჯგუფი  სენაკის ქალთა საინიციატივო ჯგუფს ესტუმრა. მონაწილეებმა ერთმანეთი უფრო ახლოს გაიცნეს,ქალთა საჭიროებებსა და პრობლემებზე იმსჯელეს. მათი შეფასებით, აღნიშნული ფორმატი ურთიერთგამოცდილების გაზიარების კუთხით მნიშვნელოვანი და საინტერესოა.  საინტერესო ეტაპია ახალგაზრდულ ჯგუფებში. სენაკის ჯგუფი საპროექტო იდეაზე მუშაობს. ახალგაზრდებმა ორი პროექტი მოამზადეს, რომელსაც საკონკურსო კომისიას წარუდგენენ.

დევნილ ქალთა და გოგონათა სამუშაო ჯგუფის შეხვედრაზე მონაწილეებმა კიდევ ერთხელ იმუშავეს ადვოკატირების გეგმებზე, პუნქტობრივად გაიარეს პრობლემის მოგვარების მისაღწევად გაწერილი აქტივობები, დახვეწეს გეგმა და გადაინაწილეს პასუხისმგებლობები. ჯგუფსი წევრები ამბობენ:

„თვითონაც ვგრძნობ, რომ ნელ-ნელა ჩემში განათლებული მოქალაქე იზრდება.“

„შეიცვალა ჩემი ხედვა პრობლემის მოგვარებასთნ დაკავშირებით. მანამდე მეგონა, ამას მხოლოდ სამოქალაქო მისაღებში განცხადების დაწერა ყოფნიდა და მერე უნდა მეცადა, თვითმმართველობა მოგვხედავდა თუ არა.“

„სწორად ინფორმირება აუცილებელია  ჩვენი მიზნის მისაღწევად. მომწონს აქ მიღებული განათლება.“

სამუშაო ჯგუფის წევრები საკუთარი პრობლემების მაგალითზე, ჩვენი პროექტის ფარგლებში სწავლობენ მიზნის მიღწევის გზას და მეთოდებს.

 

პროექტი ხორციელდება USAID-ის ადგილობრივი თვითმმართველობის პროგრამის ფარგლებში

სასარგებლო ბმულები

სოციალური ქსელები